mtidan Posted April 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2011 მიხეილ სააკაშვილი - თუ დონალდ ტრაპმი საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრას გადაწყვეტს, შეიძლება, გაიმარჯვოს10:44 13.04.2011 [ინტერპრესნიუსი] თუკი დონალდ ტრამპი გადაწყვეტს საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრას, მან შეიძლება გაიმარჯვოს, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა . ინფორმაციას ამის შესახებ კი The New Yorker ავრცელებს. ამერიკული გამოცემის ჟურნალისტი ტიმოთი ფარინგტონი ქართული დელეგაციის ნიუ-იორკში ვიზიტსა და დონალდ ტრამპთან შეხვედრის დეტალებს აღწერს. სტატიის ქართულ ვერსიას "ფორინპრესი" აქვეყნებს. "იმ საღამოს, ქართული დელეგაციის წევრები, ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს სამოდელო სააგენტოში ჩატარებული კონკურსიდან მოვიდნენ, ამ ფაქტის აღსანიშნავად Four Seasons-ში ტრამპის ათიოდე თანამშრომელსა და მეგობარს შეუერთდნენ. თავად ტრამპი ღონისძიებაში აღარ მონაწილეობდა (გაუთვალისწინებელი ოჯახური გარემოებების გამო), თუმცა ურთიერთრევრანსების ის ატმოსფერო, რომელიც პრესკონფერენციაზე სუფევდა ("მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პერსონა", "მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი") მაინც შენარჩუნდა. ბარში, კოკტეილის დროს, სააკაშვილი, რომლის სიმაღლეც ექვსი ფუტი და სამი დუიმია, ახლოს ჩამჯდარი თვალები აქვს და შავი თმა, ყვებოდა, რომ 1990-იანების შუა წლებიდან ტრამპის თაყვანისმცემელია. კოლუმბიის უნივერსიტეტში მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ,ის ნიუ-ორკის ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა, რომელიც ოფისს ტრამპის შენობაში ქირაობდა. "მე მას ლიფტში შევხვდი", - იხსენებდა პრეზიდენტი. - "მან მკითხა, მოგვწონს თუ არა შენობა. მე მას ვუპასუხე, "უკეთესი იქნება თუ ჩვენს სართულზე შხაპს შეაკეთებთ" და ეს დაახლოებით თორმეტ საათში გაკეთდა", _ წერს ტიმოთი ფარინგტონი. The New Yorker წერს, რომ ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ სადილი გაიმართა, რომელსაც თავად ტრამპი არ დასწრებია. "სტუმრებიდან საქართველოში ცოტა თუ იყო ნამყოფი, ხოლო მათი ძალისხმევა ვინც იქ ნამყოფი იყო და მისი ხიბლის აღწერას ცდილობდა საოცრად ჰიბრიდულ სურათს ქმნიდა. მაგალითად ბათუმი: "მონტე კარლოს და ლას ვეგასის ნაზავი". საქართველო: "ყველაფერი საუკეთესო რაც აქვს იტალიას კომბინირებული ყველაფერ საუკეთესოსთან რაც საფრანგეთშია". ქართული სამზარეულო: "სადღაც ინდურ სამზარეულოს გაგონებს, მაგრამ გარკვეული დოზით, ის ხმელთაშუაზღვისპირულია". დაახლოებით 22:00 საათისთვის, პრეზიდენტმა ალტთან ერთად სურათები გადაიღო, და შემდეგ მოკურცხლა. ტრამპის არყოფნა თითქოს არავის სწყენია. მანამდე სააკაშვილმა თქვა, რომ ტრამპს ყოველთვის შეუძლია ემიგრირება: "თუკი ის გადაწყვეტს საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრას, მან შეიძლება გაიმარჯვოს", - ნათქვამია სტატიაში. მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში დონალდ ტრამპს მიმდინარე წლის 11 მარტს შეხვდა. http://www.presage.tv/?m=news&NID=8076 ტრაპმი კი არა, თუ ვანოს უნდა გურამ ჩახვაძემაც შეიძლება გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში-საქართველოში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted April 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2011 mtidan ქართული დელეგაციის წევრები, ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს სამოდელო სააგენტოში ჩატარებული კონკურსიდან მოვიდნენ, ეს ხუმრობაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2011 თუ დონალდ ტრაპმი საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრას გადაწყვეტსდავიწყოთ ვარჯიში ჩვენ ყოველი შემთხვევისთვისდონალდ მოვდივააართ!!!დონალდ დღეს დაგამთავრებთ!!! ამყევით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2011 ამყევითაგყევით კი არა, იქ მიხედე საქმეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 13, 2011 აგყევით კი არა, იქ მიხედე საქმეს ვაჰ სულზე მივუსწარი, არა და საღამომდე მახსოვდა. ვინავატ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.