babuagiorgi Posted April 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2011 (edited) ქონებრივი დეკლარაციიდან გამოდინარე დმიტრი მედვედევი პრემიერ პუტინზე ნაკლებ ხელფას ღებულობს. კრემლის შეფის შარშანედლი შემოსავალი 3,378 მილიონ რუბლს შეადგენდა (117647 დოლარი). პუტინის შემოსავლმა კი 5,04 მილიონ რუბლს მიაღწია (176470 დოლარი).სულ ანგარიშზე რუსეთი პრეზიდენტს აქვს ხუთი მილიონი რუბლი. ერთადერთი ავტომობილი რომელიც მედვედევზეა გაფორმებული, არის ვეტერანი GAZ 20 პობედა 1948 წლის გამოშვება.მედვედევს ასევე ქირად აქვს ნახევარი ჰექტარი მიწა. მეუღლე სვეტლანასთან ერთად ფლობს სასახლეს 367,8 მ2, ავტომობილს VW Golf 1999 წლის გამოშვებას და ორ პარკინგს. მეუღლე სვეტლანას ანგარიში დეკლარაციის მიხედვით ნულს ანახებს. ყველაზე მდიდარი ფუნქციონერი რუსეთის აღმასრუელბელ ხელისუფლებიდან არის, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი იური ტრუტნოვი. რომლის შარშანდელი შემოსავალი შედგენდა 4 117 647 დოლარს. ემჩნევა ეს ტრუტნოვის ავტოფარეხსაც. დეკლარაციით ფლობს MJ Porsche და Maserati–ს. კრემლის ფუნქცინერთა მეუღლეებს შორის, ყველაზე მდიდარია მთავრობის პირველი მოდაგილის იგორ შუვალოვის მეუღლე. დეკლარაციით ფლობს 14 705 882 352 დოლარს. http://www.newsline.ge/?p=19084 Edited April 12, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted April 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2011 საქართველოს პრეზიდენტზე მდიდარი პირველი ლედია საქართველოს პრეზიდენტმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2010 წლის 13 მაისს შეავსო. რომელშიც, რაღა თქმა უნდა, პრეზიდენტის 2009 წლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აისახა. მიხეილ სააკაშვილის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი ოჯახი ოთხი წევრისგან შედგება. ოჯახის წევრები, მის გარდა, მეუღლე – სანდრა რულოვსი და შვილები – ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები არიან. ქონებრივი დეკლარაციის დოკუმენტის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი უძრავ ქონებას არ ფლობს. მისი მეუღლის სანდრა რულოვსის სახელზე კი ირიცხება თბილისში ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის ფართობი 154 კვ.მ–ია. სანდრა რულოვსი არის ასევე ამავე მისამართზე მდებარე მანსარდის მფლობელი, მანსარდის ფართი სახლზე მეტი – 164 კვ.მ–ია. დეკლარაციის თანახმად, პრეზიდენტს არ აქვს უძრავი ქონება, მაგრამ აქვს საბანკო ანგარიში „საქართველოს ბანკში“. „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, მიხეილ სააკაშვილს ერიცხებოდა – 29 021 ლარი და 77 თეთრი; მიმდინარე ანგარიშზე – 34 479 აშშ დოლარი და 4 ცენტი; ასევე მიმდინარე ანგარიშზე – 33 ევრო და 36 ევროცენტი; ფინანსური დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტზე მეტი ფული აქვს ქვეყნის პირველ ლედის. სანდრა რულოვსს საქართველოში ანგარიში „თიბისი ბანკში“ აქვს გახსნილი; ჰოლანდიაში კი – ტერნეუზენის ING BANK–ში. პირველ ლედის ორივე ანგარიშზე ანაბარი აქვს. „თიბისი ბანკში“ – 30 ათასი აშშ დოლარი, ხოლო ტერნეუზენის ING BANK–ში – 60 ათასი ევრო; 2009 წლის განმავლობაში სანდრა რულოვსმა ჰონორარის სახით აიღო 1000 ევრო; მიხეილ სააკაშვილმა კი, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის გამო, წლის განმავლობაში სულ 59 ათასი ლარი მიიღო. http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=2377&Itemid=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted April 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2011 მედვედევს ასევე ქირად აქვს ნახევარი ჰექტარი მიწა. მეუღლე სვეტლანასთან ერთად ფლობს სასახლეს 367,8 მ2, ავტომობილს VW Golf 1999 წლის გამოშვებას ვაა, ჩემზე ბანძი მანქანა ყოლია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.