Jump to content
Planeta.Ge

რვა მკვდარი ერთ დღეში


Recommended Posts

"წინააღმდეგობის მოძრაობის" ინფორმაციით, გლდანის ციხიდან 8 აპრილს 8 პატიმარი გამოასვენეს

14:07 11.04.2011

 

 

[ინტერპრესნიუსი]

 

"წინააღმდეგობის მოძრაობის" ინფორმაციით, 8 აპრილს გლდანის #8 საპყრობილიდან 8 გარდაცვლილი პატიმარი გამოასვენეს.

დღეს სტუდია ”ობიექტივის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ რამდენიმე გარდაცვლილის ვინაობა დაადგინეს, მათ შორისაა თელავის რაიონის სოფელ კონდოლის მკვიდრი ტრისტან მუთალიშვილი.

 

ორგანიზაციის წარმომადგენლის სოსო მანჯავიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო გარდაცვლილთა შეასახებ ინფორმაციას ასაიდუმლოებს. გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლები პატიმრების რელიგიური უფლების შეზღუდვაზე საუბრობენ. მანჯავიძის განცხადებით, მათთვის ცნობილია, რომ მე-7 საპყრობილეში 10 დღეა აკრძალულია სასულიერო პირების შესვლა.

მათივე ცნობით, 16 აპრილს, 12:00 საათზე, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს პატრიარქი ილია მეორე გადაიხდის. ისინი გარდაცვლილ პატიმართა ოჯახის წევრებს მოუწოდებენ, 15 აპრილამდე გარდაცვლილთა გვარები მიაწოდონ, რათა მათი მოხსენიებაც მოხდეს.

 

http://www.presage.tv/?m=news&NID=8002

 

პ.ს. ფრიდრიხა სად არის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"წინააღმდეგობის მოძრაობის" ინფორმაციით, გლდანის ციხიდან 8 აპრილს 8 პატიმარი გამოასვენეს

14:07 11.04.2011

:what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

ძალიან საეჭვოა, რომ ამდენი პატიმარი ავადმყოფობით კვდებოდეს.

ესენი ხომ მასონებთან დაახლოებული ხალხია და შესაძლებელია რაიმე რიტუალსაც ატარებენ და კლავენ პატიმრებს.

სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. რაში სიამოოვნებთ ამდენი ხალხის ხოცვა. :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ძალიან საეჭვოა, რომ ამდენი პატიმარი ავადმყოფობით კვდებოდეს.

ესენი ხომ მასონებთან დაახლოებული ხალხია და შესაძლებელია რაიმე რიტუალსაც ატარებენ და კლავენ პატიმრებს.

სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. რაში სიამოოვნებთ ამდენი ხალხის ხოცვა

 

 

შეჩვევა იცის - რომ დაიწყებ, მერე ვერ ჩერდები :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

8 აპრილს გლდანის #8 საპყრობილიდან 8 გარდაცვლილი

888 რა პონტია ვიტომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

888 რა პონტია ვიტომ?

შენ კიდე ამას ოპოზიციური რვიანი დაამატე..რაღაც მისტიკასთან გვაქვს საქმე.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციური რვიანი

აი მერე იმიტომაა რომ თითონაც თავის თავს ოპოზიციურს უწოდებენ. ოპოზიციური არა კვახი. რომელია ოპოზიციური, რესპები, ალასანია, თუ თარგამაძე, თუ ფორუმი? იქ პადოშებზე და ედეპეზე აღარაფერს ვამბობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

ძალიან საეჭვოა, რომ ამდენი პატიმარი ავადმყოფობით კვდებოდეს.

ესენი ხომ მასონებთან დაახლოებული ხალხია და შესაძლებელია რაიმე რიტუალსაც ატარებენ და კლავენ პატიმრებს.

სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. რაში სიამოოვნებთ ამდენი ხალხის ხოცვა. :what:

შეიძლება ციხის შიდა ბუნტიც იყო, ეს მერე გამჟღავნდება მაინც.

ან მაღაც საქმეზე აწამეს, მაგრამ არა მგონია ასეთი სულელები იყვნენ და ერთ დღეში 8 რფცი მოკლან.

თუა ჯერ ეს ინფორმაცია სწორი, ისიც საკითხავია.

 

888 რა პონტია ვიტომ?

საკრალური ციფრია, 666 მსგავსი, ოღონდ მიშას ნიშანი ქვია 888)))

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანიაკების ხელში ვართ და რაც უდრო დიდხანს გასტანს, მით მეტი გამანიაკდება:(

 

აი მერე იმიტომაა რომ თითონაც თავის თავს ოპოზიციურს უწოდებენ. ოპოზიციური არა კვახი. რომელია ოპოზიციური, რესპები, ალასანია, თუ თარგამაძე, თუ ფორუმი? იქ პადოშებზე და ედეპეზე აღარაფერს ვამბობ

ებრალიძეა , ებრალიძე ოპოზიციონერი. :hitler:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტის მეორე ნახევარში ჩვენც ვიყავით ერთ ასეთ ოჯახში, პანაშვიდზე; ოფიციალურ ინტერვიუზე უარი გვითხრეს - ”ამოგვწყვიტავენ. რად გინდათ ინტერვიუ?! წადით და დადექით მერვე საპყრობილესთან და დაითვალეთ რამდენ მიცვალებულს გამოსვენებენო”.

აშინებენ - ”ძმას დაგიჭერ, შენ დაგიჭერ, შვილს დაგიჭერ...” რამდენიმე ისეთ ოჯახში ვიყავით, რომლებიც ყველაფერს ყიდიან, ოღონდ ქვეყანა დატოვონ. მათ ვინაობას ვერ ვასახელებ. სააკაშვილის რეჟიმმა ამ ქვეყანაში ისეთი გაუსაძლისი და ამაზრზენი ვითარება შექმნა, რომ ხალხს ჩვენდა სამწუხაროდ, ერთი ოცნება აქვს - იმაზე ფიქრობენ, როგორ წავიდნენ აქედან. ამ რეჟიმის მიზანიც სწორედ ეს არის.

თქვენ იცით, რომ მეშვიდე საპყრობილეში მღვდლებს აღარ უშვებენ?!

 

რა მიზეზით ეუბნებიან უარს?

 

- უბრალოდ, არ უშვებენ. ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული. აღარაფრის ხათრი და შიში აღარ აქვთ, ანგარიშს აღარც ეკლესიას უწევენ, აღარც მორალს,ზნეობას; თავიანთ ცოდვებში გაშმაგებულები, გაცხოველებულები არიან და ბოროტებას სჩადიან. ამას მოტივირებულად კი არ აკეთებენ?! ბოროტებას სჩადიან ბოროტებისთვის. ესაა ბოროტების ბოლო სტადია, როცა უკვე ადამიანი ეშმაკის ინსტრუმენტი ხდება. აი, ამ მდგომარეობაშია გადასული სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და შსს. უკვე ეროვნულ პრობლემად იქცნენ ეს გაცოფებული, გაშმაგებული ადამიანები, რომლებიც აი, ასეთ უბედურებებს სჩადიან.

 

სრული ტექსტი: http://www.presage.tv/?m=society&AID=4305

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...