planetanews Posted March 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2011 28 მარტს, ზუგდიდში, ენგურ ქაღალდ კომბინატის კულტურის სახლში პარტია „მთლიანი საქართველო“–ს, სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობასთან, დასკვნითი ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 700–ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. გაზიარება[19:27 29-03-2011]http://3.bp.blogspot.com/-BbPSoqVyrHc/TZH6NpyNW-I/AAAAAAAAEdU/Ks4TEq0YqrE/s200/mtliani%2Bsaqartvelo.gifდაფუძნდა „მთლიანი საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაცია. პარტია „მთლიანი საქართველო“ რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა სამეგრელოს რეგიონში და შეხვდა ყველა რაიონის მოსახლეობას, რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს და გაეცნო მათ პრობლემებს. მოინახულა ფოცხო–ეწერში ჩასახლებული დევნილები. როგორც მათ პარტია „მთლიანი საქართველოს“ დევნილთა საკითხების კოორდინატორს განუცხადეს, საცხოვრებელი პირობები უკანასკნელ პერიოდში უფრო დაუმძიმდათ. რამდენიმე დღეა დავალიანების გამო არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, იმყოფებიან შიმშილის ზღვარზე. დევნილებმა პარტია „მთლიანი საქართველოს“ წარმომადგენლებს ფოცხო–ეწერიდან მათი დედაქალაქში გადმოყვანის ორგანიზება სთხოვეს. მათივე განცხადებით, ისინი თბილისში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციებს გამართავენ.პარტია „მთლიანი საქართველოს“ საზოგადოებასთან შეხვედრას დევნილებიც ესწრებოდნენ.პარტიის წარმომადგენლებმა შეკრებილებს მოძრაობის ლიდერის საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველების მიერ პოლიტიკურ პატიმრად აღიარებული, ვლადიმერ ვახანიას საპყრობილიდან გამოგზავნილი წერილობითი მიმართვა გააცნეს. ასევე გაიმართა ვახანიას წიგნის „წერილები ციხიდან“ პრეზენტაცია.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts