ძუკუ Posted April 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 გიორგი68რა არის რეალობა,რომ თარგამაძეს ამხელა პროცენტი აქვსარ ვიცი ზუსტად რამდენი აქვს,მაგრამ აშკარად მეორე ადგილზეა.გიორგი68მაგრამ რეალობა მაშინ რომ დაგენახათ,ზურაბიშვილმა ირაკლი უალლტერნატიოთ რომ გამოაცხადა და მერის არჩევნები გაუპრავეთ ნაცებს,კარგი იქნებოდა.. ძალიან კარგად ვხედავდით ყველაფერს და მაშინ ალასანია აშკარად ლიდერი იყო ოპოზიციაში,რაც არჩევნებმაც დაადასტურა და სერიოზული შეცდომები რომ არ დაეშვა(მაგ. ჭადრაკის სასახლეში მისვლა), უფრო კარგი შედეგი იქნებოდა.აი გაპრავებას რას ეძახით,ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და ნებისმიერი პოლიტიკაში რაღაცის მცოდნე დამეთანხმება.რა არჩევნებში არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა?ალასანიამ მერეც დიდი შეცდომა დაუშვა,როცა ალიანსი დაშალა და ამიტომ ზის ეხლა 9%-ზე.Siknadmoდა შეცვლის?შეცვლისაც,ოღონდ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა კარგა ხანს არ ემუქრება ქვეყანას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 აი გაპრავებას რას ეძახით,ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარიაიმიტომაც აქვთ რესპებს 0 ცელიხ ი ჰუი დესიატიხ პროცენტები, ეგეტი ჟიტეისკი ელემენტარული რამეები რომ აბსოლუტურად გაუგებარია მათთვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 (edited) DonCaredoიმიტომაც აქვთ რესპებს 0 ცელიხ ი ჰუი დესიატიხ პროცენტებიბოლო არჩევნებზე(საპარლამინტო),როდესაც მარტო გამოვედით 3.8%-ი მივიღეთ,ხოლო ადგილობრივზე(ბლოკში) თუ არ ვცდები 18%-ი.ბოლო გამიკითხვით 2%-ი გვაქვს.ისე რააცა სულ ჩვენია.სამაგიეროდ ახმენინეჯადს აქვს 62,8%-ი.ისე თქვენც გეკითხებით,გაპრავებას არჩევნებში მონაწილეობას ეძახით? Edited April 10, 2011 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 (edited) ისე თქვენც გეკითხებით,გაპრავებას არჩევნებში მონაწილეობას ეძახით?აი მე და თქვენ ვდებთ ხელშეკრულებას. აშკარად ჩემი ინტერესებია მხოლოდ გათვალისწინებული. პარტნიორები გეუბნებიან, ნუ დებ მაგ ხელშეკრულებას, წამგებიანია შენთვის. შენ მაინც შენსას აწვები, მთანხმდები, ხელს მიწერ, და ამბობ, რომ ასე ჯობია, რომ მერე უფრო მეტი საბაბი იყოს გატრაკების. მე ვნახულობ მოგებას იმ ხელშეკრულებით, შენ აგებ (და აგებენ შესაბამისად შენი პარტნიორებიც). მაგრამ არაფერს აღარ აპროტესტებ, მილოცავ ამ მოგებას. ეხლა ამიხსენი, შენი პარტნიორი არ დაეჭვდება არაფერში? რატომ დამთანხმდი ეგეთ ხელშეკრულებაზე და რატომ მომილოცე მერე? ფაქტიურად ვეღარც მიჩივლებ მერე ხო? აბა რაღას მომილოცე? შენმა პარტნიორმა რომ ჩემთან ალიანსში დაგადანაშაულოს, მტყუანი იქნება? მაშინ რჩება ერთადერთი, უნდა აღიარო, რომ იდიოტი ხარ, მოიხადო ბოდიში და გაერიდო საერთოდ ასეთი ხელშეკრულებების დადებაში მონაწილეობას. ან უნდა აღიარო რომ დიახაც, შეკრული ხარ და გადააგდე შენი პარტნიორები. მესამე ვარიანტი რა არის, თუ დამანახებ, მოგისმენ პ.ს. ისე, რო დავფიქრდი, მესამე ვარიანტიც არის. უტიფრად აგრძელებ მტკიცებას, რომ ჩემი "მოწინააღმდეგე" ხარ, და იდიოტ პარტნიორებს ჯერათ ამისი. მგონი, სამწუხაროდ, სწორედ ეს მესამე ვარიანტია ჩვენთან უკვე 20 წელიწადია Edited April 10, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 DonCaredoაი მე და თქვენ ვდებთ ხელშეკრულებასარჩევნები არანაირი ხელშეკრულება არ არის,არამედ ერთადერთი ლეგალური გზა ხელისუფლებაში მოსასვლელად.სხვა გზებმა საითკენაც მიგვიყვანა,ძალიან კარგად გვაქვს ნანახი.თუმცა ვინც სხვა გაზას ადგა,ეს მისი ნებაა და შეუძლია რევოლუციებიც აწყოს და თოფიც აიღოს ხელში.DonCaredoაბა რაღას მომილოცე? სულ არ არის ეს ჩემი საქმე,მაგრამ მომიხდება ამ შემთხვევაში ალასანიას დაცვა.ალასანიას არც გიგისთვის და არც ნაციონალური მოძრაობისთვის არაფერი არ მიულოცია.მან მიულოცა გიგის იმ ამომრჩველებს, რომელთაც თავისი ნებით მისცეს გიგის ხმა და უსურვა მისგან მიღებული დაპირებების შესრულება.ეს სულ სხვა რამეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 მან მიულოცა გიგის იმ ამომრჩველებს, რომელთაც თავისი ნებით მისცეს გიგის ხმაანუ, შენ ამბობ, რომ თუ მე და შენ ვთამაშობთ ნარდს, მე კამათელს გიჯენ და ისე მოგიგე. შენ ეს იცი , რომ გიჯენ კამათელს და იმით გიგებ, ამიტომ მოგებას მე არ მომილოცავ, მაგრამ ჩემ გულშემატკივრებს მიულოცავ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 DonCaredoანუ, შენ ამბობ, რომ თუ მე და შენ ვთამაშობთ ნარდს, მე კამათელს გიჯენ და ისე მოგიგეისევ ვიმეორებ,არ არის არჩევნები არც ნარდი და არც ხელშეკრულება,ნარდში თუ ვიცი რომ ჩემი მოწინააღმდეგე შულერია.უბრალოდ არ ვეთამაშები,აქ კი არჩევანი ფაქტიურად არ მაქვს და იძულებული ვარ უთანასწორო ბრძოლაშიც ჩავება.თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნე,არსებობს სხვა გზებით და ყველა შეუძლია თავისი აირჩიოს.ხო კიდევ,ალასანია თავისი მოლოცვა რომ გააკეთა,ბლოკი ფაქტიურად უკვე დაშლილი იყო და ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილება იყო(განცხადებაც და ბლოკის დაშლაც). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 აქ კი არჩევანი ფაქტიურად არ მაქვს და იძულებული ვარ უთანასწორო ბრძოლაშიც ჩავებამე მასე არ ვთვლი. არჩევანი ყოველთვის არსებობს. უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმა არ ნიშნავს ამომრჩევლების მოტყუებას. თუ იცი, რომ უთანასწოროა, უნდა უთხრა მაშინ ამომრჩევლებს, რომ იცოდეთ, ბრძოლა უთანასწოროა, წაგებული გვაქვს, მაგრამ მაინც მოდით და ხმა მომეცით. რომელი ჭკუათამყოფელი მოვა და მოგცემს ხმას, მაგას ნახავთ მაგრამ ამას არ ამბობთ. ამბობთ, რომ ჩვენ უალტერნატივოები ვართ, მოვიგებთ! და ბოლოს ულოცავენ ერთმანეთს და ამბობენ, რომ თურმე ბრძოლა უთანასწორო ყოფილა. ანუ, მოატყუეთ ხომ თქვენი ამომრჩევლები? რა ვიცი, მე ეგრე აღვიქვამდი ამომრჩევლის ადგილას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 (edited) თაგამაძეს ამბეს საღად შენ უყურებ, ობივატელისთვის კი შიძლება ძალიან კოსნტრუქციულად გამოიყურება.ეს ორი დღე გატყობ შენც გაგტეხეს..და თუ შენ ეს დაგეხმარება დაბრუნებაში,მე შენსკენ მიგულე..იმდენ ლამაზ სიტყვას დავწერ,რომ ბევრს არც დასიზმრებია..გასაგებია რომ რესპუბლიკელებს,რომლებსაც რეიტინგი არასდროს არ ჰქონიათ აწყობთ,მაგრამ ბაბუ შენგან მიკვირს..არ შეიძლება ეგრე ციტა მაინც მოგეცადა,თორემ კიდე ერთხელ გეუბნები ეს თუ შენ დაბრუნებას დაეხმარება,შენ გვერდში მიგულე..რესპუბლიკელების არაფრის არ მწამს,ამიტომ არაფერს არ გიპასუხებთ..ჩვეულებრივი კომფრომისყების პარტიაა..თურმე რეალობას გრძნობენ,ვაჯკაცები არიან..სასაცილოა ეს ყველაფერი.. :givi:არა და ბოლო ოცი წელი ამ პარტია ქვეყნისთვის არაფერი არ უკეთებია და იმდენად ამბიციურები აღმოჩნდნენ,რომ თავის საკეთილდღეოც ვერაგერს ვერ მიაღწიეს.. Edited April 10, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 11, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 გიორგი68რესპუბლიკელების არაფრის არ მწამს,ამიტომ არაფერს არ გიპასუხებთ..ჩვეულებრივი კომფრომისყების პარტიააკარგი იქნებოდა სიტყვა კონფორმისტების მნიშვნელობა რომ იცოდეთ.კონფორმისტები რომ ვიყოთ დღესაც ნაცმოძრაობასთან ერთად ვიქნებოდით და პოსტებიც გვექნებოდა.მე კონკრეტულად პარლამენტარი ვიქნებოდი.რაც შეეხება ქვეყნისთვის რაიმეს კეთებას,ამისთვის ხელისუფლებაში უნდა იყო.ერთადერთი რაც შეგვეძლო ხელისუფლებისთვის რჩევის მიცემა და ამას ყოველთვის ვაკეთებდით.შესაბამისად ჩვენთვის სხვადასხვა ხელისუფლებას რომ დაეჯერებინა,ქვეყანა ბევრს მოიგებდა,კონკრეტულად აფხაზეთში ომი არ იქნებოდა. იმდენად ამბიციურები აღმოჩნდნენ,რომ თავის საკეთილდღეოც ვერაგერს ვერ მიაღწიეს.. მაგაშია სწორედ საქმე,რომ პირველ რიგში ქვეყანაზე ვფიქრობთ და მერე საკუთარ თავზე.ქვეყნის ჩამოყალებების პირველ ეტაპზე,ყველა საარჩევნო კანონი ჩვენი(კონკრეტულად ვახო ხმალაძის დაწერილია) და არასოდეს არ გვიფიქრია ამ კანონის საკუთარ თავზე მორგება,მითუმეტეს ცესკოშიც დიდი გავლენა გვქონდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 DonCaredo ისევ ვიმეორებ,არ არის არჩევნები არც ნარდი და არც ხელშეკრულება,ნარდში თუ ვიცი რომ ჩემი მოწინააღმდეგე შულერია.უბრალოდ არ ვეთამაშები,აქ კი არჩევანი ფაქტიურად არ მაქვს და იძულებული ვარ უთანასწორო ბრძოლაშიც ჩავება.თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნე,არსებობს სხვა გზებით და ყველა შეუძლია თავისი აირჩიოს.ხო კიდევ,ალასანია თავისი მოლოცვა რომ გააკეთა,ბლოკი ფაქტიურად უკვე დაშლილი იყო და ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილება იყო(განცხადებაც და ბლოკის დაშლაც).ალასანიასაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ნიჰილიზმის გაჩენაში, თუკი ბლოკი მან დაშალა ხომ საერთოდ, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 ძუკუბიჭო,ბიჭო,ბიჭო...... :givi: აბა საიდან უნდა ვიცოდე, მე სიტყვის მნიშვნელობები..მთავარია თქვენი პარტტის ლიდერებმა,ხომ კარგად იციან..და ძალიან კარგია,რომ ამ მაღალფარდოვანი სიტყვებით , ჩვენ პირველ რიგში ვზრუნავთ ქვეყანაზე,საკუთარი პარტიის წევრბის მეტს, ვერავის ვერ აბოლებენ.ისე ესე თუ გააგრძელეთ ალბათ შემდეგ პარლამენტში რამოდენიმე ადგილს გადმოგიგდებენ ნაცები.. :yes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 არ ვიცი ზუსტად რამდენი აქვს,მაგრამ აშკარად მეორე ადგილზეახო თქვენ არ ვიცი საიდან იცით,მაგრამ მე ცემს გარშემო ნაცების მხადამჭერები ვიცი,დაჟე იკაკოსიც ვიცი ,მაგრამ თარგამაძის არ შემხვედრია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 11, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 Siknadmoთუკი ბლოკი მან დაშალა ხომ საერთოდ, ეს ცალსახაა.მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო.ჩემი აზრით ამან გამოიწვია მისი რეტინგის ვარდნაც და რეპების და ახლების ხომ საერთოდ.ალასანიას ეს რომ არ გაეკეთებინა,დარწმუნებული ვარ რომ დღეს მეორე ადგილზე მყარად იქნებოდა აილიანსი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 11, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 გიორგი68ისე ესე თუ გააგრძელეთ ალბათ შემდეგ პარლამენტში რამოდენიმე ადგილს გადმოგიგდებენ ნაცები.. მაგაზე გითხარით,მაგი რომ მდომოდა ანუ კონფორმისტი რომ ვყოფილიყავი,დიდი ხანია დეპუტატი ვიქნებოდი.მქონდა შესაბამისი შეთავაზები.მაგრამ თარგამაძის არ შემხვედრია.. ეგ ჩემთვისაც გამოცანაა თუ რა ხალხი უჭერს მხარს თარგამაძეს,მაგრამ რომ უჭერს სამწუხარო ფაქტია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.