Jump to content
Planeta.Ge

"იმედის" მამალი ტყუილი


Recommended Posts

DonCaredo

იქ რეებს აკეთებ ჰა?

რა ვიცი ყველგან ერთნაირად გადავწყვიტე :givi: რავა, არასწორია თუ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 109
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

DonCaredo

 

რა ვიცი ყველგან ერთნაირად გადავწყვიტე :givi: რავა, არასწორია თუ?

NickGil ნახე რა წერია და რა მოხდა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავარია ჩვენ რამხელა ვიქნებით მაგ მომენტისათვის :)

ხოდა, იქ რეებს აკეთებ ჰა? :)

მთავარია რუსეთს მოეხაზოს, ესააა ყველაზე დიდი კაეფი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავარია ჩვენ რამხელა ვიქნებით მაგ მომენტისათვის

მთავარია რუსეთს მოეხაზოს, ესააა ყველაზე დიდი კაეფი

ჩვენ გავბრწყინდებით :yes:

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ალბათ იჩალიჩებენ დაჩაგრული მაგრამ მოუდრეკელის ერის იმიჯზე :givi:

 

ჩვენ გავბრწყინდებით :yes:

 

მოკლედ აღარ იცი როგორი უზუზური მეთოდები გამოიყენო შენი საყვარელი ნაცმოს დასაცავად უკვე რააა

ამ ღვდელმა შეგიშალათ ხელი რომ სარჩელი სათანადო ინსტანციისთვის გადაგეგზავნათ ხო? :what:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი, რას ამბობს ლევან ალექსიძე:

როდესაც ქვეყნის ინტერესები საფრთხის წინაშე დგას, არ შეიძლება გადაწყვეტილებები არაკომპეტენტურმა ჩინოვნიკმა მიიღოს

http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...ma-miighos.html

 

ჰააგაში, კერძოდ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში ქართული მხარის სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ "ინტერპრესნიუსი" საერთაშორისო სამართლის ექსპერტს, პროფესორ ლევან ალექსიძეს ესაუბრა.

 

_ ბატონო ლევან, გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები გაკეთდა. რა გადაწყვეტილება მიიღო ჰააგის სასამართლომ და შედეგის თვალსაზრისით, როგორია იგი ქართული მხარისთვის?

_ ჰააგაში რამდენიმე სასამართლო მდებარეობს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგიერთ ინფორმაციაში ნათქვამია, თითქოს საქმე განიხილა ჰააგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ. ჰააგაში ასეთი სასამართლო არ არსებობს. იქ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, იუგოსლავიის მოვლენებთან დაკავშირებით მოქმედი ტრიბუნალი და გაერო-ს დაარსების დღიდან არსებული გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო, ანუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო.

გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო იხილავს საქმეებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოებს შორის. როცა ერთი მხარე უჩივის მეორე მხარეს, ხოლო მეორე უარზეა, ამ შემთხვევაში სასამართლო საქმეს ხელს ვერ მოკიდებს. ამიტომ, იმ საკითხის დასმა, რაც აგვისტოს ომის დროს ამოხდა, ამ სასამართლოში არ შეიძლებოდა.

დაირღვა ჰუმანიტარული სამართალი, რუსეთი შემოვიდა საქართველოში და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ინტერვენცია მოახდინა. მე ამის შესახებ მაშინაც ვამბობდი, როცა ჩვენი ოპოზიცია ყიჟინებდა, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო და ყველაფერი ჩვენი ბრალია. დღეს არავის ეჭვი არ ეპარება, რომ 2008 წლის აგვისტოში იყო საქართველოს წინააღმდეგ აგრესია, ოკუპაცია და ინტერვენცია, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ამაზე ტალიავინის მოხსნებაც ძალიან კარგად მეტყველებს. სამწუხაროდ, ჩვენ სარჩელში ეს სათანადოდ არ ასახულა.

ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი აქტიურად უწევდა პროპაგანდას ჩვენს მიერ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანას და ასეთი პოზიციის დასაბუთებას დღემდე აგრძელებს. ჩემი აზრით, ქართულმა მხარემ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი ნაჩქარევად, 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. ასეთი რამ, ასე ნაუცბათევად არ ხდება. საერთაშორისო სასამართლო ისეთი ორგანოა, რომელიც წლების მანძილზე იხილავს საქმეებს.

გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით დავა 1990-იან წლებიდან მოყოლებული, 2008 წლის აგვისტომდე არ არსებობდა. ეს საკითხი საქართველომ მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს წამოჭრა. რუსეთს სურდა, ჩვენს სარჩელზე მხარედ არ ეღიარებინათ, მაგრამ სასამართლომ რუსეთი მხარედ მაინც სცნო. აშკარაა და ყველამ იცის, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა და ამისათვის სასამართლო საჭირო არ იყო. იმავე ევროპის საბჭომ, ევროკავშირმა და ნატო-მ საქართველოს საკითხში რუსეთი აღიარეს მხარედ და საუბრობენ საქართველო-რუსეთის ომზე. სასამართლომ მიიღო რუსეთის საპასუხო არგუმენტები - საქართველომ სასამართლოს არასწორად იმის გამო მიმართა, რომ "კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ", რომელსაც ქართული მხარე თავის სარჩელში უთითებს და, რომლის ძალითაც რუსეთი ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში, შესაძლოა იყოს სარჩელის საფუძველი, მაგრამ საქართველომ ამ კონვენციის სრულად ასამოქმედებლად არ დაიცვა წინაპირობები, რითაც სასამართლოში რუსეთის მიყვანა შეიძლებოდა.

რაში მდგომარეობს ეს წინაპირობები? უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, მოსარჩელე მხარე შეეცადოს პრობლემის მოლაპარაკებებით მოგვარებას. თუ ეს მოლაპარაკებების გზით ვერ მოხერხდა, მაშინ არსებობს რასობრივი დისკრიმინაციის კომიტეტი, რომელშიც საკითხის განხილვა 5-პუნქტიანი პროცედურის დაცვით უნდა წარიმართოს. 5-პუნქტიანი პროცედურა ითვალისწინებს იმასაც, თუ როგორ უნდა უჩივლო, როგორ უნდა იყო განხილული საქმე და როგორ აცნობონ რუსეთს, ეს კი, არ არის შესრულებული.

სასამართლომ გადაწყვეტილების მისაღებად იხელმძღვანელა დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კონვენციის 22-მუხლით, რომელშიც ნათქვამია, რომ კონფლიქტი პირდაპირი მოლაპარაკებების ან ამავე კომიტეტის საშუალებით უნდა მოწესრიგდეს. საწყენია სასამართლოს გადაწყვეტილებაში შემდეგი ჩანაწერი - ქართულმა მხარემ აღიარა, რომ რუსეთის წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის საერთაშორისო კონვენციის ასამოქმედებლად, ანუ საკითხის დასასმელად, ყველა ეტაპი და პროცედურა არ გაუვლია. ქართულმა მხარემ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში საქმე სარჩელის არასწორად შეტანის გამო წააგო.

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით რუსეთი მხარეა, მაგრამ მხოლოდ აგვისტოს ომის შემდეგ. სასამართლოს ვინმეს ბრალეულობა და დამნაშავეობა არ განუსაზღვრავს. სარჩელში საქართველო მიუთითებდა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონებში: ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რასობრივი დისკრიმინაცია და ეთნიკური წმენდა გრძელდებოდა 20 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, სასამართლომ ეს უარყო. ამ შედეგზე ამდენი რესურსისა და დროის სადარჯვა ჩემთვის გაუგებარია.

რუსეთი თავიდანვე აცხადებდა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის კონვენცია, რაც საფუძვლად დაედო ქართული მხარის სარჩელს, არ შეიძლებოდა ყოფილიყო იმის საფუძველი, რომ სასამართლოს დაეწყო საქმის არსებითად განხილვა და სასამართლოში რუსეთის იძულებით მოყვანა. სასამართლოს საბოლოო დასკვნა ასეთია – გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს ქართული მხარის სარჩელის განსახილველად სათანადო იურისდიქცია იმის გამო არა აქვს, რომ ის პროცედურები, რომელიც ამგვარი საქმის განხილვას საჭიროებს, დარღვეულია, ანუ არ შესრულებულა.

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ დედა მიჩექმინლებს ევროპის სასამართლო ქართული სასამართლო გონიათ, სადაც არც პროცედურების დაცვა არაა საჭირო,

არც სათანადო პროცედურები

 

ქართულმა მხარემ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში საქმე სარჩელის არასწორად შეტანის გამო წააგო

 

არის თუ არა ეს ქართველი ერის ინტერესების ღალატი?

როდესაც მოსაგებ საქმეს არაკომპეტენტურობის გამო აგებ, იმიტომ რომ თინა ბურჯალიანი არის დებილი და ვინც თინა დააასაქმა ისიც არია ათასჯერ დებილი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ დედა მიჩექმინლებს ევროპის სასამართლო ქართული სასამართლო გონიათ, სადაც არც პროცედურების დაცვა არაა საჭირო,

არც სათანადო პროცედურები

 

 

 

არის თუ არა ეს ქართველი ერის ინტერესების ღალატი?

როდესაც მოსაგებ საქმეს არაკომპეტენტურობის გამო აგებ, იმიტომ რომ თინა ბურჯალიანი არის დებილი და ვინც თინა დააასაქმა ისიც არია ათასჯერ დებილი

 

კარგით რა ნუ გადაეკიდებთ ერთ წინადადებას. 100%- დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სარჩელის სწორ შემთხვევაშიც არ გამოიტანდნენ ჩვენს გასახარებლ განაჩენს:), მაქსიმუმ არც გაჭრიდნენ და არც შეკერავდნენ, რამე ნეიტრალურს, "ორივე მხარეს დაადანაშაულებდნენ" მოკლედ, ჩვენთვის არასასურველ განაჩენს გამოიტანდნენ. სარჩელის არასწორი შეტანა, არ ნიშნავს სარჩელის გაბათილებას. შეასწორონ და შეიტანონ.

 

რომელს გჯერათ ეხლა ის რომ გაერო რუსეთის ასეთ განაჩენს გამოუტანადა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიმინოში რომ ფრუნზიკა ყვება ჟიგულებზე, ის მახსენდება, " эти жигули, ЧЕМ думают, я не знаю" :) Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით რა ნუ გადაეკიდებთ ერთ წინადადებას. 100%- დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სარჩელის სწორ შემთხვევაშიც არ გამოიტანდნენ ჩვენს გასახარებლ განაჩენს:), მაქსიმუმ არც გაჭრიდნენ და არც შეკერავდნენ, რამე ნეიტრალურს, "ორივე მხარეს დაადანაშაულებდნენ" მოკლედ, ჩვენთვის არასასურველ განაჩენს გამოიტანდნენ. სარჩელის არასწორი შეტანა, არ ნიშნავს სარჩელის გაბათილებას. შეასწორონ და შეიტანონ.

 

რომელს გჯერათ ეხლა ის რომ გაერო რუსეთის ასეთ განაჩენს გამოუტანადა.

შენ გააკეთე სწორად რაც გევალება და დანარჩენი უფალმა იცის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეს ამერიკელი, გერმანელი, იაპონელი და ფრანგი მოსამართლე რა არაკომპეტენტურები ყოფილან, კანონების აზრზე არ არიან

ეხლა არაფრის გაგება რომ არ გინდათ ეს აშკარად ჩანს.მაგი დაგიწერეთ სწორედ რომ ჯერ კიდევ საქმის შეტანის დროს 2008 წელში 8 მოსამართლე 7 წინააღმდეგ ამბობდა რომ პირველი შეხედვით ამ საქმის განხილვა შეიძლებაო.ხოლო 7 თქვა რომ პროცედურები არააო დაცული.ეს ნასმდვილად უნდა გაეთვალისწინებია ჩვენს ხელისუფლებას,ნაჩქარევად და მხოლოდ პიარისთვის რომ შექონდა სარჩელი. უკვე 2011 წელს კი 10 თქვა რომ პროცედურები არააო დაცული და საქმეს ვერ განვიხილავთო.

ესაა და ეს,მეტი არაფერი და შესაბამისად აბსოლუტურად ცალმხრივ და მიკერძოებულ მსჯელობას და რაც მთავარია რუსების პროპაგანდას აყოლილობას (ჩემს რომელ პოსტში ნახეთ ეს,თუ შეიძლება მიმითითეთ) ვერანაირად ვერ მოვითმენ.მითუმეტეს მთელი თემის განმავლობაში ძალიან დაწვრილებით გისაბუთებდით ყველა ჩემს მოსაზრებას.

ხო კიდევ ერთი,кнр-ჩრდილოეთ კორეა კი არაა,არამედ ჩინეთი.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

რომელს გჯერათ ეხლა ის რომ გაერო რუსეთის ასეთ განაჩენს გამოუტანადა.

1986 წელს ნიკარაგუამ ამერიკას უჩივლა ამ სასამართლოში და მოუგო.საქმე ეხებოდა ამერიკელების მიერ ე.წ. კონტრასების დახმარებას მაშინდელი ნიკარაგუის მთავრობის წინააღმდეგ.

თუმცა შტატებმა ფეხებზე დაიკიდა ეს გადაწყვეტილება და როცა ნიკარაგუამ უკვე გაეროს უშიშროების საბჭოში შეიტანა საჩივარი, ამერიკა გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებსო,მან უბრალოდ ვეტო დაადო საბჭოს რეზოლუციას.რუსეთის შემთხვევაშიც ალბათ იგივე მოხდებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ გააკეთე სწორად რაც გევალება და დანარჩენი უფალმა იცის

 

უფალმა გაეროს გარეშე იცის.

 

უბბრალოდ ახელა ისტერიკის ატეხვა არ ღირს.

თუმცა ასე გაეროს დამპალი სახე ვანახეთ მსოფლიოს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ველი ოპოზიციური პარტიების მხრდიან სათAნადო რეაგირებას,

როგორც 2008 წელს იმთხლევა ამ ხელისუფლებამ და ჯარი გადამალა,

შეატავო რა ქართული მიწები და მოსახლეობა მტერს (ჯარი გამოაპარეს და მოსახლეობა იქ დატოვეს)

იგივე მთხლეობა გააკეტეს ეხლა,

ოღონდ ამჯერად სამართლებრივი კუთხით განიცადა ხელისუფლებამ სრული ფიასკო,

 

როდემდე უნდა დაგვდონ რუსებმა ბეჭებზე?

ყვეალფერში რავა უნდა გვაჯობონ,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...