Jump to content
Planeta.Ge

ხელისუფლება რვიანთან მოლაპარაკებას წყვეტს...


Recommended Posts

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი, იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებმაც, მისი თქმით, "დღევანდელი მოლაპარაკებები ჩაშალეს" , რამე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

"მათგან მოვისმინე ერთადერთი რამ, რომ სანამ არ შეიცვლება ხელისუფლების პოზიცია, მანამ არ დავბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან; ხელისუფლების პოზიციის შეცვლას კი გულისხმობდნენ იმ ნაწილში, რომ რაიონს აღარ ჰყავდეს მაჟორიტარი დეპუტატი. ამ ნაწილში ხელისუფლების პოზიცია არ შეიცვლება, რადგან საამისოდ არც ერთი არგუმენტი არ მოუტანიათ მოლაპარკებებზე", - განუცხადა ჟურნალისტებს კუბლაშვილმა.

მისი თქმით, დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე დაწყებული მოლაპარაკებები გადავა ისეთ რეჟიმში, სადაც ყველას ექნება საშუალება, შეაჯეროს თავისი პოზიციები ამ საკითხთან მიმართებაში.

ცესკო-ში დღეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც "ოპოზიციური რვიანიდან" მხოლოდ "ქრისტიან-დემოკრატები" ესწრებოდნენ. პარტიების დაუსწრებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და ისინი მოლაპარაკებათა ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/164338-pavle-kublashvili-partiebthan-romlebmac-dghevandeli-molaparakebebi-chashales-shethankhmebis-mightsevis-shesadzleblobas-ver-vkhedav.html

 

პ.ს. არადა, რვიანის წარმომადგენელი იყო ამ შეხვედრაზე ქდმ , ასე რომ ფორმალურადაც და არაფორმალურადაც პალიკო უბრალოდ დემაგოგობს და მატყუარობს..

 

პ/ს/ს/ რადიკალები გაილაღებენ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აარჩევნო გარემოს შეცვლაზე შესაძლოა, ალტერნატიულმა პოლიტიკურმა "რვიანმა" იმუშაოს.

 

ასეთი ალტერნატიული გაერთიანების შექმნის ინიციატივით მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" გამოვიდა.

 

როგორც "პირWელს" აღნიშნული მოძრაობის წარმომადგენელმა ზაზა სვანაძემ განუცხადა, კონსულტაციები ალტერნატიული "რვიანის" შექმნის თაობაზე უკვე დაწყებულია და მასში სხვებთან ერთად, პარტიების "თავისუფლების", "თავისუფალი საქართველოს" და "ჩვენ თვითონ" წარმომადგენლები მოიაზრებიან.

 

"ვინაიდან საარჩევნო გარემოზე მუშაობა ჩიხში შევიდა, გამოსავალს იმაში ვხედავთ, რომ დღეს არსებული "რვიანის" წარმომადგენელი სუბიექტების გარეშე ალტერნატიული "რვიანი" შეიქმნას. ჩვენი "რვიანის" მთავარი მიზანია, ხელისუფლებას შანტაჟის ენით არ ვესაუბროთ და სამუშაო მაგიდას მუქარის გარეშე მივუსხდეთ", - განაცხადა ზაზა სვანაძემ.

 

მისივე თქმით, "საარჩევნო გარემოზე მუშაობის დღემდე არსებული ფორმატი ფაქტობრივად ჩაშლილია, თუმცა სამუშაო ფორმატის სუბიექტებს ჭირისუფლის როლის გათავისება უჭირთ".

 

რაც შეეხება ახალ "რვიანს", სვანაძის ინფორმაციით, ფორმატი, რომლითაც ის საარჩევნო გარემოზე ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებს, ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია.

 

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=66777&Itemid=1

 

რადიკალებო სადა ხართ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლება რვიანთან მოლაპარაკებას წყვეტს

მოსდღვნია დედა ერთსაც და მეორესაც...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რვიანი უიღბლო ციფრია. შვიდიანზე უნდა გადავიდეთ. აქაც თუ არაფერი გამოვა, მერე ექვსიანზე და ა.შ. არჩვენებამდე 0 მივარწევტ და ყველაფერი კარგად იქნება.

 

პ.ს. დადეთ რა.............

ამ ხელისუფლებასთან ერთ ფრონტით მიწოლა სისულელეა.

:mubaraq: ეს უნდათ ამათ. პროსტო გარეთ და კატოკივით გადავლა.

ბიჯო მასინ 7 ნოემბერს რომ ხალხი იყო შეკრებილი გადაბუგავდნენ ამათ, პროსტო უტრაკო ყარაჩოღელი ხალხი ხემძღვანელობდა ამას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რვიანი უიღბლო ციფრია. შვიდიანზე უნდა გადავიდეთ. აქაც თუ არაფერი გამოვა, მერე ექვსიანზე და ა.შ. არჩვენებამდე 0 მივარწევტ და ყველაფერი კარგად იქნება.

 

პ.ს. დადეთ რა.............

ამ ხელისუფლებასთან ერთ ფრონტით მიწოლა სისულელეა.

:mubaraq: ეს უნდათ ამათ. პროსტო გარეთ და კატოკივით გადავლა.

ბიჯო მასინ 7 ნოემბერს რომ ხალხი იყო შეკრებილი გადაბუგავდნენ ამათ, პროსტო უ#######ო ყარაჩოღელი ხალხი ხემძღვანელობდა ამას.

:)

პრობლემა სწორედ ეგაა, სად ვიშოვოთ #######იანი ყარაჩოღელები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლებამ კარგად იცის მოსახლეობის განწყობა, პოლიტპარტიების დაბალი რეიტინგი,

ასე რომ წFუ ნა ვასო რა :givi:

როგორც ჩანს დასავლეთიდანაც დაბრო მიიღეს,

ასე რომ მოგვიწევს კიდევ დიდხანს ნაცმოძრაობის პალაჟენიეში ცხოვრება,

რას იზამ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლება რვიანთან მოლაპარაკებას წყვეტს...

ხვალ თემა გაიხსნება..

ალასანიამ სასტუმრო"რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ მოლაპარაკებას ანტერნატივა არა აქვს და დღეს მათი თხოვნით ხელისუფლება დათანხმდა შეხვედრას..რომელიც გაიმართება ამა წლის 23 დეკემბერს და რომელზეც ძალიან,ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხვალ თემა გაიხსნება..

ალასანიამ სასტუმრო"რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ მოლაპარაკებას ანტერნატივა არა აქვს და დღეს მათი თხოვნით ხელისუფლება დათანხმდა შეხვედრას..რომელიც გაიმართება ამა წლის 23 დეკემბერს და რომელზეც ძალიან,ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ..

საეჭვოა. ჩიხია უკვე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაკკეინს არავინ გადაურეკა..??

 

lasha_alo

საეჭვოა. ჩიხია უკვე.

ჩიხი დიდ ხანია,მაგრამ კი ელოდებოდნენ..??პროსტო ან დანახვა არ უნდოდათ,ან ზოგიერთებს აბოლებდნენ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაკკეინს არავინ გადაურეკა..??

 

lasha_alo

 

ჩიხი დიდ ხანია,მაგრამ კი ელოდებოდნენ..??პროსტო ან დანახვა არ უნდოდათ,ან ზოგიერთებს აბოლებდნენ..

ჩიხი რომ გამოჩნდა ესეც კარგია, საინტერესოა რას მოიფიქრებენ :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხვალ თემა გაიხსნება..

ალასანიამ სასტუმრო"რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ მოლაპარაკებას ანტერნატივა არა აქვს და დღეს მათი თხოვნით ხელისუფლება დათანხმდა შეხვედრას..რომელიც გაიმართება ამა წლის 23 დეკემბერს და რომელზეც ძალიან,ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ.. :givi: :givi:

 

გეთანხმები. მე მგონი აქ მისი მარკის აწევის თამაში წავა ეხლა.

ხო ვისაც უნდა დავენიძლავები რომ ეს ასე იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთი არჩევები გველის :D

http://www.youtube.com/watch?v=Hb1IySMGmSY

 

ხოო დიდი ალბათობით ესე იქნება ყველაფერი :D

 

ოღონდ პუტინ მედვედევის მაგივრად მიშა და სადღაც 10-15 ოპოზიციონერი იქნება

Edited by fashisti
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...