Jump to content
Planeta.Ge

ხელისუფლება რვიანთან მოლაპარაკებას წყვეტს...


Recommended Posts

babuagiorgi

სახელმწიო ობიექტის მშენებლობა იყო.

მე ვფიქრობ ჩივილს, მაგრამ შანსი ცოტაა. კანონით არ არიან ვალდებული აგინაზღაურონ

ანუ სახელმწიფო ობიექტს აშენებდნენ და შენი ბიზნესი მიგიხურეს რადგან ხელს უშლიდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ანუ სახელმწიფო ობიექტს აშენებდნენ და შენი ბიზნესი მიგიხურეს რადგან ხელს უშლიდა?

:givi: არა კაცო, ეს რომ გაეკეთებინათ დედას ვუტირებდი. გზა გადაკეტეს. თან 45 დღით ვითომ. არა და დაკეტილი იყო 2 წელი. მოკლედ მისასველი გზა არ იყო, რაღაწ წვრილი ბილიკი და ვაბშე არ სჩადა ობიექტი. რომ მცოდნოდა რომ არ იყო 45 დღე მაშინატვე გავყიდი, თუნდაც იაფად და არ დამიჯდებოდა ამდენი. წარმოიდგინე 2 წელი ქირა, ელექტროენეგია, გათბობა, მომსახურებო მიჯდებოდა თვეში 500-600 ევრო.

 

ისე ხელი არ მაქვს ჩაქნეული, ჩივილით ვჩივლობ. შანსები არის. პროსტო დრო უნდა რა.

 

აქ გზას აშენებენ ერთ ქალაქში და ყველამ იაფად გაყიდა მაშინ მიწები. ერთმა ქალმა არ გაყიდა და ითხოვდა რაღაც ასტრონომიულ თანხას.3 წელია დააგვიანეს ამის გამო. მაგრამ ბოლო-ბოლო გადაუხადეს ამ ქალს ეს თანხა. ასეთი რამ პრობლემა არაა.

ჩემს შემთხვევაში არ გაამართლა სადღაც და მოიტყუეს რა დროში.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ეს რაუნდი ოპოზიციამ მოიგო ჩემი აზრით...

 

ცხადად გამოჩნდა უკვე რომ ხლეისუფლება არაფრის დათმობას და რაც მთავარია

 

არჩევნებით წასვლას არ აპირებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რა ანგარიშით ?

მშრალი ანგარიშით...

 

თუმცა, ვინც ვერ გაიგებს... იმათ განვუმარტავ, ჩვენ ოპოზიციას განსაკუთრებული ნიჭი აქვს მოგებული წაგებულად აქციოს, ასე რომ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აპარლამენტო უმრავლესობა "რვიანის" აბსურდულ წინადადებებზე მსჯელობას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა.

 

"ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციურ პარტიებს არა აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერის იმედი. აქედან გამომდინარე, უნდათ ქართველი ხალხი და ამომრჩეველი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვონ და მთლიანი საარჩევნო კოდექსი მოარგონ თავიანთ ვიწრო პარტიულ ინტერესებს", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, მიაღწიოს მიზანს, რომელიც თბილისის პარტიულ ოფისებში 20-30 კაცის შეკრებით გადაწყვეტს, ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა.

 

"ეს არის ის ძირითადი დედააზრი, რაც ჩადებულია რთულ კონსტრუქციაში, რომელიც მათ წარმოადგინეს. მათი წინადადება გულისხმობს, რომ თუ რაიონს ეყოლება მაჟორიტარი, ასეთ შემთხვევაში პროპორციული სიით ვეღარ შეგყავს. ამ კონსტრუქციით ხალხის ხმას აღარ მიენიჭება უპირატესობა და ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც გარიგდებიან პარტიულ ოფისებში", - დასძინა უმრავლესობის ლიდერმა.

 

ცისკარიშვილის შეფასებით, ოპოზიციის აღნიშნული შემოთავაზება თვითონ არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამის გათვალისწინებით "ამ აბსურდულ წინადადებაზე მსჯელობა წარმოუდგენელია".

 

შეგახსენებთ, რომ "რვიანი" ხელისუფლებას სთავაზობს, ამომრჩეველთა ერთიანი სია შედგეს და პირადობის მოწმობები გაიცეს მოქალაქეთა ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე. ასევე, მათ მიერ ადრე წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის პარალელურად, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის სრულფასოვან წარმომადგენლობას პარლამენტში, დამატებით წარმოადგენენ საარჩევნო სისტემის ორ მოდელს.

 

ერთი მოდელი ითვალისწინებს, რომ პარლამენტის ნახევარი აირჩევა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან 50%-იანი ბარიერით. პარლამენტის მეორე ნახევარი აირჩევა პროპორციული სისტემით ერთიანი პარტიული სიებით. ამასთანავე, პარლამენტში პოლიტიკური პარტიების (ბლოკების) მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრება მათთვის პროპორციულ არჩევნებში მიცემული ხმების მიხედვით. შესაბამისად, მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული ყველა კანდიდატი მიიღებს მანდატს; ხოლო პარტიას პროპორციული არჩევნებიდან მიეკუთვნება მხოლოდ იმდენი მანდატი, რამდენიც საჭიროა განსაზღვრული რაოდენობის უზრუნველსაყოფად. პარტია (ბლოკი) განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ მანდატს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ რაოდენობას გადააჭარბებს პარტიის (ბლოკის) მიერ მაჟორიტარული წესით მოპოვებულ მანდატთა საერთო რაოდენობა;

 

რაც შეეხება მეორე მოდელს, "რვიანი" მიიჩნევს, რომ პარლამენტის 2/3 უნდა აირჩეს პროპორციული სისტემით, ერთიანი პარტიული სიებით, ხოლო 1/3 - ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 50%-იანი ბარიერით.

 

 

––

 

 

მორჩა კინო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...