Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

„ანტიქრისტე“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „ქრისტეს მოწინააღმდეგეს“, წინსართი „ანტი“ შეიძლება გამოყენებული იყოს ორნაირი მნიშვნელობით “წინააღმდეგ“ ან „მაგიერ“. პირველი მნიშვნელობით „ანტიქრისტე“ შეიძლება ეწოდოს იმ წარმართ მეფეებსა და იმპერატორებს, რომლებიც დევნიდნენ და კლავდნენ ქრისტიანებს, ხელს უშლიდნენ მათ სახარების ქადაგებაში, ასევე იმ ერესთა შემოქმედებს და მიმდევრებს, რომლებიც ცდილობდნენ, ქრისტეს მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტი მოძღვრების შერყვნას მათ მიერ შეთხზული მოძღვრებების საშუალებით. აღსანიშნავია, რომ ეს მოძრაობა დღემდე მიმდინარეობს

ანტიქრისტეს მოსვლა ღვთის დაშვებით მოხდება არა იმიტომ, რომ ღმერთი უსურვებს ბოროტებას ადამიანებს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები თავად მიიყვანენ საკუთარ თავს აქამდე. ანტიქრისტე ჯერ არ მოსულა ხილულად, მაგრამ უხილავად უკვე არის სამყაროში. სიცრუე (ანუ ყოველივე ის, რაც ეწინააღმდეგება ღვთის სარწმუნოებას და რაც ამზადებს კაცობრიობას ანტიქრისტეს მისაღებად). ეს არის: ამქვეყნიური საზრუნავები, ძვირფასი ლითონების დაუნჯება, ამქვეყნიურ წვრილმან და უმნიშვნელო ამაოებაზე ზრუნვა, თავისი ასეთი მისწრაფებით ხორციელი ბიწისაკენ, ადამიანები საზიზღარნი იქნებიან ღმერთისათვის, ითაკილებს მათ ღმერთი, როგორც ითაკილა წარღვნამდელი ადამიანები. იოანე ოქროპირი წერდა: „ისე, როგორც მსოფლიო წარღვნის წინ კაცობრიობა ჩაიძირა თავის ცოდვებში, ასევე ისტორიის დასასრულს ადამიანები ჯერ განიმსჭვალებიან ანტიქრისტეს სულით, ხოლო შემდეგ კი მიიღებენ მის ბეჭედს იგი იშვება მაშინ, როცა განიძარცვება დედამიწა სულიწმიდის მადლისაგან და სათნოებათაგან . . . დაიკარგება სიყვარული, კეთილგონიერება, ერთსულოვნება.

“სიონის ბრძენთა“ მიერ ინსპირირებული და მასონთა ხელით საყოველთაოდ გავრცელებული „მასობრივი ცნობიერების“ და (მათ მიერვე ხელოვნურად შექმნილი) მატერიალური სიდუხჭირის ზეგავლენით მსოფლიო ხალხები მიატოვებენ ღვთის სიტყვას, სულის გადარჩენაზე ზრუნვას. „ვერცხლისმოყვარეობა ანტიქრისტეს წინამორბედია. ყოველივე, რაც კაცთა მოდგმას გამოხსნის განგებულებითა და განჩინებით ამზადებდა და ამზადებს ადამიანებს რწმენისათვის და აქედან, უფლისათვის (უფლის მისაღებად) არის ჭეშმარიტება; პირიქით, ყველაფერი, რაც ამზადებს ადამიანს მაცხოვრის სჯულის კანონის უარყოფისათვის – სიცრუეა. ეს სიცრუე ამზადებს ანტიქრისტეს მოსვლას და კაცთა მოდგმის მიერ მის მიღებას . . . როგორც წინასწარმეტყველი სიტყვა იყო უწყება იმისა, რომ დადგებოდა ჟამი ხსნის განკაცებისა, ასევე გაშმაგებული სოფლიური ზრუნვა წინასწარ მაცნეა ადამიანთა დაღუპვის ხორცშესხმისა. როგორც (იოანე) წინამორბედი ქადაგებდა ნათლობას ჭეშმარიტებით და ამით ადამიანებს ხსნის გზაზე მოაქცევდა, ასევე მიწიერ კეთილდღეობაზე გამალებული ზრუნვა დააბნელებს ადამიანის გრძნობებს, რათა თავისი მხსნელის მიმართ უგრძნობი და საკუთარი სულის ცხონებისადმი გულგრილი გახადოს. ადამიანებს აღარც სურვილი ექნებათ საუკუნო ცხოვრებისა და აღარც შიში საუკუნო სატანჯველისა. როდესაც ადამიანებში მომხვეჭელობა გაბატობდება, ისინი ღვთის შიშს დაკარგავენ.

ანტიქრისტე იქნება ებრაელი, დანის ტომიდან, როდესაც სათნეობებისაგან: სიყვარულისაგან, ერთსულოვნებისაგან, უმანკოებისაგან გაღატაკდება წუთისოფელი, ხოლო ეკლესია თითქმის მთლიანად გაღატაკდება სულიერ ხელისუფალთა მთავრობისაგან, „გახმება სიყვარული მრავალთა“ (მათე 24: 12), ხოლო ადამიანებს შორის გამრავლდება განკითხვა, შური, გულღრძოობა, რწმენის დავიწყება, მრუშობა, სიძვით სიამაყე, მაშინ დაიბადება ანტიქრისტე, როგორც უფალი იესო ქრისტე იშვა ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისაგან, ამის საპირისპიროდ ანტიქრისტე იშვება საიდუმლო სიძვით (ხელოვნური ჩასახვის გზით), სატანური სიბილწით წაბილწული და ყოველგვარი მანკიერებით სავსე ებრაელი დედაკაცისაგან.

ანტიქრისტეს ცხოვრების პირველი პერიოდი მისი დაბადებიდან სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის მომენტამდე გაივლის საიდუმლოდ, შემდეგ იგი ხმაურით გამოვა სამოქმედო ასპარეზზე, თავისი მორჩილი საიდუმლო საზოგადოებების მეშვეობით ხელოვნურად შექმნის მსოფლიო ხალხებში მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას (შესაძლოა, გააჩაღებს მსოფლიო ომს) და (როდესაც მსოფლიო უკიდურესობამდე გადაიღლება სისხლისღვრით და მისგან გამოწვეული მატერიალური სიდუხჭირისაგან) წამოაყენებს კაცობრიობის აღორძინების ყველაზე პერსპექტიულ გეგმას, მისი მომხრეები ანტიქრისტეს მთელ მსოფლიოში გაუწევენ რეკლამას და მსოფლიო ხალხების უმრავლესობაში დანერგავენ ამაღლებულ შეხედულებას მისი, როგორც გენიალური პიროვნების შესახებ. ისიც, ამ პერიოდში არანაირ ძალადობას არ მიმართავს და შეეცდება, ადამიანთა ნდობა და კეთილგანწყობა მოტყუებით მოიპოვოს. მოვა მდაბალი, მშვიდი, სიცრუის მოძულე, კეთილი, გლახაკთმოყვარე, კეთილსახიერი, ყოველ საქმეში მტკიცე და თანმიმდევრული, ყველასადმი მოწყალე, ალერსიანი, იგი არავისგან არ მიიღებს ძღვენს, ილაპარაკებს მშვიდად, რისხვის გარეშე, არავის არ აჩვენებს პირქუშ სახეს და გარეგნულად კეთილმსახური შეუდგება მთელი ქვეყნის ცდუნებას იქამდე, სანამ მთლიანად არ გაბატონდება მასზე. კაცობრიობა წარმოიდგენს, რომ ანტიქრისტე მშვიდი და მორჩილია გულით, სინამდვილეში კი გულით მელაა, ხოლო სულით – მგელი. მისი საკვები ხალხების შეშფოთება და კაცობრიობის ცოდვები იქნება. როგორც იესო ქრისტეს საკვები ზეციერი მამის ნების აღსრულება იყო, ასევე ანტიქრისტეს საზრდო მისი მამის – ეშმაკის ნების აღსრულება იქნება.

ომით დაღლილი კაცობრიობა გადაწყვეტს, აირჩიოს ერთი, რომ მან მართოს მთელი მსოფლიო. გამოცხადდება საყოველთაო არჩევნები, რომელზეც აირჩევენ ანტიქრისტეს. ამ დროს ხმის მიცემა არ შეიძლება.

„ანტიქრისტე კაცობრიობას დაატყვევებს იმავე ხერხით, რა ხერხიც გამოიყენა სატანამ, როცა თვით უფალს გამოსცდიდა (მათე 4: 3). ადამიანთა მატერიალური სულით აღზრდა ანტიქრისტეს განუსაზღვრელ ძალაუფლებას მიანიჭებს, ვინაიდან არსებობის ყველა საშუალება მის ხელში იქნება. თავის სიმდიდრეს ის გულუხვად გასცემს, ოღონდაც თვის მხოლოდ თავის მიმდევრებზე, და ის ადამიანი, ვისაც არ აღმოაჩნდება სულიერი სიმტკიცე და პრინციპულობა, იძულებული გახდება, დაემორჩილოს მას“.

ეფრემ ასური ამბობს: „ანტიქრისტე უბრძანებს მთას, ზღვის ერთი მხრიდან მეორეზე გადავიდეს და მაყურებელ მოეჩვენება, რომ მთა მოდის, სინამდვილეში კი ძირი ოდნავაც არ შეერყევა“; წმ. კირილე იერუსალიმელი: „სიცრუის მამა, ტყუილითა და სიცრუით ისე მოაჩვენებს ადამიანებს, თითქოს აღმდგარ მიცვალებულებს ხედავდნენ, როცა ისინი არ იქნებიან აღმდგარნი; თითქოს ხედავდნენ კოჭლთ მოსიარულეებად, ბრმებს–თვალახელილებად, მაშინ როცა განკურნება არ იქნება“.

მისი ეს სასწაულები იქნება თავისებური ფსიქოლოგიური ძალადობა, რაღაც მასობრივი ჰიპნოზის მსგავსი.

პავლე მოციქული ამბობს, რომ ანტიქრისტე იქადაგებს ქრისტეს მხსნელი რწმენის საწინააღმდეგო ცრუ მოძღვრებას, რითაც გაიტაცებს ბევრ სუსტსა და უღირსს (2 თესალ. 2: 9–12). იგი ისე შეეწყობა ამ სოფლის სულს, რომ მრავალი ქრისტიანი ვერც კი მიხვდება საკუთარი ქრისტიანობის წარწყმედას, ისე სცემს მას თაყვანს. თავისი მოძღვრების დასამტკიცებლად ეშმაკის შეწევნით მოახდენს ტყუილ ნიშნებს და სასწაულებს, რათა მსოფლიო თავისი მამის – ეშმაკის მფლობელობაში მოაქციოს.

ტელევიზორის მეშვეობით ანტიქრისტე თავს წარუდგენს მთელ კაცობრიობას.

ანტიქრისტეს ყველა ცდას – მოძღვრებასა და გენიალური მოაზროვნის დიდებას, ყალბ სასწაულებს და ფარისევლურ მოჩვენებით ცხოვრებას – ერთი მიზანი ექნება: ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება მსოფლიოს ხალხებზე.

მისი ფარისეველობა იქამდე მივა, რომ არათუ მტრობას გამოიჩენს ქრისტიანების მიმართ, არამედ მათ მფარველობასაც კი იკისრებს (გარკვეული დროის განმავლობაში), შეეცდება, გარეგნული წესით ქრისტეს მიბაძოს. იგი აცდუნებს ადამიანებს ყალბი ცდუნებებით, სანამ გამეფდება. როდესაც ადამიანები იხილავენ მის ასეთ სათნოებას და ძალას, მოინდომებენ მის გამეფებას.

თავისი გამეფების შემდეგ ანტიქრისტე იმ დროისათვის აღდგენილ იერუსალიმის ტაძარში დაჯდება და საკუთარ თავს ღმერთად გამოაცხადებს, იგი ღმერთკაცის ცნებას მოხერხებულად შეცვლის კაცღმერთის კულტით და ღვთაებრივ თაყვანისცემას მოითხოვს . . . გამეფდების შემდეგ,, როდესაც იგი თავის ბატონობას განიმტკიცებს, განრისხებული გაანადგურებს სამ მეფეს (სახელმწიფოს) გამოაჩენს თავის ნამდვილ სახეს: ყველას შეავიწროვებს და დაიწყებს სულების წარწყმედას . . . იგი იმოქმედებს როგორც სასტიკი ადამიანი, მცაკრი, მრისხანე, დაუნდობელი, დამღუპველი, უსირცხვილო

ანტიქრისტეს მეფედ კურთხევისას ებრაელების ნაწილი, რომლებიც უფლის მიერ საიდუმლოდ ემზადებიან მის სამხილებლად, მას არ მიიღებენ, მსოფლიოს მასშტაბით ყველას ამცნობენ რომ ეს არის სატანის ძე და მისი ძალაუფლებით მომქმედი მხეცი. ისინი გზას მოუმზადებენ ებრაელთა ორ წინასწარმეტყველს ელიასა და ენუქს, ებრაელთა ეს ნაწილი დაიხოცება დაიხოცებიან ანტიქრისტეს მიერ, მაგრამ სამწელიწად ნახევრის გასვლის შემდეგ აღსდგებიან და მრავალს გაუკვირდება მათი ეს აღდგომა.

ანტიქრისტეს გამეფების შემდეგ დედამიწა გაუდაბურდება, ადამიანები უკეთესი საცხოვრებლის სანახავად დაიწყებენ მასიურ გადასახლებას დედამიწის ერთი ადგილიდან მეორეში. დაიწყება ბუნებრივი კატაკლიზმები დიდი სიცხის გამო (შესაძლოა ოზონის შრის გაქრობის შედეგად) დაშრება ზღვები, მიწაზე გახმება მცენარეები, ხეები, ზღვის მშრალი ორთქლი ყველაფერს გამოაშრობს, ცხოველები, ფრინველები და მწერები დაიღუპებიან. ამ დროს მკვდრეთით აღდგება ძველი აღთქმის ორი წმინდანი – ელია და ენუქი, რომლებიც ანტიქრისტეს სიცრუეში ამხელენ და ადამიანებს უქადაგებენ არ მიიღონ ანტიქრისტეს ბეჭედი და ყოველთვის გამოისახონ პირჯვარი. იტყვიან, რომ ვინც გამოიჩენს მოთმინებას და არ აღიბეჭდება ანტიქრისტეს ბეჭდით, გადარჩება, ღმერთი აუცილებლად მიიღებს მას სამოთხეში, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ მან არ მიიღო ბეჭედი. დაე, გამოისახოს ყველამ პატიოსანი ჯვარი, ყოველ ჟამს გადაიწეროს პირჯვარი, რამეთუ ჯვრის ბეჭედი ათავისუფლებს ადამიანს ჯოჯოხეთური სატანჯველისაგან, ანტიქრისტეს ბეჭედი კი ჯოჯოხეთის სატანჯველში აგდებს. ანტიქრისტე მათ ორივეს საკუთარი ხელით დახოცავს, რომლებიც ანალოგიურად სამწელიწად ნახევრის გასვლის შემდეგ აღსდგებიან მკვდრეთით, ამის შემდეგ იგი ჩამოიხსნის ზნეობრიობის ნიღაბს.

ანტიქრისტეს მეფობისას მხოლოდ ანტიქრისტეს ნიშნის მატარებელს შეეძლება საზრდოს თუ სხვა რამ საჭიროს შეძენა. იგი ზედამხედველებს დააყენებს მისი განკარგულებების შესასრულებლად. (ღირსი ეფრემ ასური).

„ბეჭდით დაბეჭდილთათვის ანტიქრისტეს საკვები მხოლოდ 6 თვის განმავლობაში ეყოფა, შემდგომ კი მათთვისაც დაიწყება დიდი ვაება, სიკვდილს ინატრებენ, მაგრამ სიკვდილი არ მიეცემა მათ!“.

შიშშილი იმდენად გაუსაძლისი იქნება, რომ ბეჭდის მიმღებნი დაიწყებენ გვამების ჭამას, რადგან მათი მოთხოვნილება საჭმლის მიმართ 7–ჯერ მომატებული იქნება, ხოლო ბეჭდის არმიმღებ ქრისტიანებს კი – პირიქით, შემცირებული.

ამ დროს გარეგნულად იარსებებენ ქრისტიანული ტაძრები, მაგრამ არ შეიძლება იქ სიარული, რადგან იქ აღარ აღესრულება იქსო ქრისტეს უსისხლო მსხვრპლშეწირვა . . . და შიგ მადლი აღარ იქნება, ამ უსჯულოებისათვის მიწა შეწყვეტს შობას, გვალვისაგან ყველაფერი დასკდება და იმგვარი ნახეთქები გაჩნდება, რომ ადამიანი შეიძლება ჩავარდეს კიდეც . . . წყალიც განხმება, მდინარეები და ტბები დაშრება. ეს უბედურება გაგრძელდება სამ–წელიწად ნახევარი, მაგრამ თავის რჩეულთა გამო უფალი შეამოკლებს ამ დღეებს.

გამრავლდება ეგვიფტური სასჯელები და ხორცშესხმულ დემონთა ლეგიონების თარეში და ძალადობა ადამიანთა შვილებზე და ეს გაგრძელდება უფლის იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, რომელიც გაანადგურებს მას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი ფილმია, დოკუმენყური და მგონი აქ არის ამის ადგილი.

თუ მოთმინება გეყოფათ და ყურადღებით უყურებთ, რაღაც დამაფიქრებელი არის.

http://www.youtube.com/watch?v=LZp8JN5rPlk&feature=related

ფილმის შესავალში არის სიტყვები ასეთი:

მათ გაუჭირდებათ სიმართლის აღთქმა, ვინც ავტორიტეტებისგან ღებულობს ჭეშმარიტებას და არა ჭეშმარიტების ავტორიტეტს

ფილმიც მათთვისაა ვისთვისაც ეგ ბოლო უფრო მნიშვნელოვანია.

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...