planetanews Posted March 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2011 http://b.pix.ge/m/r1ila.jpg ბოლო სპეკულაციები: პასტორე – ლივერპული, მაჩესტერი, ან სიტი. იტალიური პრესა უკვე იუწყება, რომ პალერმოს 21 წლის არგენტინელი გამთამაშებელი ხუან პასტორე კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. ის მითითებულია ინგლისის სამ გუნდთან. ფეხბურთელი წარსულში დაკავშირებული იყო ჩელსისთან, მაგრამ ამ ბოლო დროს “არისტოკრატები” აშკარად პასიურობენ. ბოლო ხანებში პასტორეზე სურვილი რომამაც გამოთქვა, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა – მათ მიერ შეთავაზებული თანხა “არწივებს” ეცოტავათ. კლუბის პრეზიდენტმა მაურიზიო ძამპარინმა განაცხადა, რომ ყველა შემოთავაზება, რომელიც €50 მილიონ ევროზე (ანუ £44 მილიონ გირვანქაზე) ნაკლები იქნება, დაიბლოკება. ანუ აქედან გამომდინარე გამოდის, რომ პასტორეს ყიდვის შანსი მხოლოდ მანჩესტერ სიტის შეიხებსღა რჩებათ, მითუმეტეს თუ “ქალაქელები” ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ, მათ “ბედს ძაღლი არ დაჰყეფს”. თუმცა, კლუბის ისტორიის გამო, შესაძლოა პასტორემ ლივერპულს, ან მანჩესტერ იუანიტედს მიაშუროს. მას კარიერის გაგრძელება გრანდში უნდა და არა “ისტლენდელების” მიერ შექმნილ ხელოვნურ გუნდში. ლივერპულის პრეზიდენტმა ჯონ ჰენრიმ განაცხადა, რომ პასტორე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მის “საოცნებო სიაში” პირველი ეწერება და არგენტინელის ხელში ჩასაგდებად ბოლომდე იბრძოლებს. სწორედ ასე იყო მანამდეც, სანამ სუარესი აიაქსის ღირესებას იცავდა, მაგრამ ახლა ყველამ კარგად იცის თუ რომელი კლუბის ფეხბურთელია ურუგვაელი. მომზადებულია The Metro-ს მიერ View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts