planetanews Posted March 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2011 <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/samartali/avarai_axmeta.jpg27 მარტს, საღამოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახმეტაში. თვითმხილველთა თქმით, ახმეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მაილაშვილმა და სხვა თანამდებობის პირებმა „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ოფისში იქეიფეს. ქეიფის დასრულების შემდეგ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შპს „ახმეტის გამწვანების“ დირექტორი გია ტიბუნაშვილი ავტომანქანით გზაზე ბორდიურს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი 28 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ტიბუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts