Jump to content
Planeta.Ge

ბორის კაგარლიცკი თბილისში ლექციას გამართავს


Recommended Posts

6 აპრილს, 15:00 საათზე „კინოს სახლში“ გაიმართება ცნობილი პოლიტოლოგის, ბორის კაგარლიცკის საჯარო ლექცია თემაზე: „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და არაბული რევოლუციები“.

 

ბორის კაგარლიცკი – რუსი სოციოლოგი,ყოფილი დისიდენტი, მემარცხენე პუბლიცისტი.

 

1977-1982 წლებში გამოსცემდა არალეგალურ ჟურნალს “ვარიანტები”. 1982 წელს თანაკურსელების დასმენის შედეგად დაპატიმრებულ იქნა საბჭოთა უშიშროების მიერ ე.წ. ახალგაზრდა სოციალისტების საქმესთან დაკავშირებით .ციხიდან გამოვიდა ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ .

 

1994 წლიდან მისი სტატიები იბეჭდება რუსულ და უცხოურ გამოცემებში. კაგარლიცკის ნაშრომები შესულია ევროპული და ამერიკული წამყვანი უნივერსიტეტების სილაბუსებში.

 

2007 წლიდან არის “გლობალიზაციის და სოციალური მოძრაობების” (ИГСО) ინსტიტუტის დირექტორი

 

კაგარლიცკი არის ევროპული და მსოფლიო სოციალური ფორუმების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე . საკუთარ თავს მიიჩნევს პოსტ-მარქსისტული სკოლის მიმდევრად.

 

http://www.sdd.ge/ge/?p=1234

 

 

მემარცხენეები უნდა დაინტერესდეთ წესით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1982 წელს თანაკურსელების დასმენის შედეგად დაპატიმრებულ იქნა

საკუთარ თავს მიიჩნევს პოსტ-მარქსისტული სკოლის მიმდევრად.

ალბათ ის დამსმენიც იგივე სკოლის მიმდევრად მიიჩნევდა თავს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ ის დამსმენიც იგივე სკოლის მიმდევრად მიიჩნევდა თავს

არა, ის დამსმენი იმ სკოლის მიმდევარი იქნებოდა რა სკოლის მიმდევარიც შენი პრეზიდენტია ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Глобализация — иное название неолиберального капитализма, суть которого выражается в очень простой формуле:

 

1) демонтаж социального государства;

 

2) снижение реальной заработной платы;

 

3) перенос производства в страны с дешёвой рабочей силой.

 

ნეტა პირველ-მეორე სად ნახა? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Глобализация — иное название неолиберального капитализма, суть которого выражается в очень простой формуле:

 

1) демонтаж социального государства;

 

2) снижение реальной заработной платы;

 

3) перенос производства в страны с дешёвой рабочей силой.

 

ნეტა პირველ-მეორე სად ნახა? :(

 

ევროპაში ნახა და თან სწრაფი ტემპით. ეს სიახლე ნაღდში არაა.

 

ჩემი აზრით სოციალური უკამყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეი არის საშაუალო ფენის გაქრობა, რაც დღეს ევროპაში ხდება. ალბათ მალე ვიხილავთ აქეთ ტვიტნერ-რევოლუციას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

რომელ ქვეყანაში მცირდება ხელფასები?

 

არასწორად დასმული კითხვაა. კი არ მცირდება,არმედ არ იზრდება. ამ დროს კი ყველაფერი ძვირდება.

სცოიალურ სფეროში საშინელი ცვლილებებია. პოსკომევროპაში სამედიცინო დზღვევა უკეთესი იყო ვიდრე კაპყოფევროპაში. ეხლა მიუახლოვეს კაპევროპას ისე რორმ არ გზრდილა შემოსავლი.

ბიუროკრატია იზრდება საშიენლი მაშტაბებით (კომუნიზმი მიმიქარავს) და ამ ბიუროკრტიულ აპარატის შენახვაზე იხარჯება "თანხები შვილი დედას არ აიყვანს ხელში". :)

საუბარია ევროს ჩავარდნაზე. ვისაც არ მიუღია ევრო, ყველანაერად ცდილობს არ მიიღოს (ჩეხეთი), ამით ამ გლობალეკონომიკის პრობლემბის შემცირებას ცდილობენ. კრიზისმა ანახა ის, რომ სადაც ევროპაში საკუთარი ვალუტა ჰქონდათ, მანდ კრიზისმა უფრო იოლ ფორმებში ჩაიარა.

 

ქვეყნები: გერმანი, ფინეთი, ინლგლისი არაუშავს.

საბეძნეთი, ირლანდია, ბელგია გაკოტრების გზას ადგანან. იძახიან რომ ესპანეთიც შესაძლებელია.

საფრანგეთი ხომ საერთოდ რაზე უდგას სული კაცმა არ იცის :) სოციალური სისტემა პაჩტი კომუნისტურია.

 

პოსტკომ ევროპაში არაუშავს ჩეხებს და ჰა, ჰა პოლონელებს, დანრჩენში სიღარიბეა. აბა რუმინეთი და ბულგარეთი რა მისაღები იყო კაცმა არ იცის.

 

ტრადიციულად კონტრასტული ქვეყნები: იტალია, ესპანეთი. აქ ზოგიერთ რეგიონებში სიღარიბეა, რომ სააკასვილიც კი დაიტრაბახებს, ჩვენთან უკეთ ცხოვრობენო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

არასწორად დასმული კითხვაა. კი არ მცირდება,არმედ არ იზრდება. ამ დროს კი ყველაფერი ძვირდება

ეგ ამათ უთხარი, რომ ჰგონიათ მხოლოდ ჩვენთან ძვირდება ყველაფერი და ყიყინებენ უაზროდ. ძვირდება ცხოვრება, რადგან რესურსები თანდათან მცირდება და ხალხის რაოდენობა მატულობს დედამიწაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ამათ უთხარი, რომ ჰგონიათ მხოლოდ ჩვენთან ძვირდება ყველაფერი

კარგი რა ნუ ედრებით ამ ევროპას.. ჯერ ევროპული ხელფასები და სოც დახმარების პაკეტები ნახეთ და მერე შეედარეთ..თორემ რა წესია,მარტო ფასების ზრდაში შედარება და უპირატესობის მოპოვება.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი რა ნუ ედრებით ამ ევროპას.. ჯერ ევროპული ხელფასები და სოც დახმარების პაკეტები ნახეთ და მერე შეედარეთ..თორემ რა წესია,მარტო ფასების ზრდაში შედარება და უპირატესობის მოპოვება.. :givi: :givi:

აქ საქმე ტენდენციაშია და არა შედარებაში. ფაქტია რომ არის გაძვირების ტენდენცია და ის რომ აქ დაბალი ხელფასებია გაძვირებისგან ვერ გვიცავს. ევროპულ ხელფასებს და სოც დახმარების პაკეტებს ევროპული ყაიდით ცხოვრება უნდა მინიმუმ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. პოსტ საბჭოთა ჩაჯმული ქვეყნისგან ვერ მიიღებ ევროპული სტანდარტის ქვეყანას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპულ ხელფასებს და სოც დახმარების პაკეტებს ევროპული ყაიდით ცხოვრება უნდა მინიმუმ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. პოსტ საბჭოთა ჩაჯმული ქვეყნისგან ვერ მიიღებ ევროპული სტანდარტის ქვეყანას.

მართალი ხარ უნდა..და ამ ყაიდით ცხოვრება ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს,მაგრამ სად არის..როგორც ყოველთვის სიცრუე და ღორობა მართავს ქვეყანას..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ეგ ამათ უთხარი, რომ ჰგონიათ მხოლოდ ჩვენთან ძვირდება ყველაფერი და ყიყინებენ უაზროდ. ძვირდება ცხოვრება, რადგან რესურსები თანდათან მცირდება და ხალხის რაოდენობა მატულობს დედამიწაზე.

 

აქაურ უმუშევარს და პენსიონერს საქართველოს ვერ შევადარებთ რა თქმა უნდა.

რაც ეხება პლანეტას და რესურსების შემცირებას, ეს იმდენად არაა პრობლემა, რამდენად ე.წ. გლობალიზაცია, ბირჟებზე თამაშიზაცია და ბანკოზაცია. ამათმა უტირეს გლობალურად დედა შარიკს.

ნელ-ნელა მცირე ხალხის ხელში გროვდება კაპიტალი დ ამოერე მხვრვ შარიკზე ხალხი ღარიბდება. არ ვსაუბრობ კაპიტალისტზე რომელსაც წარმოება აქვს, არამედ ათას ჯიშ მახინატორზე რომლებიც ბურზაზე რაღაცეებს მიედ მოედებიან და ბიუროკრატიულ აპარატს, რომელიც ერთი კაპიკის ჩაუდებლად მსოფლიო ფინანსებს აკონტროლებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მემარცხენე იდეის თავგადასავლები კაპიტალის სამყაროში

 

ავტორი: ბორის კაგარლიცკი

 

 

მეოცე საუკუნის მემარცხენე ძალა განისაზღვრა თავისუფალ კაპიტალიზმზე დაპირისპირებული ისეთი ძლიერი წინააღმდეგობების არსებობით, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად სხვადასხვა განშტოების მემარცხენე მოძრაობები აღმოჩნდნენ დეზორიენტირებული, დემორალიზებული, და დღემდე ვერ მოსულან აზრზე , დაკავებულები საჩივრებით და კრიტიკით, და არა ხელისუფლებისათვის რეალური ბრძოლით.

 

ძნელია იმაზე დიდი „ბედის ცვალებადობის“ წარმოდგენა, ვიდრე ის, რაც თავს დაატყდა მემარცხენე მოძრაობას ასი წლის განმავლობაში. ინტერნაციონალმა, რომელიც იყო მეოცე საუკუნის დასაწყისის ამომავალი პოლიტიკური ძალა, განიცადა კრახი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ხოლო მუშათა მოძრაობის ევროპული ერთიანი და უძლიერესი ფრონტი დაიქსაქსა სიციალ-დემოკრატებად და კომუნისტებად. დიდების მომენტები ჰქონდათ, როგორც ერთს, ასევე მეორეს, სტალინის საბჭოთა კავშირში სოციალიზმის სახელით ჩადენილი დანაშაულების სააშკარაოზე გამოტანამაც კი ვერ ჩაკლა მემარცხენე იდეები. პირიქით, მსოფლიოში დაიწყო სოციალური რეფორმებისა და რევოლუციების ახალი ტალღის აღზევება. გარდატეხა დადგა ბოლო სამ ათწლეულში.

 

90-იანი წლების დასაწყისში მემარცხენე პარტიები და მოძრაობები იყო პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტორი დემოკრატიული სახელმწიფოების უმრავლესობაში, აწამოებდნენ იატაკქვეშურ ბრძოლას ავტორიტარული კაპიტალისტური რეჟიმების წინააღმდეგ, ხოლო კომუნისტურად და სოციალისტურად წოდებულ ქვეყნებში, სახელმწიფო მართვის სადავეები ეკავათ ხელში. რამდენად პასუხობდნენ მსგავსი ქვეყნები თავიანთ სახელწოდებას _ ცალკე განხილვის საკითხია. ასე თუ ისე, მათი პრეტენზიები იმაზე, თუ როგორ გაეტარებინათ ცხოვრებაში სოციალისტური წყობილების პრინციპები, აღიარებულ იქნა როგორც მსოფლიო ელიტის დიდი ნაწილის მიერ , ასევე საკუთარი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის მიერც. ერთადერთი, ვინც ამასთან დაკავშირებით გამოთქვამდა ეჭვებს, სწორედაც მემარცხენე ორგანიზაციის აქტივისტები იყვნენ, მათ შორის მარქსიზმის იდეოლოგები _ მოაზროვნეები და აღმოსავლეთის ბლოკის დისიდენტურად განწყობილი ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ ვინ უსმენდა მათ?

 

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ყველაფერი ერთროულად შეიცვალა. კომუნისტურ პარტიებს ადრე შეეძლოთ მოსკოვის პოლიტიკის კრიტიკა, მისი ანტიდემოკრატიული პრაქტიკის განსჯა და დასავლეთის საზოგადოებებისათვის სოციალიზმისაკენ მიმართული სხვა გზების დაპირება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ეყრდნობოდნენე ძლიერ ისტორიულ და პოლიტიკურ ტრადიციებს, რუსული რევოლუციის გამოცდილებას და „საბჭოთა კავშირში სოციალიზმის მშენებლობის“ შედეგებს, რაც არ უნდა კრიტიკულად არ უნდა შეფასებული ყოფილიყო ისინი.

 

1989 წლის გადატრიალებების შემდეგ მსოფლიო კომუნისტური მოძრაობა იდეოლოგიურად როგოღაც ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა. პარტიებმა დაიწყეს პროგრამებისა და სახელწოდებების შეცვლა, ახალი პარტნიორების ძიება, ამომრჩეველების წინაშე უმწეო თავის მართლება. სოციალ-დემოკრატები და მემარცხენე რადიკალები დასაწყისში იმედოვნებდნენ, რომ ეს მათ არ შეეხებოდა, და ახლა ისინი შეძლებენ, კომუნისტების კონკურენციისაგან თავისუფალ პოზიციაში გამაგრებას. ინტელექტუალი-ტროცკისტები და რეფორმისტული პარტიების ფუნქციონერები ახსენებდნენ ყველას, რომ ისტორიამ დაადასტურა საბჭოთა გამოცდილების მათეული შეფასების სიმართლე(თუმცა, შეფასებები იყო,საერთო კრიტიკული განწყობის მიუხედავად, სხვადასხვა), ელოდებოდნენ თავიანთი დამსახურებების აღიარებას.

 

თუმცა, მოხდა სხვა რამ. კატასტროფების ტალღამ ყველას გადაუარა. ის მემარცხენე მიმართულებებიც კი, რომლებიც ამაყობდნენ სტალინიზმის თავისეული კრიტიკით, და დემოკრატიისათვის ბრძოლაში თავიანთი გმირული მონაწილეობით, გახდნენ განწყობილებათა გლობალური ცვლილებების მსხვერპლნი. განა მარტო განწყობაშია საქმე?

 

 

 

განთავისუფლებული კაპიტალი

 

 

საბჭოთა ბლოკის განადგურება ნიშნავდა არა მარტო გეოპოლიტიკური განლაგების შეცვლას, და ამერიკის, დროებით მაინც, მსოფლიო სისტემის ერთადერთ ჰეგემონად გადაქცევას. ახალი სიტუაცია ობიექტურად ათავისუფლებდა კაპიტალის ზოგიერთ იმ გარე შეზღუდვებს, რომელსაც მეოცე საუკუნის განმავლობასი იძულებული იყო დამორჩილებოდა და გაეთვალისწინებინა.

 

1990 წლებში ჩვენთან უყვარდათ მსჯელობა „ცივილიზირებული კაპიტალიზმის“ შესახებ დასავლეთში, ადარებდნენ მას, „ჩვენს ველურ კაპიტალიზმს“. მაგრამ რა აქცევს კაპიტალს „ცივილიზირებულად“? ნამდვილად არა ბუდისტური-ქრისტიანული მოქმედება სულიერი სრულყოფილებისათვის. მშრომელი კლასის ზეწოლა, აჯანყებების და რევოლუციების საფრთხემ, ძალიან ძლიერი და შესამჩნევი ზემოქმედებაა მოახდინა მმართველ ძალაზე. ამავე როლს კაპიტალისტურ სისტემასთან დამოკიდებულებაში ასრულებდა საბჭოთა ბლოკიც.“კომუნისტურ ტოტალიტარიზმთან“ კონფლიქტი,“დასავლეთის ცხოვრების წესის“ მხარდასაჭერად ქვედა საზოგადოებრივი ფენის მხარდაჭერის მობილიზების აუცილებლობა, „ორი სისტემის შეჯიბრი“,-ყველაფერი ეს ხელს უწყობდა სოციალური კომპრომისების მოძიებას, კაპიტალს ხდიდა მზად დათმობებისათვის.

 

პოლიტიკურ სფეროში მიმდინარეობდა დემოკრატიზაცია,რადგანაც მეოცე საუკუნის დასაწყიში არცთუ ყველა ევროპულ ქვეყანას გააჩნდა საყოველთაო საარჩევნო უფლებები, არაფერი რომ არ ვთქვათ თავისუფალი საზოგადოების სხვა მიღწევებზე. სხვა სიტყვებით, არაფერი არ მოქმედებს მმართველ კლასზე ისე მაცივიცივილიზებლად, როგორც დამხობის საშიშროება.

 

გლობალური დემოკრატიული ტრანსფორმაციის პიკი კანონზომიერად დაემთხვა საბჭოთა ბლოკის დაშლას, მაგრამ სწორედ ამ მომენტიდან იწყება თანმყოლი პროცესებიც. გაქრა არა მარტო საბჭოთა ტანკებსა და ბირთვულ იარღში განსახირებული საგარეო საშიშროება, გაქრა თვით სისტემური ალტერნატივის იდეაც , და არა მარტო ავტორიტარული საბჭოთა წყობის ფორმით. რადგანაც, თუ შესაძლებელია ორი გზა, შეიძლება ვივარაუდოთ მესამე გზის არსებობაც, რაღაც ვარიანტებისა და კომბინაციების არსებობაც. თუ კაპიტალიზმს ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო ბურჟუაზიული წესრიგი ეს არის - the only show in town, ყველა, ვინც სხვანაირად მსჯელობს, გულუბრყვილო უტოპისტია და სერიოზულ დამოკიდებულებას არ იმსახურებს.

 

განთავისუფლებული კაპიტალი, თავდახსნილი როგორც გარეშე გამოწვევებისაგან როგორც პოლიტიკურ, ასევე იდეოლოგიურ ფრონტზე, გადავიდა შეტევაზე სოციალურ ფრონტზე. მკაცრად რომ ვთქვათ, შეტევა დაიწყო უფრო ადრე, 1970 წლის ბოლოს, სსრკ-ს ლპობისა, და მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის დაღმასვლის ფონზე, როცა დინამიზმს კარგავდა სოციალ-დემოკრატია. სოციალური სახელმწიფოს მონაპოვრები უქმებოდა ერთი მეორის მიყოლებით, დღის წესრიგად იქცა “დერეგულირება“, თავისუფალი ბაზრის იდეოლოგები ასწავლიდნენ ხალხს, რომ ჩვენი საუკუნის საზოგადოებრივი მოწყობა ყველაზე უპრიანი იქნებოდა მეთვრამეტე საუკუნის ლოგიკით. იმ დროის წესების მიხედვით, როდესაც ადამ სმიტი აღტაცებით აღწერდა მსოფლიო ლიბერალური ეკონომიკის მიღწევებს, რომელთა შორის იყო პლანტატორული მონობა ამერიკაში, და ყმაგლეხთა შრომა რუსეთში. კაპოტალიზმი ველურდებოდა არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც კაპიტალიზმი გამოვლინდა ყველაზე ველური და ბარბაროსული ფორმით, სიტუაცია გაუარესდა, დასავლეთ ევროპაშიც.

 

 

შრომის კრიზისი

 

 

 

მემარცხენეების წინააღმდეგ მუშაობდა სხვა ფაქტორებიც. ტექნოლოგიურმა რევოლუციამ, შერწყმულმა სამრეწველო წარმოების გადაადგილებასთან იაფი მუშახელის მქონე სახელმწიფოებში, გამოიწვია სოციალური სტრუქტურის რადიკალური ცვლილებები განვითარებულ ქვეყნებში. გაიზარდა საშუალო კლასი რომელსაც ხშირ შემთხვევაში არავითარი კავშირი არ ჰქონდა წარმოებასთან.

 

ახალი საშუალო კლასის რაოდენობრივი ზრდა, მისი გავლენის გაძლიერება შესაძლებელი გახდა სოციალ-დემოკრატების გადანაწილების პოლიტიკით, რომელმაც მილიონობით ადამიანს მისცა, არა მარტო ახალი მატერიალური შესაძლებლობანი, არამედ დამატებითი შანსები სოციალური პროგრამებით, განათლების სისტემით, პოლიტიკით, რომელმაც გზა გაუხსნა დაბალი ფენებიდან გამოსულებს ახალი პერსპექტიული კარიერული აღმასვლისკენ. მაგრამ თუ ადრე საგადასახადო ტვირთი, რომელიც აწვა არამრავალრიცხოვან შეძლებულ კლასს, დაეხმარა დაბალ ფენებს გადაექცეულიყო საშუალო კლასად. საშუალო კლასმა მიიღო რა სოციალური სახელმწიფოს ყველა შეღავათი და იქცა რა უმრავლესობად, უკვე აღარ სურდა გადაეხადა მაღალი გადასახადები.

 

გრძელვადიან პერსპექტივაში გადასახადების შემცირებამ და უარის თქმამ გადანაწილებაზე მიიყვანა ქვეყნები სოციალური სახელმწიფოს ეროზიამდე, რამაც ყველაზე ძლიერად დაარტყა ზუსტად საშუალო კლასს, რომელმაც დაიწყო გაღარიბება. მაგრამ ეს ყველაფერი ერთბაშად არ გამოჩენილა. დასაწყისში საშუალო კლასი მიესალმებოდა გადასახადების დაწევას და მემარჯვენეების შეტევას სოციალურ სახელმწიფოზე დიდად არ განიცდიდა.

 

ტექნოლოგიური რევოლუციას თან ახლდა ნამდვილი შრომის კრიზისი. რა თქმა უნდა, კომპიუტერების და საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, შრომითი საქმიანობა არსად არ გამქრალა, ისევე როგორც აუცილებლობა დაქირავებული მუშახელისა, თავისი სამუშაო ძალის გაყიდვის. მაგრამ ერთი საქმეა- საწარმოო მუშების მობილიზება კლასობრიბ ორგანიზაციაში, რომლებიც გაწვრთნილი იყვნენ „ფაბრიკის დისციპლინაზე“, და სულ სხვაა მასში პროგრამისტების, საბანკო კლერკების და გაყიდვების მენეჯერის გაერთიანება. პროფკავშირები კარგავდნენ არამარტო საწევრო ბაზას, არაეფექტური ხდებოდა მათი სტრუქტურები, მათი მუშაობის მეთოდები. ხოლო პარტიები, კარგავდნენ რა კავშირს პროფკავშირთან, უფრო და უფრო იხრებოდნენ მარჯვნივ, რადგანაც არ იყო რამე სხვა მექანიზმი შექმნილი, რომელიც შეძლებდა პოლიტიკური ორგანიზაციების კონტროლს ქვემოდან.

 

ჩნდებოდა იმის შეგრძნება, რომ თითქოს მუშათა კლასი, რომლის ინტერესებს გამოხატავდნენ და იცავდნენ მემარცხენეები, მეტი აღარ არსებობს. მართალია, იმვდროულად, როდესაც ევროპაში საუბრობდნენ პროლეტარიატის გაქრობაზე, მათი რიცხვი იზრდებოდა მილიონობით ახალი ადამიანებით აზიაში, მაგრამ ამას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მსოფლიოში, სადაც იდეოლოგიური სივრცე ყალიბდება ევროპელი ინტელექტუალებით.

 

ზუსტად ასე პირველ პერიოდში შეუმჩნეველი რჩებოდა თანდათანობითი გადასვლა დასავლეთის საშუალო კლასის დაბალი ფენებისა თავისუფალ პოსტინდისტრიალურ პროლეტარიატში. მანამდე, სანამ ეს სოციალური ჯგუფები ვერ ქმნიდნენ (წარსულის ინდუსტრიულ მუშებისაგან განსხვავებით) საკუთარ ორგანიზაციებს და ვერ ახდენდნენ კონსოლიდირებას, მათი კრიტიკული განწყობა კაპიტალიზმთან მიმართებაში, მხოლოდ და მხოლოდ კულტურულ ფაქტად რჩებოდა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან.

 

 

ანტიკაპიტალისტური რადიკალიზმი

 

 

 

ნეოლიბერალიზმის იდეოლოგიური ტრიუმფი სრული იყო. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, გამარჯვებულებების ხვედრი მწარე აღმოჩნდა. სწორედ ნეოლიბერალების წარმატებამ აჩვენა მათი პოლიტიკის ყველა ნაკლი. მანამდე, სანამ მემარცხენეების წინააღმდეგობა სერიოზული იყო, ხოლო ინსტიტუტების დონეზე სოციალური სახელმწიფოს კვალი რჩებოდა, შეიძლებოდა ყველა წარუმატებლობის, ჩავარდნების და წინააღმდეგობების „დაუმთავრებელი რეფორმებით“ ან „შავი ძალებთან“ დაპირისპირებით ახსნა, მაგრამ როცა წინააღმდეგობა გაადალახეს, შეეცეხნენ საკუთარი რეფორმების კანონზომიერ შედეგებს. შეიძლება დაამარცხო ან დემორალიზება გაანცდევინო სოციალისტებს, გამოაცხადო ისტორიის დასასრული. მაგრამ რაც არ უნდა სუსტი ყოფილიყვნენ მემარცხენეები, რეალობად რჩება კაპიტალიზმის ობიექტური წინააღმდეგობები, რომელთა დაძლევა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე იმათი, ვინც ამ წინააღმდეგობებზე წერს და საუბრობს.

 

ნეოლიბერალური ოცწლეული ის ეპოქა აღმოჩნდა, როდესაც პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრების დონის ზრდა შეჩერდა, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა აჩვენებდა სახელმწიფოების უდიდეს ნაწილში მთლიანი შიდა პროდუქტის ხვედრითი წილის ზრდას, მშრომელთა მდგომარეობა უარესდებოა, ან სულ უფრო უარესი ხდებოდა. მზარდი სოციალური კრიზისი შეეხო საშუალო კლასს. მოხმარების წინა დონე რომ შეენარჩუნებინათ, მტავრობებს ვალებში ჩავარდნა უხდებოდათ. მთავრობებმა აღმოაჩინეს რომ, სოციალურ პრობლემებზე და ეკონომიურ პროგრამებზე გათვლილი ხარჯების შემცირება იწვევდა იმას, რომ ვეღარ უმკლავდებოდნენ საბიუჯეტო დეფიციტს, პირიქით, ძლივს ახერხებდნენ თავის გატანას. კერძო და საზოგადოებრივი ვალი სწრაფად იზრდებოდა, თუმცა, თეორიის თანახმად ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო.

 

არაა გაასაკვირი, რომ მეოცე საუკუნის ბოლოს აღზევდა სტიქიური ანტიკაპიტალისტური რადიკალიზმი, რომლის ავანგარდში ამჯერად ახალგაზრდა საშუალო კლასი აღმოჩნდა. ამ მოძრაობამ ჟურნალისტებისაგან მიიღო უაზრო სახელწოდება *ანტიგლობალიზმი*, თითქოსდა ადამიანები კულტურული კავშირების გლობალიზაციის ან მსოფლიო ეკონომიკის ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. სინამდვილეში პროტესტი მიმართული იყო მთავრობის და მსხვილი კორპორაციების წინააღმდეგ, რომლებმაც შეძლეს თავიანთი ინტერესებისათვის სახელმწიფო პოლიტიკის დაქვემდებარება.

 

მოძრაობის მონაწილეები საკუთარ თავს უწოდებდნენ „ანტიკაპიტალისტებსა“ ან „ალტერგლობალისტებს“ და ამტკიცებდნენ, რომ საერთაშორისო დონეზე, ერთიანობით ისინი არა მარტო არ გამოდიოდნენ გლობალური კავშირების წინააღმდეგ, პირიქით, იმ „გლობალური სამოქალაქო საზოგადოების“ წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც ცდილობს მთავრობების და კაპიტალის ხელისუფლების შეზღუდვას. თუმცა პრესის მიერ თავსმოხვეული სახელწოდება _ „ანტოგლობალიზმი“, დამკვიდრდა, და ამაზე შეგუება მოუწიათ.

 

ნეოლიბერალების მმართველობის პერიოდში სახელმწიფოს ჩარევა არ შემცირებულა, ის ახშობს და ანგრევს იმ სტრუქტურებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან ბაზართან. გამარჯვებული იდოლოგიის თანახმად, ბაზარი-ბუნებრივი მოვლენაა, მაშინ როდესაც ნებისმიერი ურთიერთობანი, კავშირები, სტრუქტურები ან ინსტიტუტები, სხვა ლოგიკით არსებული, არის მცნება ხელოვნური და არაბუნებრივი.

 

მაგრამ თითქოსდა განგებ, მიუხედავად სისტემატიური ამოძირკვისა, ეს ურთიერთობები და ინსტიტუტები მაინც აღმოცენდებოდნენ და აღდგებოდნენ ისევ და ისევ, ისევე როგორც ადამიანური მოთხოვნებები, რომლებიც არ განისაზღვრებოდნენ მოგების რაოდენობით და თანხებით. სახელმწიფოები, რომლებიც მუდმივად რაღაცას ანგრევდნენ, აღმოჩნდნენ პერმანენტული ომის მდგომარეობაში საკუთარ საზოგადოებასთან. სწორედ პროტესტი სახელმწიფოს სოციალურ სფეროზე ამ პერმანენტული შეტევა გახდა ანტიგლობალიზმის არსი.

 

მოძრაობა ძალიან არ იღლიდა თავს პოლიტიკური ანალიზით და თეორიული ძიებით. და მიუხედავად იმისა, რომ მის რიგებში აღმოჩნდნენ მსოფლიო სახელის მქონე ინტელექტუალები, პრესის ყურადღებას იქცევდა არა მათი წიგნები და ლექციები, არამედ მასობრივი პროტესტები, მიმართული „დიდი რვიანის“ სამიტების, მსოფლოო სავაჭრო ორგანიზაციების შეხვედრების, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალიუტო ფონდის საწინააღმდეგოდ.

 

ანტიგლობალისტურ მოძრაობას რამდენჯერმე უწინასწარმეტყველებდნენ სწრაფ გაქრობას, და ჩქარ გადაშენებას, რადგანაც მას არ გააჩნდა გამოკვეთილი იდეოლოგიური დოქტრინა, არც ერთიანი ხელმძღვანელობა, არც მტკიცე სტრუქტურები, თუ არ ჩავთვლით ერთი ქვეყნიდან მეორეში მომთაბარე მსოფლიო და ევროპულ სოციალურ ფორუმებს. მაგრამ მოძრაობა აგრძელებდა ძალის დემონსტრირებას 2008 წლამდე, როდესაც უეცრად დაისახა მკვეთრი დაცემის კონტურები.

 

 

 

მემარცხენეების დაბნეულობა

 

 

 

და კვლავ მოძრაობის დაცემის მიზეზი მჭიდრო კავშირში იყო მის წარმატებასთან. 2008 წელს დაწყებულმა მსოფლიო კრიზისმა ეჭვს ქვეშ დააყენა, ნეოლიბერალიზმის პრინციპები და აიძულა მასში დაეჭვებულიყვნენ ისინიც კი, რომლებიც მას ქადაგებდნენ. მაგრამ ამ მომენტიდან „აგიტაციამ მოქმედებით“, რომელიც იყო ანტიგლობალური მოძრაობის მთავარი ფორმა, აზრი დაკარგა

 

. დღის წესრიგში დადგა საკითხი სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების კონკრეტული პროგრამების, პოლიტიკური მეთოდების და ინსტრუმენტების შესახებ, რომელთა საშუალებებით ეს გარდაქმნები მიიღწეოდა. გაჩნდა პარადოქსი _ ანტიკაპიტალისტური ან, ყოველ შემთხვევაში, მასებში კრიტიკული განწყობების ფონზე მემარცხენე აქტივისტები აღმოჩნდნენ დაბნეული, უმწეო, და უძლური სიტუაციიდან მოგების მიღებისთვის.

 

თეორიის, ორგანიზაციისა და პოლიტიკის უგულველყოფა, იყო ბუნებრივი რეაქცია სოციალ-დემოკრატების ოპორტუნიზმზე, კომუნისტური პარტიებისა და რეჟიმების კრახზე. მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ აპოლიტიკური მემარცხენეები უძლურნი არიან.

 

რეალური წარმატებები მიღწეული იყო იქ, სადაც მემარცხენეები იყვნენ პოლიტიკურად ორგანიზებული. მაგალითად, ლათინურ ამერიკაში. ზომიერი მემარცხენეები ბრაზილიასა და არგენტინაში, ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას, ისე, რომ არაფერს არ ცვლიდნენ. რადიკალურმა მთავრობებმა ვენესუელაში, ბოლივიასა და ეკვადორში გაუძლეს თავისი მოწინააღმდეგების ძლიერ ზეწოლას, მაგრამ გაუძლეს თავისი სიძნელეებს კაპიტალური კრიზისის დამღუპველი ზემოქმედებით, რომელზეც ისინი პასუხისმგებელნი არ იყვნენ. მაგრამ სიძნელეები იზრდებოდა ელვის სისწრაფით. და რაც არ უნდა აღტაცებულნი ყოფოლიყვნენ რომანტიულად განწყობილი ახალგაზრდები რუსეთში, უკრაინასა და დასავლეთ ევროპაში ლათინურ ამერიკელებით, საბოლოო ჯამში, „ალმოკიდებული კონტინენტის“ ბედი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ძველ სამყაროში.

 

ამავდროულად კრიზისიდან აშკარა მოგება მიიღო სხვადასხვა ნეოფაშისტურმა მოძრაობამ, რომლებიც 2000-იანი წლებს ბოლოსთვის იქცნენ რეალურ პოლიტკურ ძალად, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ხელისუფლებაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია და ავსტრია, რომელმაც შეძლო დამკვიდრება ნორვეგიიდან უკრაინამდე, მთელი ევროპის მუნიციპალურ ორგანოებსა და პარლამენტებში. აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის რესპექტაბელური ნაწილი თავზარდაცემული აკვირდებიან, როგორ იპყრობენ ორგანიზაციას *ბარბაროსები* აშკარა რასისტული იდეებითა და ლოზუნგებით, ხოლო ჩვენთან ქვეყანაში ლიბერალები და მამარცხენეები წუწუნობენ იმაზე, თუ როგორ აგროვებდნენ უფრო ბევრ მხარდამჭერს ულტრამემარჯვენე „რუსული მარშები“, ვიდრე ოპოზიციური ტუსოვკები.

 

მაგრამ მთავარი გამარჯვებულებები, ყველას გასაოცრად, აღმოჩნდნენ, და მაინც, ნეოლიბერალები. და რადგანაც მათი კურსის არანაირ პრაქტიკულ(პოლიტიკურად არსებულ) ალტერნატივას არ გვთავაზობდნენე, ისინი არამარტო შემორჩნენ პოლიტიკური კურსის სადავებთან, არამედ კრიზისთან დაკავშირებით მიიღეს კიდეც საგანგებო უფლებები, რომელიც დაუყოვნებლად იყო გამოყენებული სიციალური სახელმწიფოს ნარჩენებზე მორიგი შეტევისათვის.

 

ამ დროს, ნეოლიბერალების ეკონომიკურ ღონისძიებებს კი არ მივყავართ კრიზისზე საბოლოო გამარჯვებამდე, პირიქით,ახანგრძლივებენ კრიზისს. თუ 2010 წლის დასაწყისში იმედი იყო, რომ შეიძლებოდა მსოფლო კრიზისის შეჩერება ისეთი მძიმე დეპრესიის უფსკრულის ზღვარზე, როგორიც იყო 1929-1932 წლებში, დღეს სულ უფრო ნათელი ხდება , რომ წინ ახალი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რყევებია, . მთავარი საკითხი ის არის მხოლოდ, რა როლს ითამაშებენ ყველაფერ ამაში მემარცხენეები.

 

 

 

დაბრუნება სათავეებთან

 

 

გლობალური ბაზრის კრიზისი განაპირობებს ახალი საზოგადოებრივ-ეკონომიური კოორდინაციის მეთოდების ძიებას. უკვე დღეს არასასაქონლო მეურნეობის ელემენტები, ჩამოყალიბებულნი საინფორმაციო ტექნოლოგიებიის სფეროში, ობიექტურად ეჯახება კაპიტალისტური სისტემის შეზღუდვებს და ყოველ ფეხის ნაბიჯზე არასტაბილურს ხდის მას. საკმარისია გავიხსენოთ მსხვილი ბიზნესის წარუმატებელი ცდები, მსოფლიოსთვის მოეხვიათ ცენზურული რეჟიმი ინტელექტუალურ საკუთრებაზე. მემარცხენეები, პირიქით, უნდა დაეყრდნონ ასეთ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და გამოიყენონ ისინი ახალი სოციალური ურთიერთობების დასამყარებლად, ყველგან, სადაც ჩნდება შესაბამისი პირობები(ყველასათვის ხელმისაწვდომი ინტერნეტი, ღია პროგრამული უზრუნველყოფა, უფასო ინფორმაცია და კავშირი).

 

თანამედროვე მემარცხენეების პროგრამების მნიშვნელოვანი ასპექტია მოხმარების სოციალიზაცია, სამომხმარებლო საზოგადოების იმ მარწუხებიდან თავის დაღწევა, რომელშიაც საკუთარი თავი შეაგდო მსოფლიომ მეოცე საუკუნის ბოლოს. ინდივიდუალისტური მოხმარების თანამედროვე დონის შენარჩუნება და ზრდა, მისი ეკონომიკური ზრდის საფუძვლად ქცევით, უკვე შეუძლებელია, ამას მივყავართ ეკოლოგიურ კატასტროფამდე. აქ საქმე რესურსების შეზღუდულ რაოდენობასთან კი არა, არამედ ამ რესურსების გამოყენების ფორმებშია (ასეთ დამოკიდებულებაში არასაკმარისი აღმოჩნდება რესურსების ნებისმიერი რაოდენობა).

 

ეკოლოგიური კრიზისის პასუხი უნდა იყოს არა მოთხოვნილებების შეზღუდვა და ნაძელადევი თვიტშეზღუდვა, არამედ თავად მოხმარების წესების და წარმოების შესსაძლებლობების ტრანსფორმაციის რადიკალური შეცვლა. პრაქტიკაში მოხმარების ინდივიდუალისტური მეთოდები ისევე ადვილად შეიძლება შეიცვალოს კოლექტიურით, როგორც მგზავრობა კომფორტაბელური საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეიძლება გახდეს საავტომობილო საცობებში მრავალსაათიანი დგომის ალტერნატივა. მაგრამ რამდენად იოლად და აშკარადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს შემოთავაზებული გადაწყვეტილებები, მათი რეალიზაციისათვის საჭიროა საზოგადოების რადიკალურად შეცვლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეცვლა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბრძოლისა.

 

პოლიტიკის აუცილებლობა, ორგანიზაციის აუცილებლობა, აუცილებლობა პარტიების და კოალიციების შექმნისა, ფორმირებისა, ანტონიო გრამაშის სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი ისტორიული ბლოკისა, აი ესაა პრობლემები, რომელთა გადაწყვეტის გარეშე მემარცხენეებს მომავალი არა აქვთ. და მათი გადაწყვეტა თეორეტიკოსების საქმე კი არა, არამედ პრაქტიკოსების საქმეა, პრაქტიკოსების, რომლებიც თეორიაში კარგად არიან გარკვეულნი და რაღაც კუთხით თეორიისგან ჩამოყალიბებულნი.

 

დგება რთული, საშიში და საინტერესო დრო, როდესაც მემარცხენეებს მოუწევთ თავიანთი იდეოლოგიის სატავეებთან დაბრუნება, და ამავდროულად ორგანიზაციის ისეთი ახალი ფორმების შექმნა, რომლებიც ახალი საუკუნის, შეცვლილი სოციალური ბაზის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ბაზის, რომლის დიდ ნაწილს შეადგენს არა მუშათა კლასი , არამედ ნეოლიბერალური რეფორმებით დახშული საშუალო კლასი.

 

ეს რაღაცით იმ რეფორმაციას მოგვაგონებს, რომელიც ქრისტიანობამ გადაიტანა ახალი ეპოქის დასაწყისში. მარტინ ლუთერის და მისი თანამოაზრეების მიერ გამოცხადებული რწმენის განახლება დაიწყო მოწოდებით - დაბრუნებულიყვნენ საწყის ფუნდამენტალურ ღირებულებებთან. რწმენა ისევ გახდა აგრესიული და შეურიგებელი. სწორედ ეს სჭირდებათ ეხლა მემარცხენეებს. ამღვრეული ლაყბობა და აბსტრაქტიული უტოპიიები პოლიტიკური ინსტრუმენტად აღარ გამოდგება.

 

მემარცხენე მოძრაობა დღეს სჭირდებათ არამარტო მის მომხრეებს, ის ობიექტურად სჭირდება თანამედროვე საზოგადოებას, რადგანაც მისი ღირებულებების, იდეების და პროექტების გარეშე, არ შეიძლება განვითარების ისეთი ახალი მოდელის მოძიება, რომელიც პასუხობს ნეოლიბერალიზმის კრიზისისგან წარმოშობილ კითხვებს.

 

პრობლემა იმაში კი არაა, რომ მემარცხენეებს არ ჰყავთ თანამოაზრენი, ან მათი იდეებს არ ღებულობენ მასები, არამედ იმაში, რომ მემარცხენეებს აკლიათ პოლიტიკური და ინტელექტუალური სითამამე _ შემოგვთავაზონ რაღაც განსხვავებული წინააღმდეგობის გაწევის ჩვეული მოწოდებებისაგან. ისინი შეეჩვივენ დამარცხებას და ამაში პოულობენ მაზოხისტურ სიამოვნებას.

 

მანამდე სანამ პოლიტიკურ ავანსცენაზე არ გამოვა პოლიტიკოსთა ახალი თაობა, ორიენტირებული არა კრიტიკასა და წუწუნზე, არამედ ხელისუფლებისათვის ბრძოლაზე, არაფერი არ შეიცვლება. არც მემარცხენეთათვის, არც საზოგადოებისათვის.

 

თუ ცვლილებების დრო მომწიფდა, ესე იგი დადგა დრო ნამდვილი და არა სათამაშო პოლიტიკისა. ხოლო პოლიტიკაში იმარჯვებს ის, ვინც ენერგიულად და მკაფიოდ აყალიბებს თავის მიზნებს, შემდეგ კი ასევე ენერგიულად აღწევს მათ განხორციელებას.

 

მემარცხენეებმა დაივიწყეს ბოლშევიკების გაკვეთილები, მიანიჭეს რა უპირატესობა პოსტმოდერნისტულ ფილოსოფოსების ლამაზ დისკურებს. ლიბერალებისა და არსებულის წესრიგის მათნაირი მხარდამჭერებისთვის ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი კი ისაა რომ ეს წესრიგი მაინც თავისთავად ინგრევა . და ამით თუ არ ისარგებლებენ მემარცხენეები, მისი მემკვიდრე გახდება ფაშიზმის ესა თუ ის განშტოება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...