pluto Posted April 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2011 ეს როდის მოხდა? და ეს პოლიციელი არ დასაჯეს ჯეერ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted April 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2011 და ეს პოლიციელი არ დასაჯეს ჯეერ? არც დასჯიან.ეგ რომ დასაჯონ სისტემა დაენგრევათ. პირიქით-შეიძლება წაახალისონ კიდეც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2011 "ზუგდიდში პოლიციელებსა და გარე მოვაჭრეებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ამ ხალხს ლუკმაპური სჭირდება და არა მუჯლუგუნები. ძალადობა კი ძალადობას წარმოშობს. სამწუხაროდ, გარე მოვაჭრის ახლო ნათესავმა უბნის ინსპექტორი დაჭრა", -აცხადებს "ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრი, კახა მიქაია, რომელმაც გაზეთ "კვირის პალიტრას" ვნების კვირაში მომხდარი სისხლიანი ინცინდენტის ამსახველი ვიდეოკადრები მიაწოდა. ამ თემაზე ვრცელი სტატია ნახეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 25 აპრილის ნომერში.უფრო კონკრეტულად, რატომ უჭირავს ამ პიროვნებას ხელში დანა და რის გამო დაჭრეს უბნის ინსპექტორი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2011 laci კარგი საარჩევნო ლოზუნგი გამოვიდა:-გინდა ბოლომდე მოგეხაზოს? შემოხაზე 5. ედუარდოს ჩემმა კორუპსელმა მისცა ხმა და ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადა კიდევაც, ერთი თვის შემდეგ კი დედის ის აგინა ედოს, რომ ვკითხე ის არ იყავი თქვა შე კაცო ხმა რომ მიეცი? შემომხედა გაოცებული თვალებით და აბა ვისთვის უნდა მიმეცაო სწორად მოიქეცი თქო ვუთხარი და მხარზე მეგობრულად დავკარი ხელი მას არანაირი კავშირი არ ქონია მოქკავშირთან და არც ღარიბ ღატაკი იყო რომ ეყიდათ, აი ეგრე, გაუსწორდა ძმაო, იცოდა რომ ედო მოიგებდა და მაინც მოიგებს და რახან მოიგებს ჩემი ხმა ფეშქაშადო რააა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted April 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2011 მას არანაირი კავშირი არ ქონია მოქკავშირთან და არც ღარიბ ღატაკი იყო რომ ეყიდათ, აი ეგრე, გაუსწორდა ძმაო, იცოდა რომ ედო მოიგებდა და მაინც მოიგებს და რახან მოიგებს ჩემი ხმა ფეშქაშადო რააა არჩევნების წინ, ნაცების აქტივისტებიც ჩაერთვებიან ხოლმე საუბარში და თან დააყოლებენ: მაინც გააყალბებენ, მაინც ეგენი დარჩებიან და შარში რაღაზე გავეხვეო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gege Posted April 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2011 მაადლობთ რომ გამარკვით და ეხლა უკვე ვიცი რომ გენ ინსპექცია არსებობს. ეხლა ერთი ისიც მითხარით თუ შეიძლება შ.ს.ს როდესაც კადრებს ამზადებს, მოქალაქეებთან ურთიერთობაზე ტრეინინგი ან რამე მსგავსი უტარდებათ? ინსტრუქციები მაინც თუ აქვთ? გუშინ პატრულმა გამაჩერა მანქანით და პოლიციელი , სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო თუ მხედრიონელი ვერ მივხვდი! ეელემენტარული საბუთების მოთხოვნა ადამიანურად ხომ უნდა მოახერხოს არა ადამიანმა? თანაც ასაკითაც არც ისე პატარა ვარ, მაგხელა შეიძლებოდა შვილი მყოლოდა ... "გააჩერეთ მანქანა"-- ეს არის სახელმწიფოს წარმომადგენლის, მოთხოვნა და ყველა ვალდებულია დაემორჩილოს! მაგრამ "გააჩერე მანქანათქო" ეს უკვე სხვა რაღაცაა! "თქო" სადაც შემოდის იქ უკვე მთავრდება სახელმწიფო და ვიღაც ჯეელის პირადი სურვილები იწყება! ნორმალური პოლიციელებიც მინახავს, ყველა პროცედურა (საბუტების შემოწმებას ვგულისხმობ) ზრდილობის ფარგლებში და თავაზიანად რომ ჩაუტარებიათ და ასეთის გამო იმათზეც უარყოფითი აზრი რაოტომ უნდა შეექმნას მოქალაქეს? ძლივს რარაც წინსვლა იყო პოლიციელის იმჯთან დაკავშირებით და ეხლა ყველაფერი წყალში უნდა ჩაიყაროს? ამაზე ფიქრობს ნეტა ვინმე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted May 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2011 A.C.A.B! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2011 gegeშ.ს.ს როდესაც კადრებს ამზადებს, მოქალაქეებთან ურთიერთობაზე ტრეინინგი ან რამე მსგავსი უტარდებათ? ინსტრუქციები მაინც თუ აქვთ? გუშინ პატრულმა გამაჩერა მანქანით და პოლიციელი , სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო თუ მხედრიონელი ვერ მივხვდინორმალური პოლიციელებიც მინახავს, ყველა პროცედურა (საბუტების შემოწმებას ვგულისხმობ) ზრდილობის ფარგლებში და თავაზიანად რომ ჩაუტარებიათ ეტყობა აქვთ, შენი პოსტის მეორე ნაწილიდანაც ეგ გამომდინარეობს. წესიერი ადამიანიც და ნაგავიც ყველგანაა, პოლიციაშიც და შეფიცულებშიც კი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
pluto Posted May 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2011 ნორმალური დაარანორმალური ყველგანაა; ერთი გიჯი ყველა სიოფელს ყავს ეს ხუმრობით:რეალურად კი რდესაც ძალვან სტრუქტურაში მუშაობ,ათმაგიპასუხისმგებლობა გაკისრია..იმის გატვალისწინებით რომ ისეაც სხვას შეილებაეპატიოსდა საზოგადეამ თვაი დახუჭს " პლიციელს არეატიება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted May 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2011 ეს როდის მოხდა? და ეს პოლიციელი არ დასაჯეს ჯეერ?ახლა დღესასწაული იყო, და როგორც კი მოიცდიან, დაკიდებენ ერთი ადგილით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2011 giauridiaისე წესიერი კაცი ჩანხარ. გმადლობ giauridiaთუ დღესაც პაგონებში ხარ,დროებით აღარ მაგრამ როცა დავბრუნდები სამხრეები ისევ ჩამომეკიდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gege Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 Saturn ეტყობა აქვთ, შენი პოსტის მეორე ნაწილიდანაც ეგ გამომდინარეობს. წესიერი ადამიანიც და ნაგავიც ყველგანაა, პოლიციაშიც და შეფიცულებშიც კი ეტყობა აქვთ, შენი პოსტის მეორე ნაწილიდანაც ეგ გამომდინარეობს. წესიერი ადამიანიც და ნაგავიც ყველგანაა, პოლიციაშიც და შეფიცულებშიც კი ეგ მესმის რომ ყველგან არიან თანამდებობისთვის შეუფერებელი პირები, ნებისმიერ სისტემაში, მაგრამ პოლიცია ეს სახელმწიფოს სახეა, რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს მოქალაქეებთან და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. რაც შეეხება შეფიცულებს, მე არანაირად არ მაინტერესებს იქ როგორი ხალხია გაერთიანებული და არს აკეთებენ, მე მათ ფულს არ ვუხდი, ისინი ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან და შესაბამისად არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ არც მათ ჩემს წინაშე და არც მე მათთან. ერთ მშვენიერ დღეს სულ რომ გაქრნენ, მე ამით არაფერი მომაკლდება რასაც პოლიციაზე ვერ ვიტყვი. მე როგორც მოქალაქე დაინეტრესებული ვარ რომ ამ სისტემამ გამართულად იფუნქციონიროს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 gegeმე როგორც მოქალაქე დაინეტრესებული ვარ რომ ამ სისტემამ გამართულად იფუნქციონიროსმეც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 1, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2011 4 ივნისს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მომხდარი ინციდენტის შედეგად სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსანი კოხტა კოდუა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მას ყბისა და თავის ქალის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. მრავლობითი დაზიანებები მას დანაშაულში ეჭვმიტანილმა არასრულწლოვანმა, ნიკა დაგარგულიამ ზუგდიდის პოლიციის უფროსის, რუსლან შამახიას სამუშაო ოთახში მიაყენა. ამის შესახებ სოფელ ურთის საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლემ სასამართლო პროცესზე თავად აღიარა, თუმცა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რამაც პოლიციელის მიმართ ანგარიშწორება გადააწყვეტინა. ნიკა დაგარგულიამ მის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტიც აღიარა და კოდუა კიდევ ხუთ პოლიციელთან ერთად მისი გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა. არასრულწლოვანი ამჟამად ზუგდიდის N4 საპყრობილეშია გადაყვანილი და მას 4–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. რა ხდება ზუგდიდის პოლიციაში და სასურველი ჩვენების მიღების სურვილით რატომ ემუქრებიან დაკავებულებს გაუპატიურებით, ამის გარკვევას დღეს დაგარგულიას ხუთი შვილის დედა ცდილობს. ლალი ბენდელიანი, ბრალდებულის დედა: „შვილის დაკავების შესახებ პოლიციიდან ღამის 11 საათზე შემატყობინეს. ანუ, მას შემდეგ, რაც ნიკა 6 საათის განმავლობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ჰყავდათ გამოკეტილი და სასტიკად აწამებდნენ. იქ მისულებს ნიკა სამხარეო პოლიციაში გადაყვანილი დაგვხვდა. ბავშვის ნახვის უფლება პოლიციამ არ მომცა. ვნახე მხოლოდ სამი დღის შემდეგ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, როცა მას პატიმრობა შეუფარდეს. ვნახე გატანჯული შვილი და კიდევ უფრო დიდი საშინელება მოვისმინე. სასამართლო დარბაზში ნიკა ყვებოდა, თუ როგორ სცემდა მას ზუგდიდის სამმართველოში 6 პოლიციელი. განსაკუთრებული სისასტიკით კი ერთ–ერთი პოლიციელი, კოხტა კოდუა გამოირჩეოდა. რა არ აკადრეს თურმე, აფურთხებდნენ, პანღურს ჰკრავდნენ და რაც ყველაზე ამაზრზენია, ერთს უთქვამს, მიაკარით მაგიდაზე და ვიხმაროთო. ამ სიტყვების გაგონებაზე საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და ხელი მეც ავღმართეო. ვიფიქრე, ალბათ მკლავენ და სულერთია ყველაფერიო. მანამდე ძლიერი დარტყმები მუცლისა და თავის არეში უგრძვნია. გონება დაუკარგავს. პოლიციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისულა. სამედიცინო დახმარების გაწევამდე ექიმებს ხელბორკილების ახსნა მოუთხოვიათ. ხელების გათავისუფლების შემდეგ ნიკას უკანასკნელი ძალ–ღონე მოუკრებია და კოხტა კოდუასათვის მუშტი ყბაში ჩაურტყამს. იგი წაქცეულა და თავი მაგიდის კიდეზე დაურტყამს. იმ სასწრაფოთი, რომელიც ჩემი შვილის დასახმარებლად გამოიძახეს, საავადმყოფოში კომაში მყოფი კოდუა გადაუყვანიათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted July 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2011 ხელების გათავისუფლების შემდეგ ნიკას უკანასკნელი ძალ–ღონე მოუკრებია და კოხტა კოდუასათვის მუშტი ყბაში ჩაურტყამს. იგი წაქცეულა და თავი მაგიდის კიდეზე დაურტყამს. იმ სასწრაფოთი, რომელიც ჩემი შვილის დასახმარებლად გამოიძახეს, საავადმყოფოში კომაში მყოფი კოდუა გადაუყვანიათ. ჯიგარი ყოფილა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.