Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ლუკასს მსურველთა რიგი დაუდგა


Recommended Posts

http://a.pix.ge/j/zr4i9.jpg

 

ლუკას ლეივათი კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა – ნაპოლი მის ხელში ჩასაგდებად იბრძოლებს.

 

როგორც ცნობილი ინგლისური გამომცემლობა Daily Mirror-ი იტყობინება, ლუკასი ნეაპოლელთათვის ზაფხულში ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. ახალგაზრდა ნახევარმცველს “ენფილდზე” სათამაშოდ კიდევ 12 თვე აქვს, თუმცა მისი აგენტი მერსისაიდელებთან ახალ კონტრაქტს ამზადებს.

 

იმ შემთხვევაში, თუ “წითლებმა” ბლექპულის 25 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველი ჩარლი ადამი იყიდეს, რომელიც კენი დალგლიშის ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა, ლუკასის “ენფილდიდან აბარგება” სავსებით რეალური ხდება. იტალიელები ბრიტანელებს საწყის ფასად  £ 3  მილიონს სთავაზობენ.

 

გარდა ნაპოლისა, ლუკასით ვილიარეალიცაა დაინტერესებული, რომელიც ბრაზილიელ შუახაზელში გაცილებით მეტს ჩამოდის, ვიდრე ნეაპოლელები.

 

მომზადებულია sportingo.com-ის მიხედვით

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...