Jump to content
Planeta.Ge

პლანეტელებო გინდათ ეკსკლუზივი და ეფექტური პიარი?


Recommended Posts

მოგმართავთ ფორუმის ადმინისტრაციას და თანაფორუმელებს.

 

კოლეგებო 27-28 (თარიღი დღეს ხვალ დაზუსტდება) აპრილს მე, საქართველოს მოქალაქე ლევან გუდაძე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს შენობის წინ შიმშილობის აქციას ვიწყებ.

 

აქციის მიზეზი და მიზანი ჩემი ოჯახის წევრებისა და პირადად ჩემი საქართველოში დაბრუნებაა. შვეიცარიის მხარეს, როგორც ოფიციალური თბილისის ინტერესების დამცველს რუსეთის ფედერაციაში, ვთხოვ-მოვთხოვ საკითხით დაინტერესებასა და საქართველოში ჩვენს დაბრუნებას.

 

მოკლედ შევეცდები რომ აქცია "ხმაურიანი" გამოდგეს და შესაბამისად ყველა ქართულ და რუსულ რედაქციას მივაწვდი ინფორმაციას აქციის შესახებ თუმცა ურიგო არ იქნება თუ ფორუმელების ბაზაზე შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი რომელიც ჩემი სახელით ქართველ ჟურნალისტებს ესაუბრება..

 

მოკლედ თემას მომზადება უნდა ცხადია, მაგრამ ვფიქრობ რომ ფორუმი არაფერს წააგებს თუ საჯაროდ დაფიქსირდება როგორც აქტიური/ეფექტური სოციალური მედიის ინსტრუმენტი.

 

თქვენი გადასაწყვეტია მოკლედ.

 

რაც შეეხება უშუალოდ აქციას აქ თუ ვინმეს რამე რჩევა გაქვთ ორგანისაციულ მხარესთან დაკავშირებით ნუ დამზარდებით და მითხარით..

 

ხვალ დილით საქართველოს საელჩოს ჩავაყენებ საქმის კურსში, ქართულ და რუსულ მედიასაც დავუგზავნი ანონსს და უკვე ზეგ (სავარაუდოდ) შვეიცარიის საელჩოს გადავცემ განცხადებას აქციის შინაარსისა და რაობის შესახებ და მკაცრ დიეტაზეც დავჯდები : ))

 

თუ მედიამ გააშუქა ეს ყოველივე ვფიქრობ რომ ოფიციალურ თბილისს გაუჭირდება საქართველოში დაბრუნებაზე უარის თქმა. ყოველ შემთხვევაში თბილისი მხოლოდ მოიგებს ჩვენი საქართველოში დაბრუნებით, რადგან თემის ადეკვატური გაშუქების შემთხვევაში პირველი აზრი რაც ადამიანს მოუვა ის იქნება ალბათ, თუ რაოდენ არაადეკვატური დამოკიდებულება უნდა გამოეჩინა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს და რუსეთის სახელმწიფოს ჩვენდამი, რომ საქართველოში დაბრუნებას ვითხოვთ, ანუ დაბრუნებას იქ საიდანაც გავიქეცით და სადაც შესაძლოა საფრთხე გვემუქრება, რაც რუსეთის სახელმწიფომ აღიარა კიდეც მოგვცა რა ლტოლვილის სტატუსი..

 

მოკლედ ადეკვატური გაშუქების შემთხვევაში რუსეთს მაგრა ეხურება ამ ყველაფრით და კარგი იქნება თუ ერთი ორ რუს ჩინოვნიკს მაინც გამოუსმევ ამით..

 

ვნახოთ..

 

მოკლედ ასე ბატონებო. ვისაც ფეხებზე არ გკიდიათ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ..

 

საჭირო იქნება FB-ზე ინფორმაციის გავრცელება და საჭირო იქნება სხვა ტიპის აქტიურობაც..

 

დღეს საღამოს ან ხვალ დილით, მას შემდეგ რაც საქართველოს საელჩოს ჩავაყენებ საქმის კურსში შესაბამის საინფორმაციო შეტყობინებას დავწერ და დავუგზავნი მედიას, ბლოგზეც დავდებ და FB-თიც დავიწყებ გავრცელებას.

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ არ მოგვარებულა ეს პრობლემა? :(

პიარზე რა გითხრათ და თუ რამე შეგვიძლია

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

მერიას არ უნდა აცნობო განცხადებით?

გადავყვები თან ტო. მაგათი დედაც..

 

ერთი ადამიანი ვიქნები, საელჩოს წინ, შეიძლება A4-ის ფორმატის ფურცელზე ინგლისურად დავწერო მოთხოვნა ან შეიძლება თეთრ ტილოზე და მკერდზე მივიმაგრო. არც გზას გადავკეტავ და არც სავალ ბილიკს, არც მეგაფონით ვიხმაურებ და მოკლედ აქციას რომ ვატარებ მე მეცოდინება, შვეიცარიის საელჩოს და იმ ჟურნალისტებს ვისაც ანონს დავუგზავნი.

 

რაში მჭირდება მოსკოვის მერიის ან ინფორმირება ან მაგ არაადამიენბისგან თანხმობა..

 

რუგზაკში ჩავაწყობ თბილ ტანსაცმელს, კომპს და ეგ არის რა. სანამ რუსეთის საზღვარს არ გადავკვეთავთ აქციას არ შევცყვიტავ.. თუ დამიჭერენ და ერთი ზარის უფლება მექნება და ისე ვიზავ რომ მედიამდე მივიდეს ეს ინფორმაცია.

 

ბოლო ბოლო ოფიციალურ თბილისს მოსწონს ეს თუ არა საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩემი და რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახის წევრების კონსტიტუციური უფლებები უნდა დაიცვას.

 

სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაქვს რომ ხვალ საქართველოს საელჩოში რომ დავრეკავ მეტყვიან უაქციოთ გადაგიყვანთო, მაგრამ ამის შანსი 1%-ც არ არის ალბათ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ არ მოგვარებულა ეს პრობლემა? :(

პიარზე რა გითხრათ და თუ რამე შეგვიძლია

სანამ რუსეთში ვართ ვერც მოგვარდება..

მე ამ ღორებზე არ ვიმუშავებ და ისე კიდე მე კი არა მამაზეციერი ვერ გაარღვევ ამათ ბიუროკრატიულ აპარატს არადა სხვაგვარად ნორმალური ცხოვრების შანსი არ მოგეცემა..

 

რატო უნდა წვალობდეს ჩემი ოჯახი ტო რუსების არაადეკვარუტობის გამო? მერეა და რუსებმა ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გადმოგვიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე, ანუ უკანონოდ და არანაირი უფლება არ აქვთ ჩვენი ნების საწინააღმდეგოთ გაგვაჩერონ საკუთარ ტერიტორიაზე..

 

მთავარია თბილისმა გადაწყვიტოს ჩვენი დაბრუნება და როგორმე დაგვაბრუნებენ. ჩერეზ ბელორუსია ან უკრაინა მაინც.. რუსეთის საზღვარზე ღიად შეიძლება არ გაგვატარონ ფეესბეშნიკებმა..

 

ეს ახვრები ადამიანად არ თვლიან არავის საკუთარი თავის გარდა. არ მეგონა ასეთი დასლევებული ქვეყაა თუ იყო..

 

დახმარებას რაც შეეხება რავიცი აბა მე ასეც ვაკეთებ ამ აქციას და ისეც და თემა თუ გახმაურდა და პლანეტაც იქნება ამ საკითხში დაფიქსირებული შეიძლება ფორუმიც გაპიარდეს.. თუ როგორ ეს თქვენ მოიფიქრეთ..

 

ხვალ დილით საქართველოს საელჩოს ჩავაყენებ საქმის კურსში და მერე ანონსის დაგზავნას ვაპირებ.. რედაქციებს დავუგზავნი და აქაც დავდებ და FB-თი თუ დამეხმარებით ინფორმაციის გავრცელებას უკვე საქმე იქნება.. თუ არა და მარტო დავუგზავნი ყველას ვინც ფრენდებში მყავს.. დავუგზავნი რა, ვოლზე ჩაუგდებ..

 

ხმაური თუ აიწია გამოგვივა დაბრნება ალბათ.. თუ არა და დავიბრიდები იმ საელჩოსთან და მერმე მაინც დავისვენებ : )))))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამენტ ცუდია რომ პლანეტის ბაზაზე არანაირი საინიციატივო ჯგუფი არ შექმნილა..

 

შექმენით 5-10 კაციანი ჯგუფი და ჩემი თემით დაიწყეთ აქტიურობა. მარტო წერა ა მოგბეზრდათ?

 

სამოქალაქო საზოგადოება გვინდაო ყველა უბნობს არადა განძრევას ზუსტად ამ ყველას ზარება : )))

 

პოლიტფორუმზე ამაზე ნაკლები ხალხი შემდის და ობიექტურად ვერ დამეხმარება.. თან ჩემ გამო ამასწინდელი ამბოხებაზე პანიკებით ისედაც "მოხვდა" იქაურობას..

 

იტოგში გურჯისტან სოსაითის გადატვირთვაა საჭირო, ჰოდა ჩამოვიდე ერთი, ისეთს გადავტვირთავ შემდეგი 100 წელი უპრობლემოდ იაროს : )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ჩამოგიტყუონ!!!!!!!! :givi:

ვინ უნდა ჩამომიტყუოს კაცო, ჩემისით მოვდივარ : ))

 

ეგ არის რომ კეთილი ნებისა და ვალდებულებების აღსრუების ფორმატში ოფიციალურმა თბილისმა დაბრუნებაში დახმარება აქამდე არ ინება..

 

ეხლა შიმშილობის აქციითა და შვეიცარიული მხარის ჩარევით შევეცდები დაბრუნებას..

 

შეიძლება რუსებმაც მწარედ გაჭედონ ეს ყველაფერი რომ გახმაურდება, მაგრამ თუ თბილისმა დახმარება გადაწყვიტა მოსკოვი ვეღარაფერს იზავს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევან ოდნავ არასწორად უდგები საკითხს.

 

პირველ რიგში ამ თემის სათაური შეცვალე.

ოდნავ სერიოზული მიდგომა უნდა ამ საკითხს.

კარგი იქნება სურათებეი და მერე შევეცდები გავრცელებას. პრობლემაა ის, რომ არ ვიცი ამ დღეებში სად ვიქნები, ნუ თუ მიმიწვდება ხელი კომპიუტერთან.

 

დაამზადებინე მინიმალურად A3 ფორმატის რუსული და ინგლისური პლაკატაი. რამე მონახე რომ გაშლილად იყოს. მინიმუმ ჩამოკიდება რომ შეიძლებოდეს. უნდა ნთალდა სჩანდეს რას ითხოვ. წარწერაც მოკლე და კონკრეტული, ყოველგვარი ახსნის გარეშე, სადღაც ლოზუნგის საცხით. მაგალითად "ვითხოვ საქართველოში დაბრუნებას!!!"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ უნდა ჩამომიტყუოს კაცო, ჩემისით მოვდივარ : ))

 

ეგ არის რომ კეთილი ნებისა და ვალდებულებების აღსრუების ფორმატში ოფიციალურმა თბილისმა დაბრუნებაში დახმარება აქამდე არ ინება..

 

ეხლა შიმშილობის აქციითა და შვეიცარიული მხარის ჩარევით შევეცდები დაბრუნებას..

 

შეიძლება რუსებმაც მწარედ გაჭედონ ეს ყველაფერი რომ გახმაურდება, მაგრამ თუ თბილისმა დახმარება გადაწყვიტა მოსკოვი ვეღარაფერს იზავს..

ჩემი რჩევა, ასეთი რამ არ გააკეთო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევან ოდნავ არასწორად უდგები საკითხს.

 

პირველ რიგში ამ თემის სათაური შეცვალე.

ოდნავ სერიოზული მიდგომა უნდა ამ საკითხს.

კარგი იქნება სურათებეი და მერე შევეცდები გავრცელებას. პრობლემაა ის, რომ არ ვიცი ამ დღეებში სად ვიქნები, ნუ თუ მიმიწვდება ხელი კომპიუტერთან.

 

დაამზადებინე მინიმალურად A3 ფორმატის რუსული და ინგლისური პლაკატაი. რამე მონახე რომ გაშლილად იყოს. მინიმუმ ჩამოკიდება რომ შეიძლებოდეს. უნდა ნთალდა სჩანდეს რას ითხოვ. წარწერაც მოკლე და კონკრეტული, ყოველგვარი ახსნის გარეშე, სადღაც ლოზუნგის საცხით. მაგალითად "ვითხოვ საქართველოში დაბრუნებას!!!"

ერთ პლაკატზე დავწერ ინგლისურად და რუსულად.

 

 

"ჰელფ ას თუ რეთურნ ჰომ" (დაგვეხმარეთ რომ დავბრუნდეთ სახლში, ანუ) შეიძლება დავწერო ინგლისურად ან რამე ასეთი.

 

ამის გარდა მოკლე განცხადებას დავწერ ინგლისურ ენაზე თუ რას ვითხოვ და რატომ და შვეიცარიის საელჩოს გადავცემ.

 

კიდევ რა აბა?

 

რედაქციებს დავუგზავნი ინფორმაციებს და თუ გამოაქვეყნეს ხო გამოაქვეყნეს თუ არა და რაც იქნება ის იქნება რა..

 

სურათების გადაღება მეც მინდა, მაგრამ არავინ მყავს რომ ეს სურათები გადამიღოს..

 

თუ ვინმე ახლობელი გეგულება მოსკოვში თხოვე იქნებ მაგ ამბავში დამეხმაროს, ანუ სურათების გადაღებაში და შენთვის გადმოგზავნაში. ბლოგზეც დავდებდი იასნია..

 

მირჩიე კიდევ რამე. გამოცდილება გაქვს ამ მხრივ და საყურადღებოა შენი აზრი..

 

ჩემი რჩევა, ასეთი რამ არ გააკეთო.

აბა ოჯახის უუფლებო მდგომაეობაში არსებობას შევეგუო? შანსი არ არის..

 

სხვა ვარიანტი გარდა ამ აქციისა რომ მქონოდა ამაზე არც დავფიქრდებოდი, მაგრამ...

 

აქცია ყველა ვარიანტში იქნება, მთავარია შედეგი იყოს საჭირო და რუსეთიდან დავახვიოთ..

 

რუსოფობი გავხდე ლამის ამ ნაგიჟრების გადამკიდე და მინდა მე ეხლა ეგ? : )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ პლაკატზე დავწერ ინგლისურად და რუსულად.

 

 

"ჰელფ ას თუ რეთურნ ჰომ" (დაგვეხმარეთ რომ დავბრუნდეთ სახლში, ანუ) შეიძლება დავწერო ინგლისურად ან რამე ასეთი.

 

ამის გარდა მოკლე განცხადებას დავწერ ინგლისურ ენაზე თუ რას ვითხოვ და რატომ და შვეიცარიის საელჩოს გადავცემ.

 

კიდევ რა აბა?

 

რედაქციებს დავუგზავნი ინფორმაციებს და თუ გამოაქვეყნეს ხო გამოაქვეყნეს თუ არა და რაც იქნება ის იქნება რა..

 

სურათების გადაღება მეც მინდა, მაგრამ არავინ მყავს რომ ეს სურათები გადამიღოს..

 

თუ ვინმე ახლობელი გეგულება მოსკოვში თხოვე იქნებ მაგ ამბავში დამეხმაროს, ანუ სურათების გადაღებაში და შენთვის გადმოგზავნაში. ბლოგზეც დავდებდი იასნია..

 

მირჩიე კიდევ რამე. გამოცდილება გაქვს ამ მხრივ და საყურადღებოა შენი აზრი..

 

 

აბა ოჯახის უუფლებო მდგომაეობაში არსებობას შევეგუო? შანსი არ არის..

 

სხვა ვარიანტი გარდა ამ აქციისა რომ მქონოდა ამაზე არც დავფიქრდებოდი, მაგრამ...

 

აქცია ყველა ვარიანტში იქნება, მთავარია შედეგი იყოს საჭირო და რუსეთიდან დავახვიოთ..

 

რუსოფობი გავხდე ლამის ამ ნაგიჟრების გადამკიდე და მინდა მე ეხლა ეგ? : )))

მსგავსი მოქმედებით მხოლდ 2 შედეგის მიღწევა შეიძლება.

1. გარანტირებული ციხის

2. რუსეთში ახალი მტრების გაჩენის.

ასე, რომ ხელისუფლების შეცვლამდე ნუ გადადგავ ამ ნაბიჯს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ერთ პლაკატზე დავწერ ინგლისურად და რუსულად."

 

ხო რა, რუსულად აუცილებელია. რუსეთში ხარ.

 

მოკლედ გეგმა გააკეთე.

პირველ რიგში ეს მომზადებეული ტექსტი რას ითხოვ საელჩოსთვია გადასაცემი.

უნდა დაიწყო იმით რომ საელჩოს ადმინისტრაციას მიმართე, ოფიციალური ტექსტი მაქვსთქო გადასაცემი. ამით დაიწყე.

კარგი იქნება თუ დილას სანამ დაიწყებდე დარეკე რომელიმე ან რამოდენიმე რედაქციაში. აუხსენი რას აპირებ და სთხოვე, ხომ არ დაესწრებიან საელჩოსთვის მოთხოვნის გადაცემის პროცეს.

ეს მომენტი აუცილებელია. საელჩომ უარი სთქვას მოთხოვნის მიღებაზე არამგონია.

დრო გჭირდება. ასე რომ სანამ დილას გადრეკავ რედაქციებში და მანდ ვინმე მოვა (თუ მოვიდა) დრო უნდა. ასე რომ 12 საათზე დაიწყე, მაგრამ გაიგე ამ დროს შეშვენება არ ჰქონდეს საელჩოს, მაშინ შესვენების შემდეგ.

 

ეხლა, მიჭედება არ გინდა და :) შიმშილობის აქციას ირჩევ. ასე რომ უნდა იყოს განაცხადში აღნიშნული რომ, ეს აქცია არის შიმშილობის. იმართება ყოველ დღე 10:00 19:00

ღამე დარჩენას აზრი არ აქვს და არც გაგაჩერებენ რუსები.

შიმშილობს წყალი უნდა ოხრად. ასე რომ თან წაიღე. მინიმუმ 4 ლიტრა წყალი გინდა ამ პერიოდისთვის.

საღამოს ერთი ჭიქა ოდნა ტკბილი ღვინო გლიჯე, ნუ ოდნავ არასწორია ვითომ, მაგრამ წნევა რომ არ დაგივარდეს, აუცილებელია. ღვინო საღამოს, დილას არა, თორემ ალკოგოლიზმს დაგაბრალებენ. პირველი 4 დღე, მერე არც მოგშივდება.

 

მოკლედ ყველაფერი იქნება დამოიდებული მედიალურ ინტერესზე.

თუ ერთი კვირა მინც გაძელი, მაშინ იმედია რომ ვინმე შენისნავს ამ ამბეს, ისე კი ამსარიკის დედაც, ყველგან უსამარტლობაა. მე ხელი რო მივიჭედე, ამან გაიტანა მედიაში, შიმშილობით მერე 18 დღე ვიშიმშილე, მაგრამ ნოლ ეფექტი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

რუგზაკში ჩაგიდებ 2-3 ლიტრა წყალს და ერთი ორი დღე მეყოფა.. ღამეც იქ ვიქნები, რადგან ოჯახით მოსკოვის ობლასტში ვარ და მოსკოვიდან ობლასტამდე და უკან წასასვლელი ყოველდღიური 500-700 მანეთი არ მაქვს..

 

საავადმყოფოს მერე ფაქტიურად ნოლზე ვზივარ და ბოლო კაპიკებით ვაკეთებ ამ აქციას..

 

ჟურნალისტებს ხვალ დავუგზავნი ანონსს და იმედია დაინტერესდებიან დაგააშუქებენ თემას.

 

ქართულ რედაქციებს ხო დავუგზავნი და მინდა ბიბისის გავაგებინო როგორმე. ინეტით ვნახავ მაგათ კოორდინატებს. ამასწინ აწიეს სკანდალი რუსეთის ფემეესთან დაკავშირებით და კაკრაზ თემის ერთგვარი გაგრძელება გამოუვათ.. ეხო მოსკვისაც შევეცდები გავაგებინო..

 

მოკლედ ხო იცი რაც გიწერია ადამიანს ის გიწერია რა. თუ მიწერია რომ აქციით შედეგს მივაღწევ ესეიგი მივაღწევ და ზედმეტი დაგრუზვაც არ არის საჭირო..

 

მადლობა რჩევებისთვის, გავითვალისწინებ შეძლებისდაგვარად..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსგავსი მოქმედებით მხოლდ 2 შედეგის მიღწევა შეიძლება.

1. გარანტირებული ციხის

2. რუსეთში ახალი მტრების გაჩენის.

ასე, რომ ხელისუფლების შეცვლამდე ნუ გადადგავ ამ ნაბიჯს.

სააკაშვილის შეცვლას თუ ველოდე დავხოცილვართ აქ შIმშილით და ეგ არის : )))

 

რას ამბობ ადამიანო, თავი როგორ უნდა გავიტანოთ ამ ურჯულო ქვეყანაში როცა რეგისტრაცია რომ რეგისტრაციაა მაგის გაკეთების საშუალებასაც კი არ გვაძლევენ? არადა თვითონვე ითხოვენ ეს არაადამიანები ამ რეგისტრაციას და ვერც მუშაობას დაიწყებ რეგისტრაციის გარეშე.. არალეგალარ მუშაობით კიდე იმდენ ფულს ვერ გააკეთებ ოჯახი არჩინო..

 

არვიცი ეხლა პირადად მე მიქმნიან ამ ახალ ახალ პრობლემებს თუ საერთოდ ასე არაადამიანური დამოკიდებულება აქვთ იძულებით გადაადგილებული პირებისადმი, მაგრამ დამპირდნენ თუ არ ითანამშრომლებ ჰაერში დარჩებიო და აგერ ფაქტია 18 თვის მანძილზე წელში გამართვის შესაძლებლობას არ გვაძლევენ.. რეგისტრაციასაც თუ გააპრობლემებდნენ ეგ ნამდვილად არ მეგონა რა.. არჩაკისტანია ეს რუსეთი, უსერიოზულესი ფარჩაკისტანი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...