Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პრეზიდენტი ნებისმიერ დიალოგს მიესალმება


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/saakashvili10-300x200.jpgსაქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ნებისმიერ დიალოგს მიესალმება, მით უფრო, თუ დიალოგში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობს.

 

ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

მანჯგალაძის განცხადებით, კომპრომისის გზით სიარული არის ერთადერთი გზა დიალოგის პროცესის წარმართვისათვის. ეს არის გზა, რომლითაც უნდა იაროს ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ, პოლიტიკურმა ჯგუფმა თუ ძალამ, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობ

 

“პრეზიდენტი მიესალმება ნებისმიერ დიალოგს, მით უფრო, რომ დიალოგში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობს და რომელიც ითვალისწინებს იმ პრინციპს, რომ საქართველოში უკეთესი არჩევნები ჩატარდეს. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს შემაჯამებელი დოკუმენტის მიხედვით, ეს იყო ყველაზე დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, რაც კი საქართველოში ჩატარებულა და ეს არჩევნები ჩატარდა იმ საარჩევნო კოდექსით, რომლის ძირითადი დებულებები ეფუძნებოდა სწორედ კონსენსუსს, რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების შედეგად იქნა მიღწეული”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

 

ურჩიეთ:

http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...