Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) კანალესი ბარგს ალაგებს, რიგში გაგოცაა?!


Recommended Posts

http://b.pix.ge/n/806ez.jpg

 

ჟოზე მაურინიო მზადაა ზაფხულის სატრანსფერო “ბაზარზე” რეალში “რეკონსტრუქცია” ჩაატაროს.

 

მოგეხსენებათ, უკვე კაი ხანია, რაც ლივერპული რეალის 20 წლის ნახევარმცველით, სერხიო კანალესითაა დაინტერესებული. “წითლებმა” ტრანსფერის თაობაზე რამოდენიმეჯერ მიმართეს ესპანელებს და როგორც ჩანს კენი დალგიშის მონდომებამ შედეგი გამოიღო.

 

სერხიო გასულ ზაფხულს ტოპ კლუბებისათვის ერთ-ერთი “ცხელი სამიზნე” იყო. ფეხბურთელმა რასინგში უდიდესი ტალანტი გამოაჩინა და მალევე მიიპყრო ევროპული გრანდების ყურადღება. გარდა რეალისა, მისით მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდებოდა, მაგრამ “სამეფო კლუბმა” მეტოქე აშკარად დაჯაბნა. გამთამაშებლის თავის რიგებში ხილვა არსენ ვენგერსაც სურდა…

 

დღეს დილით, ესპანური გამომცემლობის Sport-ზე დაყრდნობით გაჟონა ინფორმაციამ, რომ თითქოს კანალესი ფაქტიურად ლივერპულელია და ამ ტრანსფერის გაჩარხვას მხოლოდ და მხოლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნა აყოვნებს.

 

გარდა ამისა, ლივერპული მზადაა რეალიდან ფერნანდო გაგო 10 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადმოიბიროს, რაც ძალიან ახლოა მიზანთან.

 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულში რეალიდან სავარაუდოდ ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავი იერჟი დუდეკი, არგენტინელი ცენტრალური მცელე ეზეკილ გარაი, ახალგაზრდა პედრო ლეონი და ყველასთვის კარგად ნაცნობი დუეტი ლასანა დიარა-ფერნანდო გაგო წავლენ.

 

მომზადებულია Sport.co.uk-ის მიხედვით

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...