Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სათაურებს დავდებ და დასკვნა თქვენ გააკეთეთ:

 

Засуха в Китае охватила более 80% территории страны и стала самой сильной за 100 лет.

Пекин скупает землю за рубежом

Засуха в Китае может взвинтить цены на продовольствие и породить новый экономический кризис

http://www.ng.ru/world/2011-03-22/1_china.html

Засуха в Китае может стать причиной нового экономического кризиса?

 

კიდევ შემიძლია გავაგრძელო, მგონი საკმარისია.

 

თბილისს ერთ კვირაში ჩინელ ინვესტორების დელეგაცია ეწვევა

საქართველოსა და ჩინეთს შორის მაისის ბოლოდან პირდაპირი ჩარტერული ავიარესიების განხორციელება დაიწყება

მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე ხორბლის ფასები იზრდება

 

http://www.interpressnews.ge/ge/dghis-yvela-siakhle.html?view=allnews

შეიძლება ჩვენი მიწებიანად მიგვყიდონ ჩინელებს.

Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰმ.........

ჯერ ბურებიო, ეხლა ჩინელები, ჩვენ სად წავიდეთ??????????

 

 

წავიდნენ რუსეთი აითვისონ აქ რა უნდათ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინდოელები კახეთში ბოსტნეულისა და მარცვლეულის მოსაყვანად მიწებს ყიდულობენ

14:58 09.04.2011

 

 

[pirweli]

 

ინდოელები კახეთში ბოსტნეულისა და მარცვლეულის მოსაყვანად მიწებს ყიდულობენ.

როგორც "პირWელს" კომპანია "პრივატსერვისის" ხელმძღვანელმა ვაჟა ცუცქირიძემ განუცხადა, კახეთში ინდოელების მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში გაჩნდა.

 

მისივე თქმით, ძირითადი ინვესტორები ინდუსები და ბულგარელები არიან, რომლებიც მიწებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისგან, ასევე სახელმწიფოსგან ყიდულობენ.

 

ექსპერტების განცხადებით, მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აზიის სწრაფად მზარდ ქვეყნებში ჩინეთსა და ინდოეთში სურსათის დეფიციტის საფრთხე სერიოზულად აფიქრებთ და ამისათვის წინასწარ ემზადებიან.

 

http://www.presage.tv/?m=bp&NID=7956

 

მოსავლიანი მიწები და წყალი ძალიან მალე დეფიციტი იქნება და ამ დროს მიწების გაყიდვა, ქართველი ხალხის საშიმშილოდ გაწირვას უდრის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალ თემას აღარ გავხსნი, ამოვწევ.

 

15-04-2011 სოფელ ზეღდულეთთან ადგილობრივებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

 

გორის რაიონში, სოფელ ზეღდულეთთან ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა .

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, სოფლის საძოვრებთან ადგილობრივები არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ მიწის ინდოელ მეპატრონეს ტერიტორიის დამუშავების საშუალებას არ მისცემენ. მათივე მტკიცებით, საძოვრები ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გაასხვისა, გლეხებმა კი, ეს ამბავი მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც საძოვრებზე პირუტყვის გაშვება აუკრძალეს. შეხლა-შემოხლა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა ტრაქტორების ტერიტორიაზე შესვლას შეეწინააღმდეგა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდა საძოვრებისა, რომლის რაოდენობაც 75 ჰექტრამდე ტერიტორიას შეადგენს, გაყიდულია 100 ჰექტრამდე სარეზერვო მიწები. ზეღდულეთელები აცხადებენ, რომ სანამ ეკონომიკის სამინისტრო გადაწყვეტილებას არ შეცვლის, არ დაიშლებიან. ადგილზე იმყოფებიან ”თავისუფალი დემოკრატების” ადგილობრივი წარმომადგენლებიც. მობილიზებული პოლიციაც.

სოფელ ზეღდულეთში 400 კომლი ოჯახი ცხოვრობს.

 

დაიწყო უკვე. მალე სხვა სოფლებსაც მიადგებინ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული ეროვნული ბოღმა-შურის ნთხევის მორიგი მაგალითი

ხელის გატოკება და მიწაზე ბარის დაკვრა არავის უნდა და მახათის ერთ ადგილას გაყრის გარდა არავინ არაფერს აკეთებს....

სამაგიეროდ თუ ჩამოვიდა სადღაც ჯანდაბიდან ვიღაც რათხუ... დაამუშავა... მოიყვანა... გაყიდა და ფული მოიგო... ეგრევე იწყება ქართული ბოღმის და შურის ნთხევა... ქართველებს იმას გვართმევენ... ქართველებს ამას გვართმევენ... დაურიგეთ მიწები გლეხებს... რატომ დღნავენ კაი ბიჭის დას ჩამოთრეული ზანგები ან ჩინელები და ა.შ

 

 

იმიტომ რომ: უ#######ო-უნიფხო-ამპარტავანი-ცხვირაბზეკილი და შურიანი ერი ვართ!

 

http://forum.ge/?f=29&showtopic=34244847&st=0

 

ჩემი პოსტი არ გეგონოთ, ერთი სასიამოვნო პიროვნების პოსტია :yes:

 

მე მიყვარს სააკაშვილი და მისი მომხრეები, არაჩვეულებრივი ხალხია, არაჩვეულერივი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოფლის საძოვრებთან ადგილობრივები არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ მიწის ინდოელ მეპატრონეს ტერიტორიის დამუშავების საშუალებას არ მისცემენ.

არ მისცემენ კი არა,თუ პარტია ჩათვლის საჭიროდ უფასოდ მიეხმარებიან კიდეც.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბარტერით ერთ ბენდუქ-ოღლის ვცვლით 100 ჩინელზე!!! :givi:

 

გადაკითხვას ჯობს პირდაპირ კიწმარიშვილ- ლენინს ვკითხოთ?! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...