Jump to content
Planeta.Ge

საარჩევნო გარემოს შეცვლა -


Recommended Posts

გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა ჩვენი მიმართვის პროექტი,რომელიც შევეცადეთ მისაღები ყოფილიყო სხვადასხვა პოზიციის ადამიანთათვის. მესმის ,სოციალური ქსელები არაა პარლამენტი ,მაგრამ ისეთი აზრი შეიქმნა, თითქოს არჩევნების თემა ეხება მარტო პარტიებს და არა ყველა ამომრჩეველს.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს გზავნილი აქტუალურია. გთავაზობთ შესაბამის ტექსტს. თუ იქნება ინტერესი , შეიძლება გადაკეთდეს,დაიხვეწოს და ხელმოწერების რაოდენობა გაიზარდოს, თუ არა, გამოვხატავთ ჩვენი ჯგუფის პოზიციას 

იმედი მაქვს შემოუერთდებით განხილვას. კატეგორიულად მოვითხოვთ მოდერებმა იზრუნონ ოფტოპის და ღლიცინის აღკვეთაზე. თუ არ მოგწონთ თემა,გთხოვთ ნუ შეგვაწუხებთ.

 

 

ინტერნეტ ჯგუფი მიმართავს ხელისუფლებას, ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოებას:

მოგიწოდებთ :

1) საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფს (პირველ რიგში ხელისუფლებას) ახსოვდეს რომ ეს არაა პარტიათა შეთანხმების პრობლემა , არამედ ეს საკითხი წყვიტავს საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი ნების გამოვლენის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს.

2) კატეგორიულად მოვითხოვთ გაგრძელდეს მოლაპარაკებები,ხოლო მონაწილეებმა პასუხი გასცენ დაგროვილ კითხვებს.

3) მოლაპარაკებათა ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა უნდა შეფასდეს როგორც შეგნებული საბოტაჟი. ჩვენ მოვითხოვთ დაცული იყოს ამომრჩევლის უფლება და ეს მხოლოდ საერთო შეთანხმებით მიღებული საარჩევნო კოდექსით არის შესაძლებელი.

4) თუ ხელისუფლებას სურს არჩევნების ობიექტურად ჩატარება, უნდა გამოავლინოს ნება. ის წინადადებები რაც რვიანის ჯგუფს წარუდგინეს არის ძალიან მცირე დათმობები საერთო კომპრომისის გზაზე. ქვეყანამ უნდა აირჩიოს დემოკრატიული განვითარების გზა , ხოლო ყველა პარტია თუ სამთავრობო ჯგუფი ამ აზრს უნდა შეეგუოს . წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ პოლიტიკური ასპარეზის დატოვება.

იმედს ვიტოვებთ ჩვენს მიმართვას შეუერთდებიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები. დღეისათვის ესაა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის აზრი, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რაც მეტად ღიად გამოიხატება მხარდაჭერა , მით უფრო დიდი შანსია ეს განხორციელდეს.

განსაკუთრებით მოვუწოდებთ დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერების გონივრულ ნაწილს , მეტი ყურადღებით გაეცნონ ამ მიმართვას და თქვენ თვითონაც მოახდინოთ თქვენი პრინციპების დეკლარირება .

 

 

ინტერნეტ ჯგუფის სახელით :

არჩილ მელიქიშვილი

ლაშა მებონია

შეგიძლიათ წარმოადგინოთ შესწორები ,რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის თუ ორგანიზაციის სახელით გავრცელდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არა აქვს აზრი ასეტ მოწოდებებს არჩილ,ვისაც ესმის ისედაც ესმის,ვისაც ამის არ ჯერა შანსი არ არის ვერ გადააჯერებ.

მარო ჩვენ ფორუმზე ბოლოების მთელი არმიაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

არა აქვს აზრი ასეტ მოწოდებებს არჩილ,ვისაც ესმის ისედაც ესმის,ვისაც ამის არ ჯერა შანსი არ არის ვერ გადააჯერებ.

მარო ჩვენ ფორუმზე ბოლოების მთელი არმიაა.

მე არ მჯერა რომ რვიანი მართლა შეძლებს საარჩევნო გარემოს შეცვლას, მარა დალაიქებით დავალაიქებ. უბრალოდ იქნებ მითხრათ სად დავალაიქო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერს მხარს არ ვუჭერ..პირიქით გეუბნებით,თქვენ ნებით თუ უნებლიეთ თამაშობთ ხელისუფლების თამაშს..თქვენი ადგილი რომ აქამდე მოენახა ამ მთავრობას,თქვენზე მაგარი მიშისტი არ იქნებოდა ქვეყამაზე..მთავარია დაუჩიქეთ რომ გარემოზე დაგელაპარაკონ..მაგრამ ესენი გლიჯავენ,რადგან გიკიდებე..მე პირადად ნაცებს უფრო მეტ პატივს ვცემ,ვიდრე ამ თქვენ "მოთხოვნებს"..არაფერი არ გეშველებათ..

გეუბნებით შეეხვეწეთ,იქნებ შეეცოდოთ და გაგიგონ.. :givi: :givi:

არ მინდა არავის გაწყენინოთ,მაგრამ სანამ იქნებიან თქვენნარი ხალხი,მანამე იარსებებს რეჟიმი..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

უდაბნოში ყოფილხარ? ტელევიზორში მაინც არ გინხავს კაცო...

 

თუ არ მოგწონთ თემა,გთხოვთ ნუ შეგვაწუხებთ.

გვიან შევამჩნიე. :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"2) კატეგორიულად მოვითხოვთ გაგრძელდეს მოლაპარაკებები,ხოლო მონაწილეებმა პასუხი გასცენ დაგროვილ კითხვებს.

3) მოლაპარაკებათა ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა უნდა შეფასდეს როგორც შეგნებული საბოტაჟი."

 

აქ ორი მომენტია მიუღებელი.

 

1. ვერ მოვითხოვ არაფრის მომცემ მოლაპარაკების გაგრძლებას. მითხარ აზრი ამ მოლაპარაკების?

 

2. ხელისუფლება მოლაპარაკების ჩასშლას რვიანს აბრალებს და ეხლა პიმპონკის ვითამაშოთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერს მხარს არ ვუჭერ..პირიქით გეუბნებით,თქვენ ნებით თუ უნებლიეთ თამაშობთ ხელისუფლების თამაშს

მე უფრო რადიკალურად ვიტყვი. უნებლიეთ არა, ნებით. იმის იმედით, რომ შემდეგ ისინი უნდა მოვიდნენ. დარწმუნებული ვარ ამაში. და იმაშიც, რომ ისინი ვერასოდეს ვერ მოვლენ. მოვა ის :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისეთი აზრი შეიქმნა, თითქოს არჩევნების თემა ეხება მარტო პარტიებს და არა ყველა ამომრჩეველს.

2) კატეგორიულად მოვითხოვთ გაგრძელდეს მოლაპარაკებები

ის წინადადებები რაც რვიანის ჯგუფს წარუდგინეს

არის თუ არა რვიანი ყველა ამომრჩევლისაგან უფლებამოსილი(მიახლოებითი პროცენტი მაინც), რამდენადაც

 

ეს საკითხი წყვიტავს საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი ნების გამოვლენის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს.

 

 

თუ არ მოგწონთ თემა,გთხოვთ ნუ შეგვაწუხებთ.

 

:)

Edited by Ostap
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

არის თუ არა რვიანი ყველა ამომრჩევლისაგან უფლებამოსილი(მიახლოებითი პროცენტი მაინც),

რეებს კითხულობ..ბოლო გამოკითხვებით,რვიანის პროცენტები რომ სეკრიბი,აღემატება ნაცების პროცენტს..აბა შენ რა გეგონა.. დაჟე რესპუბლიკელებმაც აღიარეს..:givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეებს კითხულობ..ბოლო გამოკითხვებით,რვიანის პროცენტები რომ სეკრიბი,აღემატება ნაცების პროცენტს..აბა შენ რა გეგონა.. დაჟე რესპუბლიკელებმაც აღიარეს

დიდ პატივს ვცემ რესპებს,მაგრამ მე მხოლოდ ბატონი ირაკლის გაჟღერებულ ინფოს ვენდობი :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცინცხალი ინფორმაცია

 

ალასანიამ განაცხადა, რომ მან ამოწურა ხელისუფლებასთან დიალოგის ყველა რესურსი

და ამჯერად შავნაბადაზეა გამაგრებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ალასანიამ განაცხადა, რომ მან ამოწურა ხელისუფლებასთან დიალოგის ყველა რესურსი

და ამჯერად შავნაბადაზეა გამაგრებული

ვანო შოუთის არ გიცდია,ამ ხუმრობის მიყიდვა.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამჯერად შავნაბადაზეა გამაგრებული

მარჯვენა ფლანგს კეზერა უმაგრებსო

მარცხენას - ოქრო ბიჭი

ზურგს - ბიწაძე

სააკაშვილი ვაფშე ბუნკერშიაო და კოკოიტს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვსო

კოკოიტმა პადრუგუ ვაზმიო ... მიშამ რვიანს უნდა შევუთანხმოო და მიდის შეხლა-შემოხლაო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ ისე მაგრა გაასწორებდა ერთი კაი ბათქა-ბუთქი, ცოტა გახალისდებოდა ცხოვრება :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...