georgekh13 Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 georgekh13 არც ვაპირებ მაგის დამტკიცებას. ასეთი ფაქტების რაოდენობაა მკვეთრად შემცირებული მეთქი იმას ვამბობ. ბოდიში რომ ამნეზია არ დამემართა და მახსოვს 8-9 წლის წინანდელი და უფრო ადრინდელი შემთხვევები თუ როგორ "ხტებოდნენ" ეჭვმიტანილები შსს-ს შენობიდან. და ასეთი შემთხვევბი კიდევ გაცილებით უფრო მეტი იყო, უბრალოდ ვერაფერს ვერ იგებდით.ამასთან, მისივე ინფორმაციით, შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდა თბილისის მერის ახლო ნათესავი, ვინმე გოდერძიშვილი, რომელსაც სასამართლოს მიერ მისჯილი 11 წლიდან მხოლოდ 7 თვე ჰქონდა მოხდილი. ეს ამბავი ახლა მომხდარა, სატურნ... პს. კი ვიგებდით სატურნ... შენ თუ მეფის რუსეთს შეადარებ საქართველოს დღევანდელობას, უფრო უკეთესად გამოჩნდეს შეიძლება ნაციკობა... თუმცა მეეჭვება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 (edited) Saturn ვერც ეხლა "გავიგებდით" რომ არ გახმაურებულიყო ეს კონკრეტული შემთხვევებიგირგვლიანის მკვლ;ელობა მაშინ "სვანურ გარჩევას" მიაწერეს, რა გააკეთა მიქაძემ დონაძესტან ერთად ბუტა რომ მოკლა პატრულმა მთელმა ქვეყანამ ნახა, შავაძის მკვლელობაც მისმა ახლობლებმა გამოიტანეს საქვეყნოზე რამდენი არ ვიცით?სწორედ მაგას ვამტკიცებ მე...და არ უნდა ეგ გაიგოს სატურნმა...რა გარანტიაა, რომ დონაძე სულ მასე არ აკეთებდა რეიტინგის ასაწევად და ფულის საკეთებლად?რა გარანტიაა, რომ ვინც მანქანაში ჩაცხრილეს და მერე კრიმინალად გამოაცხადეს, სინამდვილეში პატიოსანი ადამიანი არ იყო... რა გარანტიაა, რომ შავაძე მართლა მოღალატე იყო? თუნდაც მოღალატე იყო, ადამიანი ასე უნდა აწამო? გაქცევის დროს, უამრავი ტყვია მოახვედრეს წინიდანო... თუ ადამიანი გარბოდა, როგორ გარბოდა, უკან-უკან? თან როგორც მახსოვს, მთელ სხეულში დამტვრეული იყოო და ექსპერტი ამბობდა, გამორიცხულია ფეხზე ამდგარიყო, გაქცევაზე ლაპარაკი ზედმეტიაო... ჩვენ კი, ედიკას დროს ვადარებთ და გვიხარია/უხარია რომ ცოტათი (ესეც საკითხავია) ჯობია იმ დროს? რით ჯობია? შუშის ახალი შენობები რომ გახსნეს პოლიციის? და პოლიციას რომ პატრული დაარქვეს და ახალი მანქანები მისცეს? Edited April 28, 2011 by georgekh13 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 Saturnრით არის ეხლანდელი ხელისუფლება იმ ძველ გახრწნილ ხელისუფლებაზე უკეტესი თუ ეს "გამონაკლისები" არსებობს სტატისტიკით იცით რა მახსენდება სატურნ ბატონო,სუსურუკუში რომ მუდმივად 1914 წელს ადარებდნენ სტატისტიკას.დიდი მიღწევაა თუ ედიკას ხელისუფლებას აჯობებს ეს. ისე თემას თუ დავუბრუნდებით სტრასბურგის სასამართლომ სწორედ ის დაწერა,რასაც მე არაერთხელ ვამბობდი და მათ შორის თქვენთანაც.ანუ ყველაზე ცუდი გირგვლიანის საქმეში მოხდა მეორე ეტაპზე,როცა მთელი ხელისუფლება პრეზიდენტიდან დაწყებული ჩაერთო ამ დანაშაულის დაფარვაში.იქ პარლამენტიც უნდა იყოს ნახსენები ბურჯანაძის თამადობით,როცა ის მუხლი რითაც შემსრულებლები სამართლებოდნენ,12 წლიდან 6-ზე ჩამოიყვანა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 Saturn იცით რა მახსენდება სატურნ ბატონო,სუსურუკუში რომ მუდმივად 1914 წელს ადარებდნენ სტატისტიკას.დიდი მიღწევაა თუ ედიკას ხელისუფლებას აჯობებს ეს. ისე თემას თუ დავუბრუნდებით სტრასბურგის სასამართლომ სწორედ ის დაწერა,რასაც მე არაერთხელ ვამბობდი და მათ შორის თქვენთანაც.ანუ ყველაზე ცუდი გირგვლიანის საქმეში მოხდა მეორე ეტაპზე,როცა მთელი ხელისუფლება პრეზიდენტიდან დაწყებული ჩაერთო ამ დანაშაულის დაფარვაში.იქ პარლამენტიც უნდა იყოს ნახსენები ბურჯანაძის თამადობით,როცა ის მუხლი რითაც შემსრულებლები სამართლებოდნენ,12 წლიდან 6-ზე ჩამოიყვანა.1913 წელს ადარებდნენ, მე ასე მახსოვს გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები იყო პოლიციის დასამარება... ერთხელ რომ ასეთ რამეს გააკეთებს ვინმე, მერე მისი ნდობა შეუძლებელია... სატურნი მიმტკიცებს, რომ ეს საქმეები გამონაკლისი იყოო... ამას დამტკიცება სჭირდება, დამოუკიდებელი სასამართლოს მხრიდან, როგორიც ევროსასამართლოა, მაგალითად... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 georgekh131913 წელს ადარებდნენ, მე ასე მახსოვს სწორი ბრძანდებით,შემეშალა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 georgekh13ძუკუ1913 წელთან შედარება ვთქვათ 1920 წელს ნორმალური იქნებოდა. 1960 წელს ანაქრონიზმია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 georgekh13ძუკუ1913 წელთან შედარება ვთქვათ 1920 წელს ნორმალური იქნებოდა. 1960 წელს ანაქრონიზმია. მე მოვესწარი სკკპ ისტორიის სწავლებას უნივერსიტეტში (პროფ. ჯანაშია) და იქ იყო მახსოვს... სწორედ ბოლო წლების "წარმატებებს" ადარებდნენ 1913 წლის მეფის რუსეთის შედეგებს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 Saturn1913 წელთან შედარება ვთქვათ 1920 წელს ნორმალური იქნებოდა. 1960 წელს ანაქრონიზმია. მიშას ხელისუფლება ედიკასას რომ არ შევადაროთ,რამდენი წელი უნდა გავიდეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 ძუკუმიშას ხელისუფლება ედიკასას რომ არ შევადაროთ,რამდენი წელი უნდა გავიდეს?შემდეგი ხელისუფლება უნდა შეედაროს უკვე ამჟამინდელ ხელისუფლებას. ფაქტიურად 2013 წლიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 Saturnშემდეგი ხელისუფლება უნდა შეედაროს უკვე ამჟამინდელ ხელისუფლებას. ფაქტიურად 2013 წლიდან. ეგ ძალიან კარგი იქნება,მაგრამ მე დიდი ეჭვი მაქვს,რომ 2013-შიც იგივენი იქნებიან,ჰა ჰა მიშას გარეშე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 29, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2011 13:35 29-04-2011 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, Amnesty International-მა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "ზედმიწევნით და მიუკერძოებლად" გამოიძიოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე. ~ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას მის ვალდებულებას, დაასრულოს საჯარო მოხელეების დაუსჯელობა. Amnesty International-მა რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველომ ვერ შეძლო სამართალდამცავების სამართალში მიცემა," – განაცხადა Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ ჯონ დალჰუისენმა.მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ არსებული ბრალდებების სწრაფი, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება უნდა აწარმოოს და პასუხისმგებელი პირები, მიუხედავად მათი თანამდებობებისა, სამართალში მისცეს. Amnesty International-მა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ყოველგვარი "შეფერხების გარეშე" განახორციელოს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება.~სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 26 აპრილს გაიზიარა ხელისუფლების არგუმენტები, რომ მართალია სანდრო გირგვლიანი შსს–ს თანამშრომლების მიერ იყო მოკლული, მაგრამ დამნაშავეები, დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდნენ, როგორც კერძო პირები და არა როგორც შსს-ს ოფიცრები და არ ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას.თუმცა, სასამართლომ ყველა დონეზე განხორციელებული საგამოძიებო პროცესი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას "აშკარად აკლდა" მიუკერძოებლობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ "ის გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა რამდენიმე ძირითადი მტკიცებულება, რითიც ევროპის ადამიანის უფლებათა ცონვენციის 38–ე მუხლი დაარღვია~, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.ორგანიზაცია აცხადებს, რომ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მართალია ევროპის სასამართლომ სახელმწიფოს მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება პირდაპირ არ დაავალა, თუმცა გადაწყვეტილებამ საკმარისზე მეტი საფუძველი შექმნა იმისათვის, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი მიანიშნეს, რომ საქმის ხელახალი გამოძიება არ დაიწყება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2011 newstudioევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, Amnesty International-მა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "ზედმიწევნით და მიუკერძოებლად" გამოიძიოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე. ხმამაღლა განაცხადეს,არ ვაპირებთო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 29, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2011 ძუკუხმამაღლა განაცხადეს,არ ვაპირებთო.დამთავრდა დემოკრატიის შუქურა... :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted May 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2011 ძუკუ დამთავრდა დემოკრატიის შუქურა... :TAT:რომელი შუქურა?როდის იყო საქართველოში დემოკრატია?გირგვლიანს რომ კლავდნენ, მაშინ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 georgekh13რომელი შუქურა? როდის იყო საქართველოში დემოკრატია? გირგვლიანს რომ კლავდნენ, მაშინ?დასავლეთისთვის იყო ხოლო რუსი ლიბერასთებისტვის დღემდეა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.