Saturn Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 წმინდა მიწის საზოგადოების მთავარი ფუნქცია იზოლაციის უზრუნველყოფა, უწმინდური დასავლეთისგან თავისა და მამულის დაცვაა. ამ კოლექტივის ეროვნული საგანძური – ქალიშვილობის ინსტიტუტია, რომელიც ერს საღვთო სასჯელებს – მიწისძვრებსა და ცუნამებს არიდებს, ამიტომ მას, ქალწულებაში დარჩენილი რაინდები, გრაალივით, დღედაღამ დარაჯობენ. ამ მიწის შვილებს აქვთ ერთი, ყველასგან გამორჩეული გენეტიკური კოდი – სიყვარულისა და მართლმადიდებლობის ნიჭი, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს კიდეც იმას, რომ მეორედ მოსვლის წინ მხოლოდ ივერიის ტერიტორიაზე ვერ შემოაბიჯებს ანტიქრისტე. სამეფოს გეოპოლიტიკური მდებარეობა არც აღმოსავლეთშია და არც დასავლეთში, არამედ ერთიანი ევრაზიული სივრცის ცენტრშია მოქცეული. ივერია ევრაზიის რელიგიური საზრისია, მაგრამ მის კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრს, თავისი სიდიდის, სიძლიერისა და ერთმორწმუნეობის გამო, წმინდა რუსეთი წარმოადგენს.ივერიის იდეალური მოქალაქე დედითა და მამით ქართველი და მართლმადიდებელი ჩოხოსანი კაცია. ხოლო ქალი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, დედაკაცი – კრძალვით პირმომცინარი, მანდილით თავდაბურული და იდეალური ჩოხოსნის მორჩილი არსებაა. სამეფოს სკოლებში ბავშვებს ცუდ ნიშნებს არ უწერენ და რჯულს, ადათ-წესებს, ხრიდოლსა და ქართული ნაციონალური ბალეტის ილეთებს ასწავლიან. საფეხბურთო გუნდები მატჩის წინ აქ ცოდვებს ინანიებენ და მარხულობენ, ხოლო ეროვნული ტელევიზიით, ბოლო ჟამის ქრონიკის გარდა, უმანკო საბჭოთა ფილმები და ნანა ჩაჩუას ფსიქოანალიტიკური სეანსებიც გადაიცემა. აქაური პოლიციელები ქურდებს კი არ დასდევენ, არამედ ცოდვილებსა და სექტანტებს თავპირისმტვრევით ამხელენ და ნათლავენ ხოლმე. ციხეები ივერიაში დანგრეულია, მათ მაგივრად კი ტაძრებია აშენებული. ზრდასრული ივერიელები მართვის გამოცდის ნაცვლად სადღეგრძელოების თანმიმდევრობას აბარებენ, ხოლო შეზარხოშებულები ქუჩა-ქუჩა დადიან და ხალხურ სიმღერებს მღერიან. სამეფოს დედაქალაქი უსჯულოთა შემოსევისაგან საიმედოდაა დაცული, რადგან მის გარშემო საღორე მეურნეობებია გაშენებული. აქ ყველა დასაქმებულია, მაგრამ დაუსაქმებლები და სხვებიც, თოჯინებს თლიან და ჭერში აწყობენ. მოქალაქეებს (მეფის გარდა) ვნებები შეკავებული აქვთ, რადგან თითოეული მათგანის ცხოვრებას პატარა მამაოების მეშვეობით დიდი მამა – უწმინდესი და უნეტარესი აკონტროლებს. ივერიაში ყველაფერი ნაკურთხია, მათ შორის სამართლებრივი და სქესობრივი აქტებიც, რომლის დროსაც მხარეები ლოცვას აღავლენენ და გამჩენისგან პატიებას ითხოვენ. ამ მადლიანი მიწის ყოველი გოჯი, ყოველი სულდგმული და მოსახლეობის მთელი ავლადიდება ჯვარდასმულია და საპატრიარქოს განკარგულებაშია გადასული. ამიტომ აქაური მდიდარი ღარიბია და აქაური ღარიბი – მდიდარი. და რაც მთავარია, ივერიის სამეფო ყველაზე იზოლირებული ადგილია დედამიწაზე, რადგან პატრიარქიც და მეფეც, ერიც და ბერიც ყოველცისმარე ერთსა და იმავე წმინდა რიტუალს ასრულებენ: მზის ამოსვლამდე პირს ჩრდილოეთისკენ მიაქცევენ ხოლმე და ასე ღაღადებენ: „ღმერთმა ქნას ჩვენი იზოლაცია იყოს ყოველთვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყოთ იზოლირებული დიდი კედლით, რაც შეიძლება დიდი იზოლაცია გვქონდეს, რაც შეიძლება ძლიერი კედლები იყოს ჩვენს გარშემო აგებული, ეს იზოლაცია დიდ შედეგს მოგვცემს, ღმერთმა სამოთხემდე მიგვიყვანოს ამ იზოლაციით!”. P.S. ჩემი დაწერილი არ გეგონოთ, მე ასე ნათლად ვერ გადმოვცემ აზრებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 ორმხვრივი მარაზმის მაგალითების მეტი რა არის საქართველოში კაცო. მიშას გამოსვლები ხომ გაქვს ნანახი და მონასმენი, ხო და ნაკლები მარაზმია? აი გულზე ხელი დაიდევი და სთქვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 25, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 მიშას გამოსვლები ეგ მიშა რომ აღარ იქნება მიშად, მერე რას იზამთ? მაგრამ ვინმე ხომ იქნება მის ადგილას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 ამიტომ აქაური მდიდარი ღარიბია და აქაური ღარიბი – მდიდარი.ეგრე ხო ჩავიციკლებით კაცო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 ეგ მიშა რომ აღარ იქნება მიშად, მერე რას იზამთ? მაგრამ ვინმე ხომ იქნება მის ადგილას ნუ მიშა არის მოკლეს სიტყვა. ამ ხელისუფლების და ა.შ. რომ არ დავწერო მოკლედ ვწერ "მიშა". თან მარაზმში პროფესიონალიათქო. სხვა არაფერი. ხო, ეხლა გამახსენდა. ეგვიპტეს რევოლუცია დაივიწყა აქ ხალხმა. არა და კარგი მაგალითია იმისა, თუ რა არ შეიძლება და არა არ ვარგა. ფატიურად მუბარაქი მოიცილეს, მაგრამ რეჟიმი დასტოვეს.ეს უნდა დღეს ბევრს საქართველოში, რაც იმაზე მეტი საშისროებაა ვიდრე თვით მიშა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 25, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 მოიცილეს, მაგრამ რეჟიმი დასტოვესეგ newstudio -ს არ უთხრა, ისეთი ოპტიმიზმით ხსნის ხოლმე თემებს მაგ აფრიკულ "რევოლუციებზე" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 ეგ newstudio -ს არ უთხრა, ისეთი ოპტიმიზმით ხსნის ხოლმე თემებს მაგ აფრიკულ "რევოლუციებზე" ამ აფრიკული თუ არაბული რევულუციების წყლის გადმოსხმის ნატვრა იგივეა Yრებზე ბრიტვა გადაისვა. თან ეს უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება ნაღდში ეს ე.წ. რევოლუციები მხედართმთავრათა შეცვლა და არაბულ სამყაროში გავლენის ამერიკანიზაციაა და მეტი არაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 ეს უნდა დღეს ბევრს საქართველოში, რაც იმაზე მეტი საშისროებაა ვიდრე თვით მიშა მიშას ადგილას ჟვანია რომ ყოფილიყო, უარეს დღეში ვიქნებოდით, მაგრამ უაღრესად კმაყოფილები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 მიშას ადგილას ჟვანია რომ ყოფილიყო, უარეს დღეში ვიქნებოდით, მაგრამ უაღრესად კმაყოფილები. ამ მიშაზე ეგაა ერთი, იმას არ ამბობენ ტრაკში ჟიმაობსო, თორემ წარმოიდგინე ეხლა ჟვანიასავით მეტრაკე რომ ყოფილიყო, სხვები რა დღეში იქნებოდნენ)))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 თავდაპირველად იყო მიშა, მიშა იყო სოროსთან და მიშა იყო სოროსებრივი.ყოველივი მის მიერ დაინგრა არც კი დაინგრა და არაფერია დანგრეული მის გარეშე.ევანგელია ჩემეული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 Saturnეგ მიშა რომ აღარ იქნება მიშად, მერე რას იზამთ? მაგრამ ვინმე ხომ იქნება მის ადგილას ვინც მაგ ადგილას იქნება და იგივეს გააგრძელებს,თუნდაც დღევანდელი ოპოზიციონერი (რესპებს არ ვგულისხმობ,რადგან მათი მოსვლა ხელისუფლებაში საქართველოს დიდხანს არ ემუქრება),იმაზეც და მის გუნდზეც იგივეს ვიტყვი. რადგან თითოეული მათგანის ცხოვრებას პატარა მამაოების მეშვეობით დიდი მამა ეს უკვე ორუელიდანაა,თანაც რა უბედურებაა ამ ბოლო დროს ქართულში სიტყვა მამაოს არასწორად ხმარა.მამაო წოდებითი ბრუნვაა და ნხოლოდ მიმართვისას უნდა გამოიყენო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 ძუკუეს უკვე ორუელიდანაა,თანაც რა უბედურებაა ამ ბოლო დროს ქართულში სიტყვა მამაოს არასწორად ხმარა.მამაო წოდებითი ბრუნვაა და ნხოლოდ მიმართვისას უნდა გამოიყენო. ლიბერასტების მხრიდან სასულიერო პირების დამცირების ერთ-ერთი ფორმააა ნუ ოდნავ პწკენენ რა, ხო, კიდევ ილია მეორეს პატრიარქს კი არა პატრიარხს უწოდებენ, ამით ასე ვთქვათ ხაზს უსვამენ მის რუსულ ფესვებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 წმინდა მიწის საზოგადოებისდურდომ ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 (edited) SaturnP.S. ჩემი დაწერილი არ გეგონოთ, მე ასე ნათლად ვერ გადმოვცემ აზრებს შენ მაგ დონემდე რომ ვერ გაქაჩავ იასნია, მაგრამ ვიღაც გამოქლიავებული ლიბერსტის დაწერილი რომააა ესეც ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს (თუ ვცდები დადე წყარო) Edited April 26, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 (edited) http://www.tabula.ge/print-3586.html ისემც თქვენ აგიდგეთ გვერდები, თურმე ბატონმა სატურნმა შეგნებულად არ მიუთითა წყარო ამ იდიტობის, ჟUრნალი ტაბულა, ავტორი, სახალხოდ ცნობილი თავისუფლების ინსტიტუტის დამსახურებული ანტიმართლმადიდებელიბექა მინდიაშვილია, როგორც ჩანს ბატონი სატურნი იაფფასიან დეზინფორმაციაზე გადავიდა და ცდილობს ეს სისულელე არარსებულ პრომართლმადიდებლური ორგანიზაციას შეტენოს ზოგიერთს კი დაუღია პირი და სჯერა ამ იაფფასიანი იდიოტობის სატურნს გასაგებია, თავისი მიზნები და ამოცანები ამოძრავებს მაგრამ სხვებს რა დაგემართათ ვერ გავიგე Edited April 26, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.