planetanews Posted March 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/manjgaladze3.jpgსაქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის შეფასებით, პარლამენტში გამართული დებატებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ორგანო არის ის დაწესებულება, სადაც განსხვავებული პოზიციები ფიქსირდება. ამის შესახებ განცხადება, მანანა მანჯგალაძემ ყოველკვირეულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, საზოგადოებას მიეწოდა ყველა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რაც მათ აწუხებსთ. “ამ კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატები იყო, რომელიც ვფიქრობ ძალიან საინტერესო გამოვიდა. საზოგადოებას მიეწოდა ყველა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რაც ხალხს აწუხებს. მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სადაც მან წარმოადგინა 10 პუნქტიანი გეგმა ქვეყნის განვითარებისათვის. ასევე, მნიშვნელოვანი იყო მოგვესმინა ოპოზიციის მოსაზრებებიც, ამ შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრება. ამ დებატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტი გახდა ის ორგანო სადაც განსხვავებული პოზიციები ფიქსირდება, სადაც კამათობენ დაობენ და მსჯელობენ”,- განაცხადა მანჯგალაძემ. მმანჯგალაძის თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი დებატებიც, სადაც პრემიერ-მინისტრი საბოლოო ანგარიშით წარსდგება, მთავრობას კი, მიეცემა საშუალება ღიად წარმოადგინონ სახელმწიფოს ხედვა განვითარების თაობაზე. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts