planetanews Posted March 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2011 http://b.pix.ge/y/13cey.jpg სუარესმა ლივერპულის ოფიციალურ ჟურნალს, LFC Weekly–ის ინტერვიუ მისცა. ფეხბურთელის თქმით, ჯერ ძალიან ადრეა, რომ ლივერპულის ფანმა მასზე თქვას: “ის ნამდვილი გმირია.” ურუგვაელი ჯერ მხოლოდ რამოდენიმეჯერ გამოჩნდა ლივერპულის მაისურით, მიუხედავად ამისა სუარესი მოედანზე ძალზედ ნაყოფიერია. მოგეხსენებათ, ფანებმა მას სიმღერაც კი დაუწერეს: “ფანებმა ჩემზე სიმღერა დაწერეს, მართალია ნახევარს ვერ ვიგებ, მაგრამ ის რომ ჩემი გვარი მესმის, ამას ნამდვილად ვგრძნობ. ეს ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია” – თქვა სამხრეთ ამერიკელმა ხალისიანად – “ვფიქრობ გულშემატკივარი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ფეხბურთელი მოედანზე.” “მე მხოლოდ თვენახევარია რაც აქ ვიმყოფები, მაგრამ აქაურმა ხალხმა უკვე თავი შემაყვარა. ძალიან ბედნიერი ვარ. ლივერპულში იმისთვის ჩამოვედი, რომ ვიმუშაო მიზანმიმართულად. თუ ფანებმა სიმღერა დამიწერეს, ესე იგი მე ჩემს დავალებას თავს ვართმევ.” “ჯერ ძალიან ადრეა, რომ გმირი მიწოდონ, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი სათამაშო მაქვს. იმედია მოვიპოვებ ამ სტატუსს, მაგრამ ეს ჯერ ძალიან ადრეა.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts