Jump to content
Planeta.Ge

ხელისუფლება რვიანთან მოლაპარაკებას წყვეტს...


Recommended Posts

newstudio

ხელისუფლება რვიანთან მოლაპარაკებას წყვეტს... რადიკალებო წელცომე

 

 

 

დამიჯერეთ ხოლმე როცა რაღაცას გეებნებით. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამიჯერეთ ხოლმე როცა რაღაცას გეებნებით. :)

ეს მოლაპარაკება ზრდილობის ამბავი იყო.

ახლა ხელ-ფეხი ეხსნება ოპოზიციას...

 

მაგრამ აი იკაკო და ქრისტიან დემოკრატები რომ მაინც მოლპარაკებებისკენ გაიწევენ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მოლაპარაკება ზრდილობის ამბავი იყო.

ახლა ხელ-ფეხი ეხსნება ოპოზიციას...

 

 

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ აი იკაკო და ქრისტიან დემოკრატები რომ მაინც მოლპარაკებებისკენ გაიწევენ :givi:

 

მოდით მოგიახლოვებთ სიტუაციას.

ჩემი ინფორმაცით არა მარტო რვიანში, არამედ მის გარეთაც ტრიალებს აზრი, რომ ალასანია სახიფათო ფიგურაა, მაგრამ ალასანიაზე მეტი სახიფათო არის თარგამაძე. აქედან გამომდინარე, თუ ალასანია არა, მაშინ ამერიკელები (დასავლეთი) თარგამაძესთან ისაუბრებრებენ. მხოლოდ ამის გამო მომენტალურად ამჯობინებენ ალასანიასთან "კონტაქტს", ისინიც კი ვისაც ალასანიასი არ სჯერა.

ალასანიას ბოლო ამერიკული ვოიაჟი ზუსტად რომ ამ "ამერიკულ იმიჯის" იმიტირება იყო.

 

დასავლეთისთვის გარე ოპოზიცია მისაღები იქნებოდა, თუ არა თარგამაძე, ალასანია, რესპები და მემარჯვენეები თუ არ ვცდები. ეს ე.წ. კონსტუქციულები უშლიან დასავლეთს სხვა ოპოზიციური ძალის აღქმაში ხელს.

აქედან წმინდა რუსული ძალაც იკვეთება ბურჯანაძე, ნოღაიდელი და არ არის გამორიცხული ოქრუაშვილიც. რაც ასევე მიუღებელია დასავლეთისთვის

 

ეხლა ასეთი საწინააღმდეგო ოპოზიციური ძალების მრავალფეროვანი პოლარიზაცია ამ რეჟიმის წისქვილზე ასხამს წყალს.

 

ფაქტიურად დღეს დიდი არჩევანი არაა და სააკაშვილი ბრწყინვალედ ათამაშებს"კოსტრუქციულ" ოპოზიციასთან დემოკრატიული წყობის"მშენბლობის" ილუზიას.

დასავლეთსთვის გარე ოპოზიცია (მოჯირითე მიტინგული) სადღაც მიუღებელია. ამ მიუღებლობას ქრისტიან დემოკრატები ეხმარებიან . ესენი რომ არ იჯდნენ დღეს პარლამენტში და ზოგიერთები კონსტურქციულობას არ თამაშობდეს, მაშინ სულ სხვა სურათი იქნებოდა ოპოზიციისადმი დამოკიდებულების, რაც რეჟიმს ძალიან გაურთულებდა დემოკრატიულობის თამაშს. ხო, ამ პადოშა, კოკო და სხვებს საერთოდ არ აღიქვამენ. ესენი ცარიელი სკამის როლს თამაშობენ როგორც გარეთ, ასევე შიგნით.

 

ეხლა რომ არ გავარჩიოთ ვინ არის მართალი და მტყვანი, აქ გამოსავლი იქნებოდა ასეთი სვლა.

 

გარე ოპოზიციური ძალები, ამ შემთხვევაში ე.წ. რუსული მიმათულების ძალებიც კი, "კონსტუქციულ" ოპოზიზასთან დებენ ხელშეკრულებას, რომ ორივე მხარე მხარდაჭერას გამოთქვამს ერთიან ბრძოლის მეთოდზე.

 

კონსტუქციული ოპოზიცია აგრძელებს რეჟიმთან დემოკრატიული კატათაგობანის თამაშს, მხოლოდ მთელი ოპოზიციის სახელით და არა რაღაც რვიანებით.

გარე ოპოზიცია იწყებს მასიურ მიტინგებს და ამავე დროს მხარს უჭერს ამ "კონსტურქციული" ოპოზიციის რეჟიმთან მოლაპარაკებებს.

მოკლედ ორივე პოლუსი ურთიერთმხარდაჭერით სხვა და სხვა გზებით აწვებიან რეჟიმს.

 

ამ შემთხვევაში რეჟიმს გამოეცლება ხელიდან სალაპარაკო, რომ "აი ოპოზიცია მხოლოდ მოლპარაკების მაგიდაზეა და დანარჩენი ოპოზიცია არ აღიქმევა". ამ შემთხვევაში რეჟიმს გაუჭირება რეპრესიებისა და ძალის გამოყენებას.

ასევე დასავლეთისთვის მისაღები გახდება გარეოპოზიციის მასიური გამოსვლები "კოსტრუქციული" ოპოზიციის მხარდაჟერის ფონზე.

 

მოკლედ ვინც ასეთ მოლაპარაკებაზე არ წავა, ფაქტიურად ნაციონალი იქნება არ მარტო საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ დასავლეთისათვისაც. მინიმუმ ეს გვანახებს იმას, თუ ვინ არის ოპოზიცია და ვინ ამას თამაშობს.

აი ამ ინიციატივაზე მქონდა საუბარი, როდესაც ამ ფორუმის რამოდენიმე თემაში ეს აზრი წამოვწიე.

 

ის რაც დღეს ხდება არის "ლებედ რაკ ი შჩუკას" ამბე და ფაქტიურად აწყობს რეჟიმს და "კოსტრუქციული" ოპოზიციის ნაწილს.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. თუ ასეთი მოლაპარაკება შედგება, ამ მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი უნდა იყოს ის, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს და რეჟიმი გადადგება, ან წააგებს, მაშინ ყველა პარტია დებს სიტყვას, რომ მომავალი არჩევნი ჩატარდება ისეთი საარჩევნო კოდექსით, რომ საქართველოში ყველა პარტიას თანაბარი შანსი ექნბა არჩევნებში მონაწილეობისას.

აქ კი აუცილებელი იქნება საარჩევნო კოპმანიისას დახარჯული თანხების მაქსიმუმი ზღავრის დაყენება და ეს 2 მილიონი ლარი + თანაბრი მედიასაშუალებებში რეკლამა პრინციპით "ან ყველა ან არცერთი"

 

ეს აუცილებელია უკვე მომავალი პარლამენტისა და ხელისუფლების კონკრეტული სელექციისათვის. უბრალოდ ის ვაიმოჯირითე და სხვა უუნარო პოლიტიკოოებისა და საღი აზროვნების პოლიტიკოსების გასანიჯნად. თან ეს მინიმუმ გარე ძალების ზეგავლენის მინიმალიზაციისათვის არის აუცილებელი. :)

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს და რეჟიმი გადადგება,

 

თავისი ნებით ნაცები არჩევნებს არ ჩაატარებენ (რაც იყო ის არჩევნები არ იყო). თავისი ფეხით ციხეში არც ერთი ჭკუადმყოფელი არ შევა.

ნაცებს აწყობს დევნილი მთავრობის სტატუსი, მეტი არაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

აარჩევნო გარემოს შეცვლაზე შესაძლოა, ალტერნატიულმა პოლიტიკურმა "რვიანმა" იმუშაოს.

 

ასეთი ალტერნატიული გაერთიანების შექმნის ინიციატივით მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" გამოვიდა.

 

როგორც "პირWელს" აღნიშნული მოძრაობის წარმომადგენელმა ზაზა სვანაძემ განუცხადა, კონსულტაციები ალტერნატიული "რვიანის" შექმნის თაობაზე უკვე დაწყებულია და მასში სხვებთან ერთად, პარტიების "თავისუფლების", "თავისუფალი საქართველოს" და "ჩვენ თვითონ" წარმომადგენლები მოიაზრებიან.

 

 

კუკავას "თავისუფალი საქართველო" და პარტია "ჩვენ თვითონ" ალტერნატიულ "რვიანში" მონაწილეობას არ აპირებენ

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=66797&Itemid=1

 

 

ამას წინათ lasha_alo-მ თემა რომ გახსნა პეტენების შესახებ,აგერ პირველი კანდიდატი გამოიკვეთა,"სამართლიანი საქართველო"-ეს თუ არ ვცდები ნოღაიდელის ყოფილი პარტიაა,ჯერ ნოღაიდელი რაა და მერე მისი ყოფილი.მალე ამათ სხვებიც შემოემეტებიან. ე.დ.პ,პადოშა და მისთანები რიგში იქნებიან.ასევე ალბათ მრეწველები,მე თვითონ,ჯონდი და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავისი ნებით ნაცები არჩევნებს არ ჩაატარებენ (რაც იყო ის არჩევნები არ იყო). თავისი ფეხით ციხეში არც ერთი ჭკუადმყოფელი არ შევა.

ნაცებს აწყობს დევნილი მთავრობის სტატუსი, მეტი არაფერი.

 

საუბარი არ იყო არჩევნების იმედზე, არამედ რეჟიმის ზეწოლის მეთოდზე. ოპოს დაყოფას აქ ეს უფრო პირად ანგარებას ჰგავს ვიდრე რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლას.

მოკლედ შეიძლებოდა ორივე ტიპის ოპოზიციური ძალების მხარდაჭერა,თუ თვით ეს პარტიები გამოსთქვამენ ორივე ვარიანტის მხარდაჭერას.

გლეხურად ქუჩის ოპო მხარს უჭერს "კოსტრუქციულების" მოლაპარაკებებს და საწინააღმდეგო "კონსტრუქციუულები ქუჩის აქციებს. არა ისეთი განცხადებით რომელიც ალასანიამ გააკეთა.

 

"კონსტრუქციულებმა" უნდა განაცხადონ, რომ აგრძელებენ გარემოზე მუშაობას და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ძალისმიერ ზეწოლასაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

 

 

კუკავას "თავისუფალი საქართველო" და პარტია "ჩვენ თვითონ" ალტერნატიულ "რვიანში" მონაწილეობას არ აპირებენ

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=66797&Itemid=1

 

 

ამას წინათ lasha_alo-მ თემა რომ გახსნა პეტენების შესახებ,აგერ პირველი კანდიდატი გამოიკვეთა,"სამართლიანი საქართველო"-ეს თუ არ ვცდები ნოღაიდელის ყოფილი პარტიაა,ჯერ ნოღაიდელი რაა და მერე მისი ყოფილი.მალე ამათ სხვებიც შემოემეტებიან. ე.დ.პ,პადოშა და მისთანები რიგში იქნებიან.ასევე ალბათ მრეწველები,მე თვითონ,ჯონდი და ა.შ.

 

ვიცი რომ ბატონ ძუკუს რესპების დიდი რესპექტი აქვს, მაგრამ რვიანში და თან ალტერნატიულში მონაწილეობის არმიღება პეტენობა არაა. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამას წინათ lasha_alo-მ თემა რომ გახსნა პეტენების შესახებ,აგერ პირველი კანდიდატი გამოიკვეთა,"სამართლიანი საქართველო"-ეს თუ არ ვცდები ნოღაიდელის ყოფილი პარტიაა,ჯერ ნოღაიდელი რაა და მერე მისი ყოფილი.

გამეცინა როცა საუბრობდა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ვიცი რომ ბატონ ძუკუს რესპების დიდი რესპექტი აქვს, მაგრამ რვიანში და თან ალტერნატიულში მონაწილეობის არმიღება პეტენობა არაა

რესპექტები კი არა ბაბუ ბატონო 20 წელზე მეტია რესპებში ვარ.

რვიანში მონაწილეობა კი არაა პეტენობა,არამედ მას შემდეგ რაც ყველა იმ პარტიამ რომლებმაც ბოლო არჩევნებზე რაღაც შედეგი ანახა და ხელისუფლებას უარს ეუნება შემდგომ მოლაპარაკებებში(სანამ რამე სერიოზულ წინადადებას არ შემოგვთაზებს)მონაწილეობაზე და ამ დროს გამოვარდებიან ვიღაც გაურკვეველი ტიპები და ამბობენ,აგერ ჩვენ დაგელაპარაკებითო,ესაა სწორედ პეტენობა.

ასე იყო წინა არჩევნების დროს,როცა ალიანსმა(მაშინ სამწუხაროდ მარტო ვიყავით)ხელისუფლბასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა,ამ დროს ე.დ.პ-მ გაუუპრავა ნაცებს დღეს არსებული საარჩევნო კოდექსი ქ.დ.მ,პადოშა,მე თვითონ,ჯონდის და მრეწველებთან ერთად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

რესპექტები კი არა ბაბუ ბატონო 20 წელზე მეტია რესპებში ვარ.

რვიანში მონაწილეობა კი არაა პეტენობა,არამედ მას შემდეგ რაც ყველა იმ პარტიამ რომლებმაც ბოლო არჩევნებზე რაღაც შედეგი ანახა და ხელისუფლებას უარს ეუნება შემდგომ მოლაპარაკებებში(სანამ რამე სერიოზულ წინადადებას არ შემოგვთაზებს)მონაწილეობაზე და ამ დროს გამოვარდებიან ვიღაც გაურკვეველი ტიპები და ამბობენ,აგერ ჩვენ დაგელაპარაკებითო,ესაა სწორედ პეტენობა.

ასე იყო წინა არჩევნების დროს,როცა ალიანსმა(მაშინ სამწუხაროდ მარტო ვიყავით)ხელისუფლბასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა,ამ დროს ე.დ.პ-მ გაუუპრავა ნაცებს დღეს არსებული საარჩევნო კოდექსი ქ.დ.მ,პადოშა,მე თვითონ,ჯონდის და მრეწველებთან ერთად.

:) ვიცი რომ ამ პარტიაში ხართ.

 

აქ პრობლემა ბატონო ძუკუ ასეთ მიდგომაშია ზუსტად. თუ გნებავთ აი ეხლა თქვენ რომ აქ "პეტენებს" ეძებთ ამაშიც.

დღეს საქართველოში პოლიტიკოსების საშინელი დეფიციტია. უბრალოთ თიტზე ჩამოსათვლელია რა. ახალს ველოდოთ? არაა დრო და თან არ გამოვა ეს ქართულ რეალობაში.

მაგალითი აიღეთ, როდესაც აქ ხაჭაპურიძეზე დავწერე რა ამბე ატყდა :) თვით ამ ფიგურზაე არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ წინააღმდეგობამ გამაკვირვა. უარგუმენტო წინააღმდეგობამ.

 

აქედან გამომდინარე თუ ცვლილება გვინდა, იძულებლი ვართ გამოვიყენოთ ის მასალა რაც გვაქვს. ამიტომ იყო იმ ზედა პოტში მოყვანილი როგორ. სხვა გზა არაა და ვიღაცამ უნდა ითავოს ეს ინიციატივა. შესთავაზოს მთელ ოპო სპექტრს. ფაქტიურად ჩემთვის მისაღებია ბრძოლის "კონსტრუქციული" და "ქუჩური" ვარიანტი ერთდროულად, მაგრამ ორმხვრივი რესპექტის ფარგლებში.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ ეხლა უფრო გელხურად ავხსნი.

პეტენებია ეხლა 99% ქართულ პოლიტიკაში.

ლაშა ალომ რომ პეტენს ეძებს, ერთ პეტენს აგერ ორი წელია რეკლამას უკეთებს :)

 

ასე რომ გამოსავალი ერთია.

"კუკავა გინდა შენ ცალკე მიაწვე?" მიდი მიაწექი, ჩემი მხარდაჭერა გაქვს.

"ბურჯიკ რევოლუციონერობ ხო? დავაი მახრდაჭერა გაქვს".

"ლევან ჩაქუჩით დარბიხარ? კეთილი, ნუ ულაწუნებ აეროპორტში რა სილას და მიაწე, ჩევნი მხარდაჭერა გაქვს".

 

"იკაკო ბიჭო, პრეზობა გინდა შე ჩვენებულო? :) არ გესმის შენ პოლიტიკა, მაგრამ არაუშავს, რესპებთან ერთად ითამაშე ამათთან ამინდის თუ გარემოს შეცვლა და ჩვენი რესპექტი გაქვს რა".

 

მოკლედ მიდით მიაწექით, ოღონ ამ ურთიერთ მხარდაჭერის ერთადერთი პუნქტი რომელზეც აუციელბელი იქნება ყველა პარტიის თანხმობა არის ეს, რატომ? აქვე ახსნილია:

"თუ ასეთი მოლაპარაკება შედგება, ამ მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი უნდა იყოს ის, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს და რეჟიმი გადადგება, ან წააგებს, მაშინ ყველა პარტია დებს სიტყვას, რომ მომავალი არჩევნი ჩატარდება ისეთი საარჩევნო კოდექსით, რომ საქართველოში ყველა პარტიას თანაბარი შანსი ექნბა არჩევნებში მონაწილეობისას.

აქ კი აუცილებელი იქნება საარჩევნო კოპმანიისას დახარჯული თანხების მაქსიმუმი ზღავრის დაყენება და ეს 2 მილიონი ლარი + თანაბრი მედიასაშუალებებში რეკლამა პრინციპით "ან ყველა ან არცერთი"

 

ეს აუცილებელია უკვე მომავალი პარლამენტისა და ხელისუფლების კონკრეტული სელექციისათვის. უბრალოდ ის ვაიმოჯირითე და სხვა უუნარო პოლიტიკოოებისა და საღი აზროვნების პოლიტიკოსების გასანიჯნად. თან ეს მინიმუმ გარე ძალების ზეგავლენის მინიმალიზაციისათვის არის აუცილებელი."

 

გაიგეთ ხალხო, დღევანდელი ოპოზიცია არ არის ის ძალა, ან ის ხალხი რომელიც საქართველოს პოლიტიკას გამოადგება, ესენი მხოლოდ გარდამავალი პერიოდი უნდა იყვნენ და მეტი არაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ბაბუ ბატონო,ყველამ იცით თუნდაც ამ ფორუმზე რა ამბავი იყო ატეხილი საარჩევნო გარემოზე,თანაც არახელისუფლების მომხრეებიდან.მე მშვენივრად ვიცოდი თუ რა უძნელესი საქმე იყო ამ ხელისუფლებას რამე კონსტრუქციული წინადადება გამოგლიჯო და მიუხედავად ამისა მომხრე ვიყავი მოლაპარაკებების,

თუმცა როცა წინადადებები წარდგენიდან 4 თვის შემდეგ მათგან რაღაც სერიოზულის მაგივრად იმას ვისმენთ რომ თურმე თუ არ ვცდები სამ წელიწადზე ნაკლები აქვს მისჯილი იმათ მიაღებინებენ არჩევნებში მონაწილეობას და ეს დიდი პროგრესია,ნამდვილად უნდა შეაჩერო მოლაპარაკებები და ამ დროს ვიღაც არ უნდა გამოვარდეს და თქვას აგერ მე დამელაპარაკეთო.ამას ცალსახად ხელისუფლების სატელიტობად შევაფასებ და არა მარტო მე.

თანაც ვინც ეხლა რაღაცას სთავაზობს ხელისუფლებას,იმათ საარჩევნო კოდექსი ცხოვრებაში წაკითხულიც არ ექნება.

 

babuagiorgi

გაიგეთ ხალხო, დღევანდელი ოპოზიცია არ არის ის ძალა, ან ის ხალხი რომელიც საქართველოს პოლიტიკას გამოადგება, ესენი მხოლოდ გარდამავალი პერიოდი უნდა იყვნენ და მეტი არაფერი.

კი ბატონო დაგეთანხმებით,მაგრამ ახლები სად ვიშოვოთ?როგორც ერთმა დაწერა ფეიბუქზე,არც ჯეფერსონი და არც განდი საქართველოში არ ჩამოვა კეჭისსაყრელად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...