planetanews Posted March 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2011 <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/samartali/ebraeli.jpgსაქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკიელის – ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საქმის განხილვა დღეს დასრულდება. მისი თქმით, დღესვე გახდება ცნობილი, როდის გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს. ადვოკატის ინფორმაციით, გასულ კვირას საქართველოს ებრაული დელეგაციაც სტუმრობდა, თუმცა მის მიერ გამართული შეხვედრების შესახებ კბილაშვილისთვის უცნობია. „არ ვიცი, ვისთან გაიმართა შეხვედრები. ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ შეხვედრებს შედეგი არ მოჰყოლია. მათ თბილისი 25 მარტს დატოვეს“, – აღნიშნა კბილაშვილმა. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts