planetanews Posted March 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/luis_big-300x228.jpgსაკუთარ მოედანზე მეტოქესთან, რომელიც 2 ქულით გვისწრებს წაგება არ გვეპატიება. ამის შესახებ, ისრაელის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ლუის ფერნანდესმა განაცხადა. მისი თქმით, რაც მათ Lლატვია დაამარცხეს, გუნდის თითოეულ ფეხბურთელს საკუთარი ძალების რწმენა დაუბრუნდა. ფეხბურთელები მიხვდნენ რომ ჯერ არაფერია დაკარგული და შანსები აქვთ. ” ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. საქართველოს წინააღმდეგ ჩვენ ურთულესი შეხვედრა გველის. ჩემს ფეხბურთელებს დიდი ყურადღება მართებთ დაცვაში თამაშის დროს რადგან ერთმა გაშვებულმა გოლმაც შესაძლოა ყველაფერი რადიკალურად გააფუჭოს. ჩვენი მთავარი მიზანი დღევანდელ მატჩში შეტევა იქნება რადგან ფრე არაფერს მოგვცემს. საქართველოს კარგი მწვრთნელი და გუნდი ჰყავთ. მათ ხორვატიის დამარცხება შეძლეს. ახლა ძალების დაზოგვის დრო არ არის. ვიცით საქართველო ბევრ პრობლემას შეგვიქმნის, თუმცა ჩვენ მზად ვართ ქართველებთან სათამაშოდ,”- განაცხადა ფერნანდესმა. შეგახსენებთ, რომ ისრაელი F ჯგუფის სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. ამავე ცხრილში საქართველო ისრაელს 2 ქულით უსწრებს და იგი 9 ქულით მე-3 ედგილზეა. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამიტომ ორივე ნაკრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. საქართველო – ისრაელის მატჩი დღეს, ისრაელში ,,ბლუმფილდის” სტადიონზე თბილისის დროით 20:05 საათზე გაიმართება. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts