planetanews Posted March 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/erterwtryt-300x200.jpgთბილისის საქალაქო სასამართლო ებრაელ ბიზნესმენებს საბოლოო განაჩენს 30 მარტს, 11:00 საათზე გამოუტანს. ამის შესახებ დღეს, გამართულ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. ბიზნესმენების საქმის განხილვა დასრულდა, მოსამართლე კი სათათბიროდ გავიდა, რის შედეგაც ის საბოლოო განაჩენს გამოიტანს. დღევანდელი პროცესი კი, ბრალდების მხარის რეპლიკით დაიწყო, რის შემდეგაც თავისი სიტყვა დაცვის მხარემაც წარმოადგინა. დღევანდელ პროცესზევე განსასჯელებმა საბოლოო სიტყვა თქვეს. დაკავებული ბიზნესმენები დანაშაულს არ აღიარებენ და თავს დამნაშავედ არ ცნობენ. შეგახსენებთ, რომ ისრაელის ორი მოქალაქე, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, 2010 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ებრაელმა ბიზნესმენებმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ავთანდილ ხარაიძეს ქრთამის სახით, 7 მილიონი დოლარი შესთავაზეს, სანაცვლოდ, კი ითხოვდნენ საქართვლოს ხელისუფლებას არ გაესაჩივრებინა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებდა ფუქსისა და ფრენკელის სასარგებლოდ 98 მილიონი დოლარის გადახდას. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts