planetanews Posted March 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2011 http://a.pix.ge/r/1wvzc.jpg “სტანდარდ ჩართერისაგან” დაწესებული პრიზი ამჯერად ლუის სუარესს ერგო. მარტის საუკეთესო ფეხბურთელი ლივერპულის მაისურით ლუის სუარესი გახდა – ამის შესახებ ოფიციალური საიტი იტყობინება. ურუგვაელმა ფანების ხმათა 79% მოიპოვა, მან კონკურენცია პეპე რეინასა და დირკ კიუტს მოუგო. 24 წლის სამხრეთ ამერიკელს სპეციალურად მისთვის დაწესებული პრიზი მელვუდში გადასცეს. ფეხბურთელმა ამის შესახებ კომენტარი გააკეთა: “ხალხმა საუკეთესოდ დამასახელა – უბედნიერესი ვარ. ეს ნამდვილად სიურპრიზია ჩემთვის, ამ პრიზის მოპოვებას დამსახურება სჭირდება. რატომაა სიურპრიზი? მე მხოლოდ ორი თვეა, რაც აქ ვიმყოფები და დროის მცირე მონაკვეთში მოვახერხე ჯილდოს მოპოვება.” “პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა მოვუხადო მათ, ვინც მხარი დამიჭირა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბედნიერი ვარ.” http://assets.liverpoolfc.tv/uploads/luissuarez450.jpg სუარესის კომენტარი შეგიძლიათ იხილოთ (ვიდეო) აქ View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts