planetanews Posted March 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2011 http://a.pix.ge/a/dlv6q.jpg ინტერი ლივერპულს: £10 მილიონი + დავიდე სანტონი = ალბერტო აკვილანს. როგორც ჩანს, ლივერპულის ნახევარმცველი ალბერტო აკვილანი კლუბს უფრო და უფრო შორდება. მისით კიდევ ერთი იტალიური კლუბი მილანის ინტერია დაინტერესებული. მოდით ჯერ დავიდე სანტონით დავიწყოთ – იტალიელი ფეხბურთელი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და საკუთარი გუნდის შემადგენლობაში უკვე 40 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ის დაცვის ორივე ფლანგზე თამაშობს – ნაყოფიერია როგორც მარჯვნიდან, ასევე მარცხნიდან, მაგრამ რათ გინდა, კრისტიან კივუს, დუგლას მაიკონის და ხავიერ ზანეტის გადამკიდე ის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, 20 წლის მცველს ნაკრებში იტალიის პრესტიჟის დაცვა უკვე 6–ჯერ მიანდეს. დავიდე ამჟამად ჩეზენას შემადგენლობაში იჯარით იმყოფება, სადაც უკვე 5–ჯერ გამოჩნდა მოედანზე. მეორეს მხრივ, ლივერპულის სატრანსფერო პოლიტიკა ასეთია: რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბში. კომოლი დარწმუნებულია, რომ ის და ინტერის მთავარი მწვრთნელი ლეონარდო გარიგებას ადვილად მიაღწევენ. და ბოლოს, როგორც ჩანს, ალბერტო აკვილანს ლივერპულზე გული აქვს “აცრუებული” და მერსისაიდში დაბრუნებას იტალიაში დარჩენას ამჯობინებს. ასე რომ, დიდი შანსია იმისა, რომ სანტონი “ენფილდზე” ვიხილოთ, ხოლო აკვილანი კი – “სან სიროზე”. გვერდი მომზადებულია caughtoffside.com-ის მიხედვით View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts