lasha_alo Posted March 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2011 (edited) ხელისუფლებამ დრო იხელთა და ფაქტიურად ჩაშალა მოლაპარაკებები. ამის საბაბი მაჟორიტარების პრობლემა გახდა, თუმცა როგორც ჩანს, მათ დისკომფორტს უქმნით მოპასუხის პოზა და კუბლაშვილის ჯგუფზე უშუალოდ რეტროგრად პრეზიდენტიდან წამოვიდა დიდი ზეწოლა . რატომ აიჩემა სააკაშვილმა ეს თემა? 1) პარტიებზე ნაცების პოპულიზმი არის სუფთა დემაგოგია.ყველაზე ბნელი თემა მაჟორიტარებთან გარიგების პრობლემაა. ვიცით ჩვენ თუ რა მოტივაციით ეწევა ეს ხალხი "მეცენატობას"? რა მოგებას ნახულობენ ,თუ ექცევიან პერიფერიების საკითხების გადაწყვეტის წნეხში? ნწუ არა. თუ ქველმოქედნი არიან,სახელმწიფომ ხელი შეუწყოს დონორებს თუ მეცენატებს. აუცილებელია პოლიტიკოსის რანგში იყვნენ ,სადაც მათი ძირითადი საქიანობა საკანონმდებლო მუშაობააა და არა ის ,რაც მუნიციპალიტეტების სამუშაო არეალია ?! 2) როგორც წესი, თითოეული მაჟორიტარი კისრულობს რაიონში ხმების მოგროვებას. გამოიყენება სხვადახვა მექანიზმი, დაპატიმებული ადამიანებით მანიპულაციებიდან სახელმწიფო თანხებით გათვალისწინებული გეგმიური სამუშაოების პარტიულ ყულაბაში მოთავსებამდე. ესაა საარჩევნო კორუფციის სათავე და ხელისუფლებისათვის მნიშველოვანია, რომ რაიონში ავტორიტეტუული ადამიანებით საკუთარი პიარი უზრუნველყონ. სხვისი ხელით აპირებენ საკუთარი კეთილდღეობა გაიმყარონ. 3)მაჟორიტარის სპეციფიური ფუნქციებიდან გამომდინარე, ის არ ერთვება პოლიტიკურ ბატალიებში, ხელს უწევენ ყველაფერზე,რასაც ეუბნებიან, სამაგიეროდ, "რაიონზე ჩაფიქრებულნი" აპელირებენ ადგილობრივი მოსახლეობით. რომელი რეჟიმიც არ უნდა მოვიდეს, სისხლიანი გადატრიალებაც რომ მოხდეს, ისინი ყოველთვის იქნებიან მმართველი უმრავლესობის მხარეზე, ესაა კანონზომიერება. ამიტომ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ასეთი არადგრადი ადამიანების პარლამენტში შეყვანა კატეგორიულად მიუღებელია. 4)იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციონერი მოახერხებს და დეპუტატად გავა, რაიონის დაფინანსებაზე შესაძლებელია მანიპულაციები.არაერთი ამ ტიპის ფაქტი დაფიქსირდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხალხმა გარისკოს ერთადერთ შემთხვევაში,თუ ძალიან ოდიოზური ტიპი დაასახელეს ნაცებმა, შესაძლებელია გავიდეს ალტერნატიული კანდიდატი,თუმცა ამის ალბათობა 70დან ერთი ან ორია,რადგანაც სახელმწიფო აპარატი შეეცდება გამოიყენოს ყველა ბერკეტი პოლიციიდან დაწყებული პატიმრობაში მყოფი პირის ნათესავის ცრემლებით დასრულებული. 5)პარტიების თემა. არაა დრო კონკურენცია მიდიოდეს პოლიტიკურ კონცეფციებს შორის და არა ....ეს კიდევ სხვა პრობლემააა.პს ილუსტრაცია:კლასიკური მაჟორიტარი-http://krtsanisi.majoritarian.ge/uploads/slide-img.pngძია სპონსორი მისამღერისულ ასე ხომ არ იქნებაჩვენი საბავშვო ბაღი,გამოგვიჩნდება სპონსორიძია დილარის სახით. მისამღერი: სპონსორი, სპონსორიძია დილარის სახით. გამოცვლის ამ ძველ კარ-ფანჯრებს,დახურავს ალბათ სახურავს,იხარებს დიდიც, პატარაცჩვენი საბავშვო ბაღისა მისამღერი: ბაღისა, ბაღისა,ჩვენი საბავშვო ბაღისა. ჩვენსა და მთავრობას შორისძია დილარი ხიდია.მას შეუძლია გვიშველოსთუ არის კარგი ბიძია მისამღერი: ბიძია, ბიძია,თუ არის კარგი ბიძია. მისამღერი: გვექნება, ბავშვებო,ლამაზი კარგი ბაღი.იხარეთ, იმრავლეთ,ბევრი პატარა ბავშვი.იხარეთ იმრავლეთ,ბევრი პატარა ბავშვი. Edited March 31, 2011 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted March 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2011 მე მართალი გითხრათ ვთვლი რომ იმდენი მაჯორიტარული ოლქის თუ ადგილის ყოლა პარლამენტში, სადაც უმრავლესობა მაინც პარტიული სიით არის შეკოწიწებული, არ არის გამართლებული.ჯერ უნდა დაიყოს სამხარეო ადმინისტრაციებად ქვეყანა, დაიყოს ის რეგიონებად ისტორიული და კულტურილი ტვალსაზრისით, გაუქმდეს რაიონები, რადგან ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, ამდენი ბიუროკრატიულ ადმინისტრაცილული აპარატის შენახვა არამიზანშეწონილია. მოხდეს ხელისუფლების გადანაწილება რეგიონებში და ამ რეგიონებიდან მაჯორიტარული არჩევნების მეშვეობით შედგეს ის საკანონმდებლო თუ მაკონტროლებელი ორგანო(სენატის მაგვარი) რომელიც ცალკე იქნება გამოყოფილი პარტიული სიით გასული დეპუტატებისგან. გაიყოს პარლამენტსა და სენატს შორის უფლებამოსილებები. აქედან სენატს როგორც წარმომადგენლობითს რეგიონებიდან მიეცეს მეტი უფლებები და სტატუსი. რა თქმა უნდა კვოტებიც თანაბრად შეიძლება იყოს გადანაწილებული ერთ სულ მოსახლეზე რეგიონების დასხლებიდან გამომდინარე. მსხვლ ქალაქებს უნდა ჰქონდეთ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით თავისი კვოტები სენატში. მაგრამ რეგიონს როგორც ასეთს, ყავდეს ერთი მხოლოდ. მაგალითად გურიის, სამეგრელოს, აჭარის, ქართლის, კახეთის და ასე შემდეგ. და არა რაიონებიდან მაგალითად გურიაში 3 რაიონია,აჭარაში 5 რაც ყოვლად უაზრობაა და არა მიზანშეწონილი რომ ასე დარჩეს და ყველა რაიონიდან მაჯორიტარი იყოს.არცერთი რეგიონი არაა იმხელა საქართველოში, რომ ერთი მაჟორიტარი არ იყოს საკმარისი.ანუ მათი რაოდენობის შემცირებით, მათი უფლებების გაზრდა უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნია და არა საერთოდ მაჟორიტარებზე უარის თქმა. გარდა ამისა აღმასრულებელ ხელისუფლებასაც რეგიონებში თითო ცარმომადგენლობა უნდა ყავდეს და არა იმდენი რაიონების მიხედვით როგორც დღეს არის. რაც ნაკლები იქნება მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის სუამავალი, ნით უკეთესი იქნება ერთისთვისაც და მეორესთვისაც. გარდა ამისა უზარმაზარი თანხები გამონთავისუფლდება არაფრისმაქნისი მუქთამჭამელების შენახვიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 31, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2011 გაიყოს პარლამენტსა და სენატს შორის უფლებამოსილებები. ეს ურტულესი ტემაა და საკმაოდ მძიმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted March 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2011 ჩვენსა და მთავრობას შორისძია დილარი ხიდია.მას შეუძლია გვიშველოსთუ არის კარგი ბიძია მთავრობასაც და დილარსაც ბავშვები ფეხზე ჰკიდია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted March 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2011 ეს ურტულესი ტემაა და საკმაოდ მძიმე.არაფერია რთული, თუ საღი აზრი და მონდომება არის შემდეგ მისი განხორციელებისთვის. რთული ის უფრო მეტია მგონი რაც დღეს გვაქვს სახეზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2012 მაჟორიტარებიც ვერ უშველით ნაცებს...! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 22, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2012 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.