fashisti Posted April 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2011 რუსი მაღალჩინოსნები მსხვილი კომპანიების მართვას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ სპეციალური განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გასცა. მედვედევის გეგმის მიხედვით, პოლიტიკოსები კომპანიების მმართველობას 2011 წლის ბოლომდე შეწყვეტენ. პირველ რიგში, ეს მინისტრებს და ვიცე–პრემიერებს ეხება, რომლებიც ეკონომიკის განვითარებაზე არიან პასუხისმგებელნი. პრეზიდენტ მედვედევის თქმით, თანამდებობის პირების კონკურენტულ კომპანიებში მუშაობა ინტერესთა კონფლიქტს იწვევს, კორუფციის დონეს ზრდის და ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის. მედვედევის განცხადება ექსპერტებმა და მედიამ უკვე შეაფასა, როგორც პირდაპირი დარტყმა პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინზე. ქვეყნის პრემიერის უახლოესი მოკავშირე იგორ სეჩინი, რომელიც მაღალ თანამდებობას იკავებს, პარალელურად ქვეყანაში ნავთობსა და გაზს აკონტროლებს და კომპანია "როსნეფტს" ხელმძღვანელობს. ექსპერტები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება და ამას მედვედევის უკანასკნელი ინიციატივაც ადასტურებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted April 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2011 საქართველოს მაგალითი აიღონ. ბოკერია მაგალითად. მამამისი მართავს ბიზნეს, ბიკერია "სუფთაა" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted April 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2011 ვინ კითხავს მედვედევს ბალი ათი შაურიაო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted April 1, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2011 ისე მე რასაც ვატყობ პუტინმა პრეზიდენტის პოსტზე აირჩია მისი აზრით ყველაზე ბუნჩულა და ჩმორი კაცი და ასე თუ ისე მისაღები რომ მართოს იგი როგორც უნდა და რეალური ძალაუფლება კვლავ მას დარჩეს თუმცა რაღაც მიზეზების გამო დამოუკიდებლობა მოინდომა მედვედევმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2011 ისე მე რასაც ვატყობ პუტინმა პრეზიდენტის პოსტზე აირჩია მისი აზრით ყველაზე ბუნჩულა და ჩმორი კაცი და ასე თუ ისე მისაღები რომ მართოს იგი როგორც უნდა და რეალური ძალაუფლება კვლავ მას დარჩეს თუმცა რაღაც მიზეზების გამო დამოუკიდებლობა მოინდომა მედვედევმადა რა იცი რომ ეგ თავად პუტინის გადაწყვეტილება არ იყო მედვედევის გახმაურებული? )) ეხლა თვითონ როგორ დააკომენტარებს ეგაა საინტერესო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted April 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2011 ბენდუქიძეს აღარ აქვს ხომ ტანამდებობა უკვე? სასოფლო იყიდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.