planetanews Posted March 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2011 ემოცია http://zvigena.files.wordpress.com/2011/03/kobi-against-croatia.jpg?w=310&h=215 შეხვედრა იწურებოდა მარცვალაძე საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს რომ მიწვდა, მცველი ჩამოიტოვა და თვალი უკვე კარის სიახლოვეს მარტო მდგომ კობიაშვილისკენ გამექცა – მართლაც მარცვალამ წამის მეათედიც და მას კარგად უპასა, გოლამდე ერთი ფეხის კარგად მოქნევაღა იყო დარჩენილი. დარტყმა და ჩემთვის დრო გაჩერდა – რა მცირე ნაბიჯი რჩებოდა გამარჯვებამდე! კარში მდგომი ერთადერთი წინაღობა – მეკარეღა თუ არ მოგვცემდა საშუალებას გვეხილა ასე სიხარულის მომგვრელი გოლი. მეკარე რეაქციით კუთხისკენ გადახტა, აქნეულ ხელზე ბურთი ცოტათი ასხლტა, კიდევ რამოდენიმე მეათასედი წამიც და… გოლია!!! გოლი!!! ბურთი ბადეში გაეხვა – არა არ მატყუებს თვალი, ეს ხომ გამარჯვების გოლია?!!!! ვეღარაფერს ვამჩნევდი, თავი უზომო სიხარულის და ემოციისგან ხელებში ჩავრგე სკამზე ჩამომჯდარმა და უნებურად წამოსული ცრემლები ჩამოვიწმინდე – სტადიონი ინგრეოდა ემოციისგან ამოხეთქილი ღრიალისგან.. მატჩი ამ შეხვედრას ბევრი გმირი ყავდა – პირველ რიგში ჩვენი მწვრთნელი, ვინც ის ერთადერთი ზუსტი ტაქტიკა აირჩია, რამელმაც ეს დაუჯერებელი გამარჯვება მოგვიტანა. არანაკლებ აღსანიშნავია მთლიანად დაცვა, რომელიც საკმაოდ მწყობრად იდგა და ხორვატების ზეწოლას იგერიებდა ჩენი მეკარე რევიშვილი, ვინც მეორე ტაიმის დასაწყისში ისეთი ბურთი გამოაძრო დაბალი კუთხიდან, ნებისმიერი მეკარე მოაწერდა ხელს მსგავსი სეივის გაკეთებაზე. შეცვლაზე შემოსული მარცვალაძე, ვინც საგოლე მომენტი შექმა და რათქმაუნდა კობი – ვინც ის საჭირო წერტილი დასვა, რის გარეშეც გამარჯვება არ მოვიდოდა. ფეხბურთში ხომ გოლია ყველაფერზე პასუხი – გინდაც საპირისპიროდ ძელები დაგიღუნოს მეტოქემ და ბურთი არ განახოს 90 წუთი. რათქმაუნდა ხორვატები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და აქტიურად ცადეს ჩვენ საჯარიმოში სიტუაცია დაეძაბათ, მაგრამ დაცვა ყოჩაღობდა და რევიშვილს პირველ ტაიმში სულ ერთხელ მოუწია შორეული დარტყმის მოგერიება. საპირისპიროდ ჩვენ წინ ფაქტიურად ვერაფერს ვქმნიდით, სულ რამოდენიმეჯერ გადავედით მეტოქს ნახევარზე. ქეცბაიას დაცვითი სტილის შემადგენლობა ყავდა გამოყვანილი და ფაქტიურად სამი საყრდენით თამაშობდა. წინ ეული დვალიშვილი წვალობდა, ვინც ტაიმის შემდეგ შეცვალეს კიდეც სირაძეთი – იმდენი იბრძოლა, მეორე ნახევრისთვის ნაკლებად გაყვებოდა ჯანი. ტაიმი ისე დასრულდა, გუნდმა თავის დავალება შეასრულა – არ ითამაშა, მაგრამ არც ხორვატები ათამაშა – ასეთი ძლიერი მეტოქისთვის 90 წუთი გახსნილი ფეხბურთი რომ შეგვეთავაზა , მოგვართმევდნენ კიდეც რამოდენიმე გოლს და დავრჩებოდით ნოლზე. ხორვატები საწყისი წარუმატებლობის გადამკიდე მოსალოდნელი იყო რომ მეორე ტაიმს შედარებით სუსტად ჩაატარებდნენ და ჩვენი შანსი მცირედით, მაგრამ მაინც უფრო იზრდებოდა კონტრიერიშზე გამოგვეჭირა მეტოქე. მართლაც ქეცბაიამ სირაძის შემდეგ სწრაფი მარცვალაძე შემოუშვა მოედანზე, ხოლო მოგვიანებით საყრდენი დაუშვილი, ბევრად შემტევი სტილის მოთამაშით გოგუათი ჩაანაცვლა. კობიმ კი ფლანგიდან მოედნის სიღრმეში შეიწია. ამ ყველაფერმა გუნდი გამოაცოცხლა და ხორვატებს იქით შევუტიეთ (თუმცა მანამდე რევიშვილის სასწაული სეივი იყო, როგორც უკვე ზევით ავღნიშნე). პირველი ხიფათი ხორვატების კართან კუთხურის ჩამოწოდებას მოყვა – ბურთს ხიზანამ შეუშვირა თავი და კარს ცოტა ააცილა. შემდეგ იყო ძაან რეალური საგოლე მომენტი, როცა მცველებმა უხეიროდ მოიგერიეს ბურთი, რომელიც საჯარიმოს ხაზთან ისევ ხიზანამ იხელთა, მკერდიდან დაბლა დაუშვა, მას ხელს არავინ უშლიდა, ბურთს გემრიელად ამოცხო, მაგრამ დარტყმა უზუსტო გამოუვიდა და მომენტი გააცუდა. იყო გოგუას შორეული ცდაც კარის აღების, მაგრამ ნაკლებად მწვავე. შეეძლო მარცვალაძესაც გაეტანა, თან ულამაზესი გოლი, როცა მოედნის სიღრმეში ბურთი მოიხელთა, კარგად დაბზრიალდა, მეტოქეებს გაექცა და დიდ სისწრაფეზე საჯარიმოსკენ დაიძრა – ბოლო დარტყმა აღარ გამოუვიდა, როცა ორ მცველში მოქცეულმა ბურთს სუსტადღა წაკრა ფეხი. და დადგა ბოლო წუთი, ისევ მარვალას კარგი თამაში, კარგი მოგებული ბურთი და კობის საგოლე დარტყმა! მერე იყო ნერვიული დამატებული წუთები, ხორვატები ძაან მოგვაწვნენ, რევიშვილმა იყოჩაღა ისევ – ძნელი ბურთი გამოაძრო კუთხიდან. კიდევ რამდენიმე ნერვიული წამი და მსაჯმა საფინალოდ რომ ჩასტვინა, დაიწყო ის სიზმარი, რაც მინიმუმ ისრაელის მატჩამდე გაგრძელდება. კობი და კობი.. რამდენი წელია ეს კაცი ჩვენს ნაკრებშია. აქ მასზე ადრეც დავწერე – როცა ბულგარელებთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ პირველი გამოვიდა და აიმაღლა ხმა იმ პრობლემებზე, რაც ნაკრებში წლებია დაგროვილია და ღიად არავინ საუბრობდა. თავად ყოველთვის გულიანად მოთამაშე იყო უნებურად იმ მარცხიანი ნაკრების წევრი, რომელიც ხშირად მხოლოდ სასირცხვილო შედეგს ანახებდა. და ამ ასაკში, ლამის კარიერას რომ ასრულებს კაცი, ეღირსა ღირსეულ გუნდში თამაშს და სიმბოლურია რომ ნაკრებმა ეს ისტორიული გამარჯვება სწორედ მისი გოლით მოიპოვა – მატჩის შემდეგ ემოცია დაცლილი რომ დააბიჯებდა მოედანზე, ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა იმ წამს ამ კაცის გულში – დაიმსახურა კობიმ ეს გოლი!!! მადლობა ყველას! http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/434/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/434/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/434/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/434/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/434/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/434/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/434/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=434&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts