planetanews Posted March 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/kreba-150x1501.jpg“სახალხო კრების” ახალგაზრდული მოძრაობა, ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა. “სახალხო კრების” წარმომადგენლების განცხადებით, სასამართლომ დემეტრაძის ბრალეულობის ვერც ერთი რეალური ფაქტი ვერ წარმოადგინა. “სახალხო კრების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის, აკაკი ჩოფლიანის თქმით, დღევანდელი სასამართლო არაობიექტური და ხელისუფლების დაკვეთების მორჩილი შემსრულებელია. “უსამართლობაა, რომ გიორგი დემეტრაძეს 6 წელი მიესაჯა, მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე, რომლის მონაწილეობითაც, საქართველოს მოსახლეობამ იმავე საქმესთან დაკავშირებული ბევრად უფრო მძიმე და მაკომპრომიტირებელი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მოისმინა, თავისუფალია”,_ განაცხადა აკაკი ჩოფლიანმა. “სახალხო კრება” ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებასა და შერჩევით სამართალში ადანაშაულებს. როგორც მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მხარში დაუდგებიან ყველას, ვიზეც ხელი უკანონოდ აღიმართება. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი დემეტრაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ფეხბურთელს ბრალი ქურდულ სამყაროსთან კავშირში ედება. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts