Jump to content
Planeta.Ge

ქართულო სასამართლოს შეფასება


Recommended Posts

20-04-2011 თომას ჰამარბერგი: უნდა შეწყდეს მართლმსაჯულების შერჩევითი აღსრულების პრაქტიკა

 

ჰამარბერგმა ისაუბრა საპროცესო შეთანხმების პრინციპზეც. „დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კორუფციის წინააღმდეგ ჩატარებულმა კამპანიამ დადებითი შედეგი გამოიღო, თუმცა დამკვირვებლები კვლავ საუბრობენ უსამართლობაზე და პროკურორებისთვის უზომოდ გაზრდილ უფლებებზე, რომელიც დაცვის მხარეს, ფაქტობრივად, აიძულებს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე პროკურორის პირობები მიიღოს“.

 

 

 

კომისრის თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს წინსვლაც, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება. ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად ჰამარბერგმა ის ფაქტი დაასახელა, რომ სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი საქმეების მხოლოდ 1%-ზე აქვს გამოტანილი, რაც, მისი თქმით, ექსტრემალურად დაბალი მაჩვენებელია.

 

http://journalist.ge/?menuid=2&id=7639&lang=1

 

პ.ს. რავა ყველა ერთ დღეს გამოფხიზლდა, იქ ამერიკაო, აქ ევროპაო... რა ხთეფა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ხთეფა?

შენ ჯერ თქვი იმაზე თუ თანხმდები რაზეც ეს დამკვირვებლები თანხმდებიან? :givi:

დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კორუფციის წინააღმდეგ ჩატარებულმა კამპანიამ დადებითი შედეგი გამოიღო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

 

მარჯვნივ აღიარებაა - მარცხნივ კარგი ბიჭობა.. რომელს აირჩევ?

 

:nekro: :nekro: :nekro: :nekro: :pupuza: :pupuza: :pupuza: :pupuza: :pupuza: :pupuza: :nekro: :nekro: :nekro:

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად ჰამარბერგმა ის ფაქტი დაასახელა, რომ სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი საქმეების მხოლოდ 1%-ზე აქვს გამოტანილი, რაც, მისი თქმით, ექსტრემალურად დაბალი მაჩვენებელია.

აი მაგ ჰამაბეგრგს გადაეცით, რომ ეგ ფაქტი კაკრაზ იმას ნიშნავს, რომ ტყუილად არავის აკავებენ, ბრალს არ სდებენ, ცილს არ წამებენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში აკავებენ და ასამართლებენ, როდესაც მართლა დამნაშავეა. ნუ, 1% შეცდომა ყველას მოსდის :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ქართულო სასამართლოს შეფასება ევროპელი ჩინოვნიკის მიერ

 

 

სანამ ვინმე ფახი გვარისა არ იტყვის,არ მიჯერებთ არა და სატურნას რომ ჰკითხო,მიშა აშენებს ქვეყანას.

 

DonCaredo

 

 

რაზეა ბაზარი,როცა სასამართლო ბიუჯეტის ყველაზე კარგი საშუალებაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სატურნას რომ ჰკითხო,მიშა აშენებს ქვეყანას

ქვეყანას საერთოდ ხალხი აშენებს. თან ყველა ხალხიც ვერ აშენებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამოქალაქო საქმეებში თუკი სახელმწიფო არაა ჩარეული გლეხ კაცსა მოგების შანსი აქვს,

 

 

აი სისხლს რაც შეეხება, კატასტროფააა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კანონში სწერია ასე:

 

მუხლი 17. პაემნის უფლება

1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, მშობელი (მშვილებელი), ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი და მამიდაშვილი, აგრეთვე ის პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.

 

 

ამის მერე იგივე კანონში ვკითხულობთ:

 

მუხლი 123. ბრალდებულის პაემანი 2014 წლის 1 იანვრამდე

ბრალდებული 2014 წლის 1 იანვრამდე სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით, პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე.

 

 

ერთ კონკრეტულ საქმეზე ბრალდებულს არ აძლევენ დედასთან შეხვედრის უფლებას.ბრალდებული უცხოელი მანდილოსანია. ნორჩი ლენინელი პროკურორი, რომელიც 20 წლისაც არ არის მიმტკიცებს რომ კანონით ბრალდებულს პაემნის უფლება არ ქვს. არადა ეს კანონი მიშას მიერ არის ხელმოწერილი 2010 წლის 9 მარტს.

 

 

ჰამარბერგის ყურამდე მიიტანეთ ეს ამბავი რა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ქვეყანას საერთოდ ხალხი აშენებს. თან ყველა ხალხიც ვერ აშენებს.

 

 

ხო,ხალხია დამნაშავე. :)

 

კონსტიტუციას #######ში რომ ისმევენ,მაგაშიც.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nostradamusi

პაემნის უფლება

პაემნის უფლება კანონის მიხედვით ყველა მსჯავრდებულს არ აქვს. მუხლების მიხედვითაა ეგ. უფრო ზუსტად იურისტებს ეცოდინებათ რომელ მუხლებზეა შეზღუდვები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

სანამ ვინმე ფახი გვარისა არ იტყვის,არ მიჯერებთ არა და სატურნას რომ ჰკითხო,მიშა აშენებს ქვეყანას.

მე მეუბნები ამას? :givi:

 

Saturn

დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კორუფციის წინააღმდეგ ჩატარებულმა კამპანიამ დადებითი შედეგი გამოიღო

ქვედა დონეებში კი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული სასამართლოოოოოოოოო? ბევრი ცინიკური გამონათქვამი მსმენია მაგრამ ამ ორმა სიტყვამ ყველაფერს გადააჭარბა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კორუფციის წინააღმდეგ ჩატარებულმა კამპანიამ დადებითი შედეგი გამოიღო, თუმცა

აი ამ "თუმცა"-შია საქმე

აბა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ვარიანტში დადებით შედეგს გამოიღებს თვით კორუფციონერი "მებრძოლების" შემთხვევაშიც კი და ჰამარბერგის ხიბლები არ უნდა ამას :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

7 წლის წინ მქონდა სამე სასამართლოში. დამითხოვეს სამსახურიდან და სასამართლოს მივმართე. სიმართლე გითხრათ იმედი არ მქონდა, რომ სასამართლო ჩემს მხარეს დაიჭერდა და არა სახელმწიფოსი, მითუმეტეს შრომითი დავა მანამდე საქართველოში არავის მოუგია. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი ყოველნაირად მართალი, მაგრამ მოხდა სასწაული, რაღაც გაუგებრი რამ, სასამართლომ აღმადგინა და განაცდურის ანაზღაურებაც დაავალა სამინისტოს. მაგრამ ვინაიდან სახელმწიფო მომექცა არასამართლიანად, სამსახურში აღდგენის შემდეგ პროტესტის ნიშნად, ჩემი სურვილით დავტოვე სახელმწიფო სამსახური, ეხლა მაქვს ჩემი საქმე და თავს ვგრძნობ ნორმალურად. მიუხედავად ამისა А судьи кто? ღმერთმა არ მოგცეთ ამ სასამართლოსთან საქმე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

იურისტებს ეცოდინებათ რომელ მუხლებზეა შეზღუდვები

 

მგლის მუხლზეა ეგ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...