newstudio Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 სცენარია by Shalva Ramishvili on Sunday, April 24, 2011 at 6:08pm მოქმედება ხდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დისლოცირებული ერთ-ერთი რესტორნის კუპეში. ყველაფერი რომ უხვადაა ისეთ სუფრას „უსხედს“ 5 თბილისელი მამაკაცი. მათი ასაკი 50 დან 65 მდე მერყეობს. მამაკაცებს ჭაღარა და საშუალო კალიბრის კალიბრის ღიპები ამშვენებთ. მონაწილეთა ჩაცმის სტილი, ისევე როგორც მსოფლმხედველობა კონსერვატიულია. ქეიფი უკვე 3 საათია რაც მიმდინარეობს, ამიტომ სუფრის წევრები შეზარხოშებული გახლავან. თამადას ხელში ჭიქა უპყრია და ომახიანად იძახისს ოცდამეერთე სადღეგრძელოს. - ამიტომ ჩემო მეგობრებო მე მინდა ამ სასმისით ჩვენს კაცობას და მეობას გუმარჯოს. ჩვენს კაცურ კაცობას. პიდარასტების დედა მ..ან. არ დავანებებთ ამ ჩვენს ქვეყანას მაგათ. დღეს შეიძლება დროა ისეთი, ათასი სისაძაგლე გაძლიერდა მაგრამ .... ამ დროს იღება კარები და შემოდის ასე 28 წლის კულტურულად დავარცხნილი კოსტუმში გამოწყობილი ახლაგზრდა. თამადა ჩუმდება. მოქეიფენიც ყუჩდებიან. ახლაგაზრდა პიჯაკის ჯიბიდან რაღაც მოწმობას იღბს, დამხვდურთ აჩვენებს და აუღელვებლად ამბობს: - ბატონებო, მე ვარ ვიცე-პოლკოვნიკი გარდაფხაძე, მოდერნიზაციის დამკვიდრების სამინისტროდან. თქვენ ყველანი დაპატიმრებულები ბრძანდებით და ბრალად გედებათ სს კოდექსის 678 ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის მომზადება და განხორციელება. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება, აგრეთვე გაქვთ უფლება იყოლიოთ დამცველი. თანამესუფრენი გაოგნებული უყურებენ გარდაფხაძეს. პირველი თამადა გამოერკვევა: - რაშია საქმე, რა დავაშავეთ? - თქვენ საჯაროდ ეწეოდით მეობისა და კაცობის პროპაგანდას რაც ახალი სს კოდექსის მიხედვით დასჯადია. ეს დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-და 8 წლამდე. წამობრძანდით ბატონებო, დანარჩენს სადაც საჭიროა იქ აგიხსნით. ჭარმაგი მამაკაცები ახმაურდებიან. აპროტესტებენ დაკავებას. ვიცე-პოლკოვნიკი გარდაფხაძე კუპეს კარებს უფრო ფართოდ გააღებს და ახლად დაპატიმრებულები ამჩნევენ, რომ რესტორნის ეზო გადავსებულია შავნიღბიანი სპეც. რაზმელებით. ჭარმაგნი შოშმინდებიან. გარდაფხაძე აგრძელებს: - ძალიან კარგი თუ კიდევ უფრო არ დაამძიმებთ თქვენს ისედაც სავალალო მდგომარეობას. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს. გარეთ მიკროავტობუსი გველოდება და გთხოვთ რომ ახლა ზედმეტი მკვეთრი მოძრაობების გარეშე გავიდეთ და ჩავსხდეთ იმ მიკროვატობუსში. გარდაფხაძე თავით მიუთითებს კარებისაკენ. ელოდება როდის დაიძვრებიან ეჭვმიტანილები. უეცრად ყოფილი თამადა, ზორბა და ჰალსტუხიანი თბილისელი მამაკაცი ვიცე-პოლკოვნიკს უახლოვდება და ასეთ ტექსტს წარმოსთქვავს. ჩემო კარგო, აბა მე რა მეობის და კაცობის მოქადაგე ვარ?! ეს ისე სიტყვის მასლა იყო ბატონო... რა კაცობა... რის კაცობა?ახლაგზრდობისას ჯარში რო ვიყავი კაცთან ვარ ნაცხოვრები. ვიცე-პოლკოვნიკი იბნევა - რა ბრძანეთ? - ხო რა... კაცთან იმასვქენი რა. - თქვენ ჰომოსექსუალი ბრძანდებით? თამადა ოდნავ აიჭრება - არა მთლად პიდარასტი არა ვარ, მარა მაქვს ნამაიმუნარი ერთხელ ... არა ვიტყუები, სამჯერ. გარდაფხაძე ერთხანს დაფიქრდება. შემდეგ გაიღიმებს და ამბობს: - სექსუალური უმცირესობების დაცვა ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია. მიბრძანდით, ბატონო, თავისუფალი ხართ. გახარებული თამადა შურდულივით გავარდება კუპედან. გარდაფხაძე დარჩენილებს უტრიალდება და მკაცრად ეუბნება. - თქვენ კი გთხოვთ ნუღარ აყოვნებთ - ერთი წუთით - დგება მელოტი თბილისელ მამაკაცი - მე ისა ვარ. ამის ჯარის ძმაკაცი... - მერე? - კითხულობს გარდაფხაძე - რა მერე, ბატონო ჩემო - მლიქვნელურად იღიმის მელოტი - მე ვარ ის ვისთანაც ერთად იმაიმუნა - აჰა უმცირესობის მეორე წარმოადგენელი ხართ ხო? რა გაეწყობა, თქვენც მიბრძანდით. თქვენ კაცობის და მეობის პროპაგანდას ნადვილად ვერ მოახდენდით კიდევ ერთი ხნიერი მამაკაცი სტოვებს კუპეს და თბილისური საღამოს სილურჯეში უჩინარდება. გარდაფხაძე დარჩენილი კრიმინლების მიკროავტობუსში წასხმას აპირებს მაგრამ მას მესამე მოქეიფეს მრავლისმეტყველი ღიმილი აჩერებს. ბ-ნო ვიცეპოლკოვნიკო ერთი წუთით რაღაც უნდა გითხრათ - ამბობს მესამე ბიზნესმენი კაცი - მე სამი ძმაკაცი მყავს დასმენილი. ერთ ერთი დახვრიტეს. ხო გახსოვთ მაკულატურის ჩაბარების პუნქტების ამბავი რო გასკდა 82 ში. მე მაშინ „მაკულტრესტში“ ვმუშაობდი მოადგილედ და მე დავაჭერინე ჩემი უფროსი და მისი ორი მოადგილე. თან ტრუსიკის ძმაკაცები იყვნენ ჩემი. გარდაფხაძე ამ კაცს განსაკუთრებულად უღიმის. ლოყაზე ხელს უთათუნებს და ათავისუფლებს. კუპეში ორად-ორი კრიმინალი დარჩა. აქედან ერთ-ერთი სიპმატიური მამაკაცი პირველკლასელი მოსწავლესავით იწევს ხელს. - აბა რა გნებავთ რომ მითხრათ? - ოდნავ დაღლილად ეკითხება მას გარდაფხაძე - მე ბატონო ძალოვანო ვერანაირად ვერ ვიქადაგებდი მეობას და კაცობას ხომ მითუმეტეს. მე გენაცვალე მეგობრის ცოლთან მქონდა ერთი ამბავი - რა ამბავი? - ნუ ის მაბავი რა... ის - ეგ არაფერს არ ნიშნავს მოსდით ხოლმე კაცებს ესეთი შეცდომებიც - რას ბრძანებთ - უკვე ღელავს სიმპატიური - მეგობრის ცოლის გარდა ბიძაშვილი იყო ჩემი ბაბუაჩემის ძმის შვილიშვილი გარდაფხაძე ითვლის რამდენად ახლო ნათესავი გამოდის ახლა ის ქალი ამ სიმპატიურის. ეტყობა გამოთვლები რაღაც კრიტერუმს აკმაყოფილებს და ვიცე-პოლკოვნიკი ხელით ანიშნებს სიმპატიურს წადიო. კუპეში დუმილი წვება მხართეძოზე. მაგიდას მხოლოდ ერთი კაცი უზის თავჩაქინდრული. შეგიმჩნევიათ უეცრად მიტოვებული სუფრია რა საბრალოდ გამოიყურება? ეს გარდაფხაძემაც კი დააფიქსირა. ამიტომ გული მოულბა და ერთად- ერთ ბრალდებულს მიუჯდა. - აბა გენაცვალე, თქვენ რას მეტყვით? გაქვთ რაიმე თვის გასამართლებელი? კაცი თავს ასწევს და გარდაფხაძეს პასუხობს: - რა ვიცი აბა. მთელი ჩემი ცხოვრება კაცურად გავატარე. რაც მიმიქარავს იმაზე ბოდიშიც მომითხოვია და შეცდომის გამომსწორებაც მიცდია. შემიძლია რაღაცეები დავიბრალო მაგრამ არ მიღირს. ალბათ მთავარი ჩემი მიქარვა ამათთან ძმაკაცობა იყო. გარდაფხაძე თანაგრძნობით დაადებს ამ კაცს ხელს მხარზე. - რაგაეწყობა უნდა დაგაპატიმროთ. ასე რომ წამობრძანდით. ოღონდ მაპატიეთ მაგრამ ისეთი რაღაც მითხარით ახლა, რომ ინსტრუქციის თანახმად ცემა-ცემით მოგვიწევს წაყვანა. ასეთი წესი გვაქვს სამინისტროში. მაგრამ ვაჟკაცი კაცი ჩანხართ და არ შეგეშინდებათ ალბათ. კაცი უღიმის გარდაფხაძეს. ორივენი დგებიან და კუპეს კარებთან მიდიან. ერთხანს ჩერდებიან . გარდაფხაძე ღრმად ამოისუნთქავს და პანღურს ჰკრავს კაცს. კუპე ცარიელდება. გარედან სპეცრაზმელების გინება და კონდახების სხეულზე დარტყმის ხმა ისმის. http://www.facebook.com/notes/shalva-ramishvili/სცენარია/219448034738915 პ.ს. გავს რეალობას?! კი თქო მეც მცემთ ხო რო ვთქვა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 პ.ს. გავს რეალობას?! კი თქო მეც მცემთ ხო რო ვთქვა? ამფორუმზე ამდენი პირველად წავიკითხე კარგი იყო +11!!! მართლა ძალლიან მაგარი.მასეაამსე პროსტო რამიშვილისგან ასეთების არ მწამს იმის შემდეგ რაც იმედზე ის უჯიშო გადაცემა მიყავდა. სიმაღტლის დრო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 PEPE.რატომ უჯიშო, შენ აქ უნდა ნახო რა კითხვებს უსმევენ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 საღოლ შალვა, რაც უფრო დრო გადის მამაკაცი, ნორმალური მამაკაცი, მით უფრო მეტად ხდება კონსერვატორი, აქ ერთი ფაქტია მნიშვნელოვანი რაც შალვამაც დააფიქსირ, კიბატონო, ეს მთავვრობა და მისი აპოლოგეტებიც რედისკები არიან მაგრამ აი ის ხალხი, ვინც კაცობაზე თავს დებდა მათი მნიშვნელოვანი ნაწილიც რედისკა იყო, რეალურად გამოდის რომ ამ ხელისუფლების წარმომადგენელ-აპოლოგეტები ღია, პირდაპირი რედისკები არიან და ალბათ ჯობიან კიდევაც ფსევდოა კაცობას ამოფარებულ რედისკებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 პ.ს. გავს რეალობას?! კი თქო მეც მცემთ ხო რო ვთქვა? მე ის გამიკვირდა ის ერთი კაციც რომ ნახა და სულ არ გააპალაჩა ყველა))არადა ეგრე ჩუმად გაუჩალიჩო ვინმეს ფარულით, გგონია სხვანაირად იქნება?ნუ მთლად პიდაროსტობას თუ არ დაიბრალებენ, რაღაცით მაინც გამოზვრენას შეეცდებიან თავის იმის მაგივრად რომ, ბოთლი დააფშვნან იმ ძაღლს თავზე))არა და მე ვლეწებდი ლაბავოის, მით უმეტეს ნასვამი ხო ლიოჩიკი ვარ)))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2011 გაპაპსავიკდა შალვაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 (edited) რედისკები არიანრიძისკა - ნიხაროში ჩელოვეკ არა და მე ვლეწებდი ლაბავოის, მით უმეტეს ნასვამი ხო ლიოჩიკი ვარ)))) მეც, ოღონდ სამხედრო ლიოჩიკი, მხოლოდ რუსებზე და მიშარასტებზე ვიწევ საშუალო კალიბრის კალიბრის ღიპები ამშვენებთ. Edited April 25, 2011 by Morfius Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 ორიგინალურია ეს კაცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 25, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2011 PEPE.პროსტო რამიშვილისგან ასეთების არ მწამს იმის შემდეგ რაც იმედზე ის უჯიშო გადაცემა მიყავდა. სიმაღტლის დრორამიშვილი არც წმინდანია და არც დიდი მორალისტი არც პრეტენზია აქვს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.