Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - უცხოური პრესის დაიჯესტი


Recommended Posts

თურქეთი უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს და ამზადებს სტრატეგიას, რომელიც საქართველოსთან უპასპორტო მიმოსვლას გულისხმობს- ამ ფაქტის შესახებ თურქული გამოცემასეთაიმსი” იუწყება სტატიაში:თურქეთი, საქართველო ახალ სტრატეგიას იკვლევენ, რომლის ქართულ თარგმანს ფორინპრესი აქვეყნებს. სტატიის თანახმად, ე.წ. „ერთიან კავკასიად“ წოდებული ეს პროექტი განიხილებოდა გასულ თვეს  თბილისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავითოღლუსა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრისას. ამ სტრატეგიის ფარგლებში საქართველო სამ კავკასიურ ქვეყანასა და თურქეთს შორის ალიანსის ჩამოყალიბების წინადადებით გამოდის. თურქეთის ამბიცია კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ინიციატივა მომავალში მთელს კავკასიაზე განავრცოს, თუმცა, ექსპერტების შეფასებებით, კავკასიაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით თანამშრომლობის გაღრმავება და სასაზღვრო მიმოსვლის გაუმჯობესება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა კავკასიური სახელმწიფოთა გაერთიანებიდან-ნათქვამია თურქულ გამოცემაში.

 

 

 

ეკონომისტი” აქვეყნებს სტატიას სათაურით ვარდისფრად შეფერილი გაკვეთილები”, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გასულ კვირას ვაშინგტონში ბრუკინგის ინსტიტუტში მოხსენების თემას ეხმიანება და  საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ მკითხველს ალტერნატიულ ხედვას სთავაზობს. სტატიის ავტორი ოქსფორდის პროფესორ ნილ მაკფერლეინის მიერ ამას წინათ გამოქვეყნებული დოკუმენტის ”პოსტ-რევოლუციური საქართველო ზღვარზეა? შესახებ წერს, რომელმაც, მისი თქმით, პრეზიდენტისგან გასნხავებით ბევრად უფრო საღი თვალთახედვა შემოგვთავაზა. მაკფერლეინის მტკიცებით, რეფორმები ეკონომიკის სფეროში ნაყოფიერი 2003 – 2008 წლებში იყო.  გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთთან საქართველოს ომის შემდეგ არასაიმედო ვითარება ჩამოყალიბდა. მილიარდობით უცხოური დახმარება საქართველოს ზედაპირზე ტივტივის საშუალებას უნარჩუნებდა, მაგრამ ეს დახმარება ილევა. 2013 წელს ქვეყანას რეალურად ელის ვალების გადახდა, ხოლო სიღარიბე და უმუშევრობა ქართული ცხოვრების განუყოფელ მახასიათებლად რჩება. უთანასწორობა ღრმავდება, ხოლო ინფლაცია მაღალია- ნათქვამია მაკფერლენის დოკუმენტში.

 

 

 

სტატიაში, ასევე, საუბარია საქართველოში ადამიანის უფლებების ცუდ მდგომარეობაზე და სასამართლო სისტემის შეზღუდულობაზე, პატიმართა დიდ რაოდენობასა და დემონსტრაციის უფლების შეზღუდვაზე, რისი შესაბამისი დამადასტურებელი ფაქტებიცაა  მოყვანილი.

 

 

 

მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ვითარება სხვა სფეროებთან შედარებით ცოტათია უკეთესია, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ  სახელმწიფო საინფორმაციო გამოშვებები, ჩვეულებრივ მთავრობის განკარგულებებს ასრულებენ და ეს სულ უფრო მეტად ეხება კერძო მედია-საშუალებებსაც.

 

 

 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ  ამ  რეფორმების პირდაპირი  გავლენა ის უნდა ყოფილიყო, რომ ოპოზიცია ჩაეცხრო, ხოლო მმართველი პარტიის ძალაუფლება განმტკიცებულიყო. ამის მიუხედავად, სტატიის ავტორს მიჩნია, რომ საქართველოში არ არის ნიშნები იმისა, რომ საზოგადოება ხელისუფლების ჩამოგდების ზღვარზეა მისული და დასძენს, რომ ქართველები ჯერჯერობით  ამ პრობლემებს ალბათ სტოიციზმის, ცინიზმისა და წითელი ღვინის ნაზავით შეხვდებიან.

 

 

 

დასასრულს,  სტატიის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს რევოლუციური წარსული და მისი მერყევი აწმყო, შთაგონებულ არაბ დემოკრატებს უფრო მეტ გაკვეთილს სთავაზობს, ვიდრე ამას ალბათ სააკაშვილი აცნობიერებს.

 

 

 

რადიოთავისუფლება გასულ კვირას თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 76-ე სემინარის შესახებ წერს და მკითხველს მოუთხრობს, თუ რა განსხვავება დაინახეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ საქართველოში? რა ტენდენციებზე გამახვილდა ყურადღება და რამდენად პერსპექტულად მიაჩნიათ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს? სემინარზე, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებისთვის თავისუფალი საუბრის ტრიბუნად ითვლება, საქართველოს მიმართ, ძირითადად, პოზიტიური შეფასებები ისმოდა, თუმცა იყო სკეპტიკური მოსაზრებებიც, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების ახლო პერსპექტივებს გამორიცხავდნენ. მაგალითად, გენერალური შტაბის წევრმა, ჰოლანდიის წარმომადგენელმა საიმონ ვან დრიელმა მას შემდეგ, რაც ჯეიმსტაუნის ფონდის გამოცემა „ეურაზია დეილი მონიტორის“ წამყვანი მკვლევარის, ვლადიმირ სოკორის გამოსვლა მოისმინა, სიტყვა ითხოვა და განაცხადა, რომ ვერ ვხედავს საქართველოს ნატოს წევრად უახლოესი 15-20 წლის განმავლობაში. აქვე მან დასძინა, რომ

საქართველოში ხალხი ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩემს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებშიც - ევროპის ჩრდილო-დასავლეთში - მდგომარეობა საპირისპიროა.“  სემინარზე საუბარი იყო  რუსულ-ქართულ ურთიერთობებზეც. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგის პარალელურად საკუთარ პოზიციებს უნდა გადახედოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების მიმართ, უნდა გამოაცალკევოს პოლიტიკური მიდგომები, რადგან სხვა შემთხვევაში ვითარება ჩიხშია შესული: ”ვფიქრობთ, ცუდი არ იქნებოდა, ქართული პოლიტიკის ეს ორი ფრთა უფრო გაგვეცალკევებინა. მოდით, ავაგოთ ჩვენი ურთიერთობები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმებთან ისე, თითქოს იქ რუსეთი არ არსებობდეს. და მოდით, ავაგოთ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ისე, თითქოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ფაქტორი არ არსებობდეს. სხვაგვარად ამ რეგიონებში თქვენ რუსეთს აძლევთ ბერკეტებს, რის თავის არიდებასაც თქვენ ცდილობთ.“-განცახადა ჰამბერგმა.

 

ეხოკავკაზას გამოცემაც ეხმიანება როუს-როსის სემინარზე თომას ჰამბერგის გამოსვლას და დასძენს, რომ ჰამბერგი კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებულ სახელმწიფო სტრატეგიას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ სტრატეგიას პროცესი მილიმეტრითაც კი არ წაუწევია წინ  და ის და მისი საერთაშორისო შაუმავლები გრძნობენ, რომ ვითარება ჩიხშია შესული. აქვე გამოცემა დასძენს, რომ ჰანს იორგ ჰამბერგი უახლოეს დღეებში თავის პოსტს ტოვებს და მისი ეს განცხადება აღქმული იყო, როგორც ბოლო დარიგება.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...