planetanews Posted March 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/shimizu-300x225.jpgიაპონიაში ატომური ელექტროსადგურის ,,ფუკუშიმა-1”-ის ოპერატორი კომპანიის “Tokyo Electric Power Company (TEPCO)”-ს გენერალურმა დირექტორმა, მასატაკი შიმიძუმ თავი მოიკლა ან ქვეყნიდან გაიქცა. როგორც ცნობილი გახდა, შიმიძუ ელექტროსადგურზე ავარიის დღიდან არც სამსახურში და არც სახლში არ გამოჩენილა და არც ავარიის ლიკვიდაციის სახელმწიფო კომისიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. სავარაუდოდ ის ისე იმალება, როგორც, მაგალითად, კონცერნ “ტოიოტას” გენერალური დირექტორი, როდესაც მისი კომპანიის გამოშვებულ მანქანებს სამუხრუჭე ხუნდების პრობლემა აღმოაჩნდა. “TEPCO” ხელმძღვანელის გაუჩინარება იაპონელი პოლიტიკოსების შეშფოთება გამოიწვია, რომლებიც მის ქცევას უპატიებელს უწოდებენ. ბოლოს “TEPCO”-ს დირექტორი პრესკონფერენციაზე, 13 მარტს გამოჩნდა, როდესაც მოსახლეობას ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიის გამო ბოდიში მოუხადა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შიმიძუმ ავარიის გამო შესაძლოა თანამდებობა დაკარგოს, გარდა ამისა, კომპანიის კაპიტალიზაცია ავარიის გამო 70% -ით დაეცა. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts