გიონს Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 პიარი რა არი ტო თუ რამის გაკეთება გინდა ისე შეგეძლო გეთქვა. რამე სპეციალური სტატია თუ შეუძლია ვინმეს დაწეროს მივაწვდი რამდენიმე ბლოგერს ჩემი ბლოგი სმარტფონებზეა მარტო ბოდიში XDმაგრამ ვეცდები სხვებს დავაწერინო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 სააკაშვილის შეცვლას თუ ველოდე დავხოცილვართ აქ შIმშილით და ეგ არის : ))) რას ამბობ ადამიანო, თავი როგორ უნდა გავიტანოთ ამ ურჯულო ქვეყანაში როცა რეგისტრაცია რომ რეგისტრაციაა მაგის გაკეთების საშუალებასაც კი არ გვაძლევენ? არადა თვითონვე ითხოვენ ეს არაადამიანები ამ რეგისტრაციას და ვერც მუშაობას დაიწყებ რეგისტრაციის გარეშე.. არალეგალარ მუშაობით კიდე იმდენ ფულს ვერ გააკეთებ ოჯახი არჩინო.. არვიცი ეხლა პირადად მე მიქმნიან ამ ახალ ახალ პრობლემებს თუ საერთოდ ასე არაადამიანური დამოკიდებულება აქვთ იძულებით გადაადგილებული პირებისადმი, მაგრამ დამპირდნენ თუ არ ითანამშრომლებ ჰაერში დარჩებიო და აგერ ფაქტია 18 თვის მანძილზე წელში გამართვის შესაძლებლობას არ გვაძლევენ.. რეგისტრაციასაც თუ გააპრობლემებდნენ ეგ ნამდვილად არ მეგონა რა.. არჩაკისტანია ეს რუსეთი, უსერიოზულესი ფარჩაკისტანი..რავიცი, შენი საქმისა შენ უკეთ იცი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 http://wp.me/pySj7-gE ინფორმაცია პრესისთვის გაცნობებთ, რომ 27 აპრილს 12 საათზე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს შენობის წინ (მოსკოვი. ოგოროდნაია სლობოდას შესახვევი 2/5 — Москва. Пер. Огородная Слобода, 2/5 ) ვიწყებ უვადო შიმშილობის აქციას, “საქართველოში დაბრუნებაში დახმარების მოთხოვნით”. შეგახსენებთ, რომ 2008-2009 წლებში პროფესიული (ჟურნალისტური) საქმიანობის გამო, საქართველოს სპეციალური სამსახურების არასასურველი “ყურადღების” ცენტრში ავღმოჩნდი. შედეგად ოჯახისა და პირადი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე 2009 წლის 3 სექტემბერს ოჯახთან ერთად ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში გადავედი. 2009 წლის 11 სექტემბერს რუსეთის სპეც-სამსახურების წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაგვიყვანეს, აქტიური ჩარევისა და ზეწოლის შედეგად. რუსეთის ფედერაციაში რამდენჯერმე მომიწია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ფე-ეს-ბე) მხრიდან თამამშრომლობის წინადადების უარყოფა, რის შემდეგაც რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელი გახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკანასკნელი 18 თვის მანძილზე რამდენჯერმე ვცადე ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთის ფედერაციის დატოვება და საქართველოში დაბრუნება, (სადაც ჩემი აზრით ნაკლები საფრთხე ემუქრება ოჯახის წევრებს ვიდრე რუსეთში), თუმცა უშედეგოდ. ამდენად იძულებული ვარ პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართო და ამ გზით შევეცადო ოფიციალური თბილისის ყურადღების მიპყრობას და ოჯახის სამშობლოში დაბრუნებას. რუსეთის ტერიტორიაზე გადარჩენის შანსი ჩვენ არ გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ თემით დაინტერესდებით და მედიამხარდაჭერას აღმოგვიჩენთ. პატივისცემით:ლევან გუდაძე. ტელ: +7 905 579 80 89 +7 926 818 63 61 ........................ ღმერთი სამობით არისო და იქნებ საქართველოში დაბრუნების მესამე მცდელობა გამოდგეს შედეგიანი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 რამე ისმის? ისე მოსკოვში თუ ხართ ვიმე დაგერეკათ შვეიცარიის საელჩოში. ვინმეს ინგლისურად ხომ არ შეუძლია ამ ტექსტის მოკლე შინაარსი სეადგინოს? გავაგზავნოთ შვეიცარიის საელჩოში. ისე შეგვეძლო ხელმოწერების შეგროვება და ხელისუფლებაზეც გაგვეგზავნა ჰა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 ჟურნალისტი საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს26/04/2011 13:13 ქართველი ჟურნალისტი ლევან გუდაძე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს შენობის წინ უვადო შიმშილობის აქციას იწყებს. აქცია 27 აპრილს 12 საათზე დაიწყება. გუდაძე ამ აქციით საქართველოში დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს. „2008-2009 წლებში პროფესიული (ჟურნალისტური) საქმიანობის გამო, საქართველოს სპეციალური სამსახურების არასასურველი “ყურადღების” ცენტრში ავღმოჩნდი. შედეგად ოჯახისა და პირადი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე 2009 წლის 3 სექტემბერს ოჯახთან ერთად ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში გადავედი. 2009 წლის 11 სექტემბერს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა „სამხრეთ ოსეთიდან“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაგვიყვანეს, აქტიური ჩარევისა და ზეწოლის შედეგად. რუსეთის ფედერაციაში რამდენჯერმე მომიწია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ფე-ეს-ბე) მხრიდან თანამშრომლობის წინადადების უარყოფა, რის შემდეგაც რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა“,– განმარტავს ლევან გუდაძე. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მას და მის ოჯახს საქართველოში გაცილებით ნაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე – რუსეთში. საქართველოში დაბრუნებას კი 18 თვეა ცდილობს და ვერ ახერხებს. „იძულებული ვარ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართო და ამ გზით შევეცადო ოფიციალური თბილისის ყურადღების მიპყრობას და ოჯახის სამშობლოში დაბრუნებას“,– აცხადებს ლევან გუდაძე. http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=2532&Itemid=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 რამე ისმის? ისე მოსკოვში თუ ხართ ვიმე დაგერეკათ შვეიცარიის საელჩოში. ვინმეს ინგლისურად ხომ არ შეუძლია ამ ტექსტის მოკლე შინაარსი სეადგინოს? გავაგზავნოთ შვეიცარიის საელჩოში. ისე შეგვეძლო ხელმოწერების შეგროვება და ხელისუფლებაზეც გაგვეგზავნა ჰა?ჯერ ჯერობით არაფერი არ ისმის ან და რა უნდა ისმოდეს. ხვალ 12 საათისთვის განცხადების ტექსტს გადავცემ საელჩოს წარმომადგენლებს (იმედია გამომართმევენ) და აქციაც დაიწყება. ბლოგზე და FB-ზე დავდებ თუ რამე სიახლე იქნება.. ხვალვე მინდა ბიბისის და ეხო მოსკვის გავაგებინო. რამდენიმე ქართულმა საიტმა ანონსი გამოაქვეყნა და არც აქციის მსველობის გაშუქებას იუარებენ ალბათ.. ეგ არის და ეგ.. ვნახოთ რა გაოვა.. იქიდან უშედეგოდ რომ ფეხს არ მოვიცვლი ეგ კი ვიცი და დანარჩენი ან მე გავიტან ჩემსას და ან ჩემი გვამის გატანა მოუწევს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან. მეგობრებმა დაგიჭერენო და მეც გადავწყვიტე პლაკატები არ გამოვიყენო. ხელჩანთაზე მივამაგრებ A4-ის ფორმატზე წარწერას რომ თუ შემთხვევით რომელიმე ჟურნალისტმა მოინდომა ჩემთან გასაუბრება ადვილად ამომიცნოს.. მადლობა ყურადღებისთვის რათქმაუნდა, მაგრამ არც ხელმოწერეის შეგროვება გამოვა საქართვეოში და არც საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება, მაგაზე ფიქრიც არ ღირს. ხალხს თავის თავი გაჭირვებია, ინფორმაციასაც არ ფლობენ და ასი წელი თავს არ შეიწუხებენ თანამოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის გამო.. შვეიცარიელების იმედი მაქვს რა. რამდენიმე დღე შენი თქმისა არ იყოს არ შეიმჩნევენ ალბათ რომ საელჩოსთან ვშიმშილობ, მაგრამ რომ დაინახავენ ტიპი არსად წასვლას არ ვაპირებ შეიძლება მოთხოვონ თბილისს მოქმედება და თბილისმაც უარი ვერ თქვას ჩვენ დაბრუნებაზე. თან თუ დაგვაბრუნეს სავარაუდოდ არ დამიჭერენ, ჯერ რაზე უნდა დამიჭირონ და მერეც სინდისის პატიმარი რა ჯანდაბად ჭირდებათ? პირველ დღეებში ყოველ შემთხვევაში ხელს არ მახლებენ და მეც შანსი მექნება ალბათ ოჯახი რომ გადავმალო და იატაკქვეშეთში წავიდე.. : ))) აბა აწი ჩემი გამოსწორება აღარ იქნების, დაგვიანდა მაი ჰამბავი : ))))) სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 მეგობრებმა დაგიჭერენო და მეც გადავწყვიტე პლაკატები არ გამოვიყენო. ხელჩანთაზე მივამაგრებ A4-ის ფორმატზე წარწერას რომ თუ შემთხვევით რომელიმე ჟურნალისტმა მოინდომა ჩემთან გასაუბრება ადვილად ამომიცნოს.. მერე რა პრობლემაა დაჭერა. გაგიშვებენ ისევ. A4 ჩანთზე ცდამიჯერე ეს სესინებულ პროტესტს ჰგავს. პროტესტი უნდა იყოს პროტესტი. პ.ს. რავი შეიძლება ვაბშე უახლოეს დღეებში გავარტყა კიდევ ერთი ძლიერი რამ ვნახოთ, უბრალოდ ჯერ არ მინდა საუაბრი ამაზე ამოვიდა ყელში ეს მუდო მკვდარი ცხოვრება. ცეცხლი მინდა ცეცხლი................ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 მერე რა პრობლემაა დაჭერა. გაგიშვებენ ისევ. A4 ჩანთზე ცდამიჯერე ეს სესინებულ პროტესტს ჰგავს. პროტესტი უნდა იყოს პროტესტი. პ.ს. რავი შეიძლება ვაბშე უახლოეს დღეებში გავარტყა კიდევ ერთი ძლიერი რამ ვნახოთ, უბრალოდ ჯერ არ მინდა საუაბრი ამაზე ამოვიდა ყელში ეს მუდო მკვდარი ცხოვრება. ცეცხლი მინდა ცეცხლი................ამათ საკუთარი დედები შეაშინონ კაცო, მე რავა უნდა შემაშინონ, აცრილი ვარ მაი ჰამბებზე : ))) უბრალოდ აქციის ჩატარების საშუალებას თუ არ მომცემენ რა აზრი ექნება ამ ყველაფერს თორე გამომიშვებენ მა რა ჯანდაბა იქნება.. მამენტ ისედაც შეიძლება დამიჭირონ რამდენიმე საათით ან დღით, მაგრამ ეგ არაფერი.. მთავარია მე არ მივცემ მიზეზს რომ ხულიგნობა, დაუმორჩილებლობა და ეგეთები ვერ მომაკერონ. ჩემთვის დობრა ვიდგები საელჩოს წინ. აქ რატომ დგახარო ხომ ვერ მეტყვიან ტო? თუ მეტყვიან? : ))) ვნახოთ მოკლედ. "ჩაინიკი" აქციონერი ვარ ჯერ კაცო, მაცალე გამოცდილების მიღება : ))) შენ რას გეგმავ ბაბუ? ჩეხები თავბედს იწყევლიან ალბათ შენი ქვეყანაში შეშვების გამო : ))) აქ ჩამოდი და რუსეთს გაუშროთ სისხლი : ))))) მეტი არა ჩემი მტერი რუსეთს რამე ან ვინმე ადარდებდეს მაგრამ.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 asds ეს რა დღეში ყოფილხარ შენ არ ვიცოდი...კი მაგრამ თუ მიგიღეს მაგათმა რატო არ მოგცეს ლეგალიზაცია (თუ რაც ქვია ,პრაპისკა მგონი) ადრე გქონდა მცდელობა მიგემართა შვეიცარიის საელჩოს დაბრუნების მიზნით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 ამათ საკუთარი დედები შეაშინონ კაცო, მე რავა უნდა შემაშინონ, აცრილი ვარ მაი ჰამბებზე : ))) უბრალოდ აქციის ჩატარების საშუალებას თუ არ მომცემენ რა აზრი ექნება ამ ყველაფერს თორე გამომიშვებენ მა რა ჯანდაბა იქნება.. მამენტ ისედაც შეიძლება დამიჭირონ რამდენიმე საათით ან დღით, მაგრამ ეგ არაფერი.. მთავარია მე არ მივცემ მიზეზს რომ ხულიგნობა, დაუმორჩილებლობა და ეგეთები ვერ მომაკერონ. ჩემთვის დობრა ვიდგები საელჩოს წინ. აქ რატომ დგახარო ხომ ვერ მეტყვიან ტო? თუ მეტყვიან? : ))) ვნახოთ მოკლედ. "ჩაინიკი" აქციონერი ვარ ჯერ კაცო, მაცალე გამოცდილების მიღება : ))) შენ რას გეგმავ ბაბუ? ჩეხები თავბედს იწყევლიან ალბათ შენი ქვეყანაში შეშვების გამო : ))) აქ ჩამოდი და რუსეთს გაუშროთ სისხლი : ))))) მეტი არა ჩემი მტერი რუსეთს რამე ან ვინმე ადარდებდეს მაგრამ....რავი დაბა,ალბათ ოდნავ განსხვავებულად გვესმის.კომუნისტების დროს ატარებდნენ აქციას. იცოდნენ ის რომ მაქსიმუმ რამოდენიმე წუთის ამბე იყო, მაგრამ აკეთებდნენ.უბრალოდ იდგე ისე რომ არავინ ნახოს 2 კვირა, დადგე 10 წუთი და დაგიჭირონ სჯობია.მერე თუ მედაი მოვიდა, აუცილებლად მიაქცევენ ამას ყურადღებას, რომ ჩანტაზე A4 გაქვს მხოლოდ. და რა უნდა დაეტისო იქ ისეტი რომ ვინმე მწაიკითხოს.მაშინ არ გინდა აქცია იქ. მიუტანე ეს მიმართვა და შიმშილობა გამოაცხადე. აუცილებელიკი არ არის იქ იყო. აგერ ლაშა სტრიმინგს გაგიკეთებს აქ პირდაპირ ეთერში შემოდი ხოლმე დღეში ერთხელ.თან ვაგზავნოთ ეს მიმართვები და სტრიმინგი Yუტუბე ფაცეზე, კაცი შეიმშილობსტქო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 asds ეს რა დღეში ყოფილხარ შენ არ ვიცოდი...კი მაგრამ თუ მიგიღეს მაგათმა რატო არ მოგცეს ლეგალიზაცია (თუ რაც ქვია ,პრაპისკა მგონი) ადრე გქონდა მცდელობა მიგემართა შვეიცარიის საელჩოს დაბრუნების მიზნით?როგორ არის იცი, ეხლა ლეგალები ვართ, სადღაც ნახევარი წელი ვიყავით არალეგალები, რადგან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების არაადეკვარუტი დამოკიდებულების გამო (დეტალებში რომ ვთქვა თუ რაში გამოიხატა ეს შორს წავალთ) შეგნებულად ვთქვით უარი თავშესაფარზე რუსეთში და საქართველოში დეპორტაცია მოვითხოვეთ. როგორც არალეგალები უნდა დავედეპორტებინეთ, მაგრამ ამის ნაცვად ლტოლვილის სტატუსი მოგვცეს. იტოგში ისევ ლეგალები გავხდით, მაგრამ რა ჯანდაბა მინდა ამათი ეს ქაღალდი თუ თითონ საემიგრაციოს თანამშრომლებმა არ იციან რას ნიშნავს ლტოლვილის სტატუსი და რა უფლებები აქვს რუსეთს კონსტიტუციის თანახმად ლტოლვილებს რუსეთში? იტოგში ისე აქვთ ქვეყანა მოწყობილი რომ აგერ უკვე 18 თვეა წელში გამართვას ვცდილობთ და ვერ ვახერხებთ, ყველაფერი პრობლემდება, რეგისტრაცია რომ რეგისტრაციაა ეგეც კი, არადა რეგისტრაციის გარეშე ვერ იმუშავებ, ვერ იმუშავებ და ოჯახს ვერ შეინახავ და მოკლედ შენც ხვდები რა ჩიხი გამოდის.. მერეა და სადაც საემიგრაციოს თანამშრომლებმა არ იციან ეს ლტოლვილის სტატუსი რას ნიშნავს იქ იასნია დამსაქმებლებმაც არ იციან და მოკლედ სამსახურში არალეგალად უფრო მოეწყობი ვიდრე ჩვენი საბუთით, არალეგალად კიდე ჩემი ისტორიის გადამკიდე არ მაწყობს, რადგან არ ვიცი ეს არაადამიანები წინ რომ არ დამახვედრებენ ამას და ჩვენს საწინააღმდეგოდ არ შემოაბრუნებენ.. იტოგში რუსეთში ადამიანურად ცხოვრების შესაძლებლობა არ მოგვეცა რა, ასე რომ იქნებოდა სიმართლე გითხრა ცხინვალშივე ვხვდებოდი, მაგრამ ფეესბესთან დაპირისპირება როგორ უნდა მომეხერხებინა იქ? თან როცა ოჯახით ვიყავი? ჰოდა გადმოგვიყავნეს თუ არა რუსეთის ტერიტორიაზე და ვიფიქრე თი არა "ხვოსტი" მოვიცილე თქვა და ეგრევე საქართველოში დაბრუნების მცდელობებს მივმართე. ასე დღემდე ვცდილობ.. იტოგში ამ ქვეყანაში ან ფეესბეზე უნდა იმუშავო ან ადამიანად არავინ ჩაგაგდებს, მე კიდე არც ამათი ფეესბე მადარდებს და არც ამათი ადამიანობა. ერთი იმდენი აქედან გავაღწიოთ როგორმე.. რაზე უნდა ილაპარაკო ადამიანმა, როცა რუსეთში რამდენიმე კვირის გადმოსულები ვიყავით როცა ბავშვი გამიხდა ცუდათ და კაციშვილმა ყურადღება არ მოგვაქცია, კიდევ კარგი ბავშვი გამოჯამრთელდა, მაგრამ სადაც ბავშვის სიცოცხლე ფეხებზე კიდიათ იქ იასნია საერთოდ ადამიანი არ მიაჩნიათ არაფრათ.. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და არ მინდა ამ ქვეყანაში არცერთი წამი გავჩერდეთ.. იმედია ამჯერად მაინც მოვახერხებთ რუსეთის დატოვებას.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 asds ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და მშვიდობით დაბრუნდი სამშობლოში.. ნეტა მერე საქართველოში არ შეგიქმნან პრობლემები,, შენს გვერდით მიგულე ,რითაც შევძლებ დაგეხმარები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 (edited) რავი დაბა,ალბათ ოდნავ განსხვავებულად გვესმის.კომუნისტების დროს ატარებდნენ აქციას. იცოდნენ ის რომ მაქსიმუმ რამოდენიმე წუთის ამბე იყო, მაგრამ აკეთებდნენ.უბრალოდ იდგე ისე რომ არავინ ნახოს 2 კვირა, დადგე 10 წუთი და დაგიჭირონ სჯობია.მერე თუ მედაი მოვიდა, აუცილებლად მიაქცევენ ამას ყურადღებას, რომ ჩანტაზე A4 გაქვს მხოლოდ. და რა უნდა დაეტისო იქ ისეტი რომ ვინმე მწაიკითხოს.მაშინ არ გინდა აქცია იქ. მიუტანე ეს მიმართვა და შიმშილობა გამოაცხადე. აუცილებელიკი არ არის იქ იყო. აგერ ლაშა სტრიმინგს გაგიკეთებს აქ პირდაპირ ეთერში შემოდი ხოლმე დღეში ერთხელ.თან ვაგზავნოთ ეს მიმართვები და სტრიმინგი Yუტუბე ფაცეზე, კაცი შეიმშილობსტქოსაბჭოთა კავშირის დროს ბაბუ პროტესტის ფაქტის დაფიქსირება იყო დისიდენტების ძირითადი ამოცანა, მე კიდე პროტესტით შედეგის მიღწევა მინდა.. მოსკოვი პრაღა არ არის ადამიანო, აქ რომ ეგეთი რამე გააკეთო რაც შენ ჩეხეთში გააკეთე საგიჟეთიდან აღარ გამოგიშვებენ.. ეს ახვრები დღემდე ჩეკისტური მიდგომებით ხელმძღვანელობენ ასეთ საქმეებში, ასე რომ საელჩოსთან მივიდე და იქ ვენების დახსნა დავიწყო არა მგონია რაციონალური ნაბიჯი იყოს.. მივალ ტო კულტურულად, გადავცემ განცხადებას და იქვე საელჩოს წინ მოვნახავ დროებით ნავსაყუდელს.. შვეიცარიელები რუსები ხომ არ არიან? არა მგონია იცოდნენ საელჩოს გარეთ კაცი შიმშილობდეს და ეგ თემა ფეხებზე დაიკიდონ.. რავიცი მე ასე ვფიქრობ თორე შევხედავ 3-5 დღე და თუ არაფერი თქვენი დედაც თქვა მივაძახებ და როგორმე ესტონეთში გადავიყვან ოჯახს. შევეცდები მაინც.. რავიცი მე ასე მესმის.. ევროპაში რომ ვიყო შეიძლება უფრო რადიკალური ვყოფილიყავი, მაგრამ რუსეთში ვარ, ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და ჩემ შვილებს ყველაზე ნაკლებად ფსიხუშკაში გამოკეტილი ან სადმე ციმბირში გადასახლებული ვჭირდები.. რუსეთია ეს ბაბუ რუსეთი. საკონცენტრაციო ბანაკი-გულაგი ანუ. დღემდე.. Edited April 26, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 asds ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და მშვიდობით დაბრუნდი სამშობლოში.. ნეტა მერე საქართველოში არ შეგიქმნან პრობლემები,, შენს გვერდით მიგულე ,რითაც შევძლებ დაგეხმარები...იცოცხლე ძმაო. მადლობა თანადგომისთვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 (edited) რავიცი მე ასე მესმის.. ევროპაში რომ ვიყო შეიძლება უფრო რადიკალური ვყოფილიყავი, მაგრამ რუსეთში ვარ, ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და ჩემ შვილებს ყველაზე ნაკლებად ფსიხუშკაში გამოკეტილი ან სადმე ციმბირში გადასახლებული ვჭირდები.. რუსეთია ეს ბაბუ რუსეთი. საკონცენტრაციო ბანაკი-გულაგი ანუ. დღემდე..ხო რა, შეიძლება მართალი ხარ. ისე ფსიხუშკა ცუდი არაა თუ ყველა გიჯია ირგვლივ და შენ ნორმალური, მეფე იქნები Edited April 26, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.