newstudio Posted April 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებელი ქართულ სასამართლოებში სასამართლო სისტემას ამძიმებს, _ სტატიას ასეთი სათაურით TrustLaw აქვეყნებს. წერილის ქართულ ვერსიას foreighpress.ge ავრცელებს . სტატიაში ნათქვამია, რომ აპრილის თვის დასაწყისში ორი ებრაელი ბიზნესმენისთვის პატიმრობის მისჯამ მინისტრისთვის ქრთამის შეთავაზების მცდელობის ბრალდებით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სასამართლო სისტემა ყურადღების ცენტრში მოაქცია. იქვე მითითებულია, რომ საქართველოში ბრალდებულებს გამამართლებელი განაჩენის უკიდურესად დაბალი შანსები აქვთ. "თუ კრიმინალური საქმეების 2010 წლის იმ სტატისტიკას გადავხედავთ, რომელიც ამას წინათ უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა, ვნახავთ, რომ ბრალდებულთა მიერ მოგებული საქმეების რაოდენობა სულ 0.04%-ს შეადგენს" –განუცხადა მარიამ გაბედავამ გამოცემას, ლობისტური ჯგუფის Transparency International-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა."2009 წელს ეს მაჩვენებელი 0.1%-ის ტოლი იყო და მაშინ ვამბობდით, რომ ეს კატასტროფული პროცენტია, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა", _ განმარტა გაბედავამ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ წელს გასამართლებული 20 196 პირიდან, რვამ მიიღო გამამართლებელი განაჩენი სისხლის სამართლის სასამართლოებში, ხოლო საქმეების 98.7% ბრალდებულების დამნაშავედ აღიარებით და სასჯელის გამოტანით დასრულდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 giauridia7 წლის წინ მქონდა სამე სასამართლოში. დამითხოვეს სამსახურიდან და სასამართლოს მივმართესასამართლომ აღმადგინა და განაცდურის ანაზღაურებაც დაავალა სამინისტოსღმერთმა არ მოგცეთ ამ სასამართლოსთან საქმე. შენს საქმესთან არსებული ფაქტებიდან გამომდინარე დასკვნა ცოტა არ იყოს არალოგიკური ჩანს, მაგრამ არა უშავს, არ შევიმჩნევთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted April 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2011 Saturnშენს საქმესთან არსებული ფაქტებიდან გამომდინარე დასკვნა ცოტა არ იყოს არალოგიკური ჩანს, მაგრამ არა უშავს, არ შევიმჩნევთ სხვებისაგან განსხვავებით, ჩემს პირად ბედნიერებას საზოგადოებიდან მოწყვეტით არ განვიხილავ, რაც კომპლიმენტარული პრინციპით მცხოვრებ ინდივიდებისათვის არალოგიკურია.საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე და კანონი ერთი და იგივე იყოს.ზნეობის დეფიციტის შემთხვევაში, პოლიტიკურ-სოციალური სისტემის დახვეწა, გაკეთილშობილება შეუძლებელია. ბუნებრივ სამართალთან პოზიტიურ სამართალთან შედარებით შეუძლებელია მოლაპარაკება, შეთანხმება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს სამართალი ყველა ზნეობრივ ადამიანს გულზე აწერია და მისი შესწორება, გადაკეთება გულის გადაფხეკას, ანუ უდიდეს ტკივილს ნიშნავს. იმანუილ კანტი - სამართლის ჭეშმარიტი როლი ის არის, რომ მორალს მისცეს გარანტია იმ სოციუმში, რომელშიც ის ნორმალურად გამოამჟღავნებს თავს, სადაც ინდივიდის თავისუფლების რეალიზაცია მოხდება. ეს არის სამართლის მორალური დასაბუთების კანტისეული იდეა. ცხადია, იმისათვის, რომ სამართალი აღსრულდეს, მას სჭირდება ძალა. სწორედ ეს ძალაა სახელმწიფო, იძულების საწყისის მატარებელი სისტემა. ე.ი. მორალის ამოქმედებამ მოითხოვა სამართალი, სამართალმა - სახელმწიფო, ანუ კანტის სწავლებაში, ესაა გზა ეთიკიდან და სამართლიდან სახელმწიფომდე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 28, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებში მისი კოლეგები სასამართლოსთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობით გაოცებულები არიან. ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა დღეს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ბევრი განაცხადი შედის სახალხო დამცველის აპარატში სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ტუღუშის შეფასებით, სასამართლოსადმი ნდობა ქვეყანაში არ არის მაღალი. ის ფაქტი კი, რომ სახალხო დამცველს ხშირად უწევს სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვა, სხვადასხვა ქვეყნებში მისი კოლეგების გაოცებას იწვევს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 giauridiaსხვებისაგან განსხვავებით, ჩემს პირად ბედნიერებას საზოგადოებიდან მოწყვეტით არ განვიხილავყოჩაღ ერთი მოქალაქე შემოგემატა, რომელმაც სახელმწიფო უწყებას სასამართლოში საქმე მოუგო შსს-მ მოქალაქის წინაშე დანაშაული აღიარა 28/04/2011 11:47 მოქალაქე ეკა მათიაშვილმა შსს-ს სასამართლო პროცესი მოუგო. შსს-მ აიღო ვალდებულება მოსარჩელეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 4 ათასი ლარი გადაუხადოს. მათიაშვილის სასარგებლოდ ამდენივეს გადახდა მოუწევს შსს-ს თანამშრომელ ოთარ გვენეტაძესაც. სარჩელის საფუძველი 2011 წლის 3 იანვარს გამართული ვეტერანთა აქცია გახდა, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, შსს-ს თანამშრომელმა - ოთარ გვენეტაძემ სწორედ ამ დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა აქციის მონაწილე ეკა მათიაშვილს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით მათიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. სარჩელი შეტანილი იყო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე უშუალოდ ოთარ გვენეტაძის წინააღმდეგ. მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდას მოითხოვდა. სასამართლომ გადასწყვეტილება 27 აპრილს გამართულ სხდომაზე გამოიტანა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ოთარ გვენეტაძემ დაადასტურეს ეკა მათიაშვილისადმი მორალური ზიანის მიყენების ფაქტი და მას დავის მორიგების გზით გადაწყვეტა შესთავაზეს. საბოლოოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ოთარ გვენეტაძემ იკისრეს ვალდებულება, ეკა მათიაშვილისადმი მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, სულ 8 000 ლარი გადაიხადონ. წყარო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 მოქალაქე ეკა მათიაშვილმა შსს-ს სასამართლო პროცესი მოუგო. შსს-მ აიღო ვალდებულება მოსარჩელეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 4 ათასი ლარი გადაუხადოს. მათიაშვილის სასარგებლოდ ამდენივეს გადახდა მოუწევს შსს-ს თანამშრომელ ოთარ გვენეტაძესაც.კაი ფული უშოვია მოიტა სად არიან ეგ თანამშრომლები, მეც მცემონ კაცო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 მოიტა სად არიან ეგ თანამშრომლები, მეც მცემონ კაცო თან მაგას ერთი მოარტყეს და შენ მაგრა აცემინე თავი და ერთი 50 000 აახიე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted April 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2011 Saturnკადრში რომ არ მოხვედრილიყო ქალბატონი ეკა, 100 წელი ამათ ვერაფერს დაუმტკიცებდა, გაჩუმების მეთოდები ბევრი აქვთ, შენც კარგად გეცოდინება, ოღონდ არჩევანს რაზე გააჩერებდნენ? DonCaredoკაი ფული უშოვია მოიტა სად არიან ეგ თანამშრომლები, მეც მცემონ კაცო არ ისურვო ბიჭო ეგეთი რამ, თორემ სურვილს შეგისრილებენ და საპროცესოსაც "აგახევენ". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.