Jump to content
Planeta.Ge

საკონსტიტუციო სასამართლომ


Recommended Posts

საკონსტიტუციო სასამართლომ მანიფესტაციების შესახებ კანონის ზოგიერთი ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო. ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსმასახურმა დღეს გაავრცელა.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია: "2011 წლის 18 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს კონსერვატიული პარტია", საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საქმის გადაწყვეტას შეიძლებოდა გამოეწვია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე დამკვიდრებული პრაქტიკის ცვლილებები, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განიხილა.

საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა: "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის რიგი ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე და 25-ე მუხლებთან მიმართებით, რომლებშიც გარანტირებულია სიტყვის, აზრის გამოხატვისა და გავრცელების თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მან არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას ზოგიერთ დაწესებულებასა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ ასეთი სახის აკრძალვა კონსტიტუციას არ შეესაბამება, ვინაიდან რიგ შემთხვევებში ის შეკრების და მანიფესტაციის გამართვას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ამავე დროს სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ის ხელს უშლის დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას ან, როდესაც შეზღუდვა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით არის განპირობებული.

სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია კანონის ის ნორმა, რომელიც არ აძლევდა მოქალაქეს უფლებას, ყოფილიყო შეკრებისა და მანიფესტაციის ინიციატორი, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირს უფლებას, გაეწია აქციის ორგანიზება და ყოფილიყო პასუხისმგებელი პირი.

სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად ჩათვალა კანონის ნორმები, რომლებიც ტრანსპორტის სავალი ნაწილის თვითნებურ/თვითმიზნურ გადაკეტვას (მათ შორის სხვადასხვა კონსტრუქციებით, საგნებით და ავტომობილებით) კრძალავენ. სასამართლომ ქუჩის გადაკეტვა შესაძლებლად მიიჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შეკრებაში მონაწილეთა რაოდენობით არის გამოწვეული. ასევე კონსტიტუციურად იქნა მიიჩნეული დასახლებულ პუნქტებში ავტომანქანებით ისეთი ჯგუფური მოძრაობის შეზღუდვა, რა დროსაც, გამიზნულად, სრულად ხდება გზის სავალი ნაწილის დაკავება, მისი ბლოკირება.

ამავე დროს, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმა, რომელიც ქუჩის გადაკეტვის ან კანონის სხვა მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შეკრების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითავლისწინებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრებაში მონაწილეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეკრება (მანიფესტაცია) კანონის მოთხოვნათა შესაბამისობაში მოიყვანონ. ხოლო შეკრების შეწყვეტა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია კანონის ნორმა, რომელიც კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის მსვლელობისას კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობისაკენ მოწოდებებს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა "სიტყვისა და გამოხატვის შესახებ" კანონთან ერთობლიობაში უნდა იქნეს წაკითხული, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს, როდესაც მოწოდება მიზნად ისახავს ძალადობრივი ქმედების განხორციელებას და ამასთანავე საფრთხე რეალურია. გარდა ამისა, შეკრება შეიძლება შეწყდეს, როდესაც კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებები მასობრივ ხასიათს ატარებს.

ასევე, კონსტიტუციურია ნორმა, რომელიც კრძალავს სხვადასხვა სახის ნახატებისა და წარწერების შესრულებას ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული შენობების ფასადებისა და მიმდებარე ტერიტორიის სხვადასხვა სახის წარწერებით დამახინჯება, საფრთხეს შეუქმნიდა საზოგადოებრივი წესრიგსა და უსაფრთხოებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავენ მოსამართლის საცხოვრებელი ადგილიდან შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას, რადგან სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა ემსახურება მოსამართლის (სასამართლოს) დამოუკიდებლობის და მოსამართლის პირადი ცხოვრების დაცვის უზრუნველყოფას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე კანონმდებლობით დაკისრებული კონკრეტული ამოცანების, კომპეტენციის, უფლებამოსილების სპეციფიკურობის გამო, კონსტიტუციასთან შესაბამის ნორმად იქნა მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის (მათი ორგანიზების) აკრძალვა".

 

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/166153-sakonstitucio-sasamarthlom-manifestaciebis-shesakheb-kanonis-zogierthi-norma-arakonstituciurad-cno.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკონსტიტუციო სასამართლომ მანიფესტაციების შესახებ კანონის ზოგიერთი ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო

იესწ ბოგ ნა ზემლე :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მნიშვნელოვანი ადგილების გამუქება მაგარი იქნებოდა

რაც არაა, რა გაამუქონ :)

ვითომ რამე გააუქმეს, არადა ყველაფერი იგივე დარჩა. დაჟე უარესი, აი მაგალითად,

მან არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას ზოგიერთ დაწესებულებასა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში.

თითქოს დაუკმაყოფილეს ხო? მარა აგერ მერე:

ამავე დროს სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ის ხელს უშლის დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას ან, როდესაც შეზღუდვა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით არის განპირობებული.

ანუ, კაი, 20 მეტრის რადიუსში კი არა, 100 მეტრშიც თუ იქნებით, ჩავთვლით რომ ხელს უშლი დაწესებულებას გამართულ ფუნქციონირებასი (მაგალითად, კარდუ ვეღარ აკუებს თქვენი შემყურე, რცხვენია :) ), ხოდა დაგშლით :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთი სერიოზული რაც დააკმაყოფილეს,ესაა რომ 20 მეტრი ამოიღეს.ანდა ამის დარღვევისთვის ბევრი ყავთ დაჭერილი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთი სერიოზული რაც დააკმაყოფილეს,ესაა რომ 20 მეტრი ამოიღეს.ანდა ამის დარღვევისთვის ბევრი ყავთ დაჭერილი.

 

ხო რა, თან მიშასთან შეუთანხმებლად ამოუღიათ :givi:

 

დერმოკრატიას თამაშობენ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავის მიერვე მიღებული უაზრობა გააუქმეს ნაწილობრივ და ეს წინსვლაა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...