planetanews Posted March 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/gdfgsdfgfd-300x163.jpgდაკავებული ებრაელი ბიზნესმენის რონი ფუქსის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მას თბილისის საქალაქო სასამართლო დამნაშავედ ცნობს, გრძელვადიანი პერსპექტივაში საქართველო დაზარალდება. ამის შესახებ ბიზნესმენმა დღეს, სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის თქმის დროს განაცხადა. ბიზნესმენის თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიმდინარე პროცესს ბევრი ადამიანი ადევნებს თვალყურს და იმ შემთხვევაში თუ მას ბრალს დასდებენ ვერცერთი უცხოელი ინვესტორი საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს. “ბევრი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჩემი ქვეყნის ჩათვლით ყურადღებით აკვირდება ამ სასამართლო პროცესს. თუ ეს სასამართლო მე დამნაშავედ მცნობს იმაში რაც განხორციელებული იყო საქართველოს აგენტების მიერ პრემიერ-მინისტრისა და სხვების ხელდასმით, რათა თავიდან აეცილებინათ გადასახადის ჩვენთვის გადახდა, მაშინ ვერცერთი ინვესტორი თავს საქართველოში უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს და ვერ მიიღებს ქვეყანაში ფულის ჩადების ინვესტირებას”,- განაცხადა ბიზნესმენმა. ფუქსის თქმით, მის მიერ წაყენებულ ბრალდებაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის პირების მიერ არის დადგმული ის უდანაშაულოა. “სიმართლე არის ის, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს არ გადაეხადათ თანხა და დაავალეს სხვებს შეედგინათ მახის დაგების ოპერაცია, იმისათვის, რომ მოეჩვენებინათ, რომ მე კორუფციაში ვარ დამნაშავე. დანაშაული კი, რომელიც მე ბრალდება ჩემს მიერ ჩადენილი არ არის”,- განაცხადა ფუქსმა. რონი ფუქსმა თავის სიტყვაში მოსამართლეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “თუკი არსებობს ჩემი გასამართლების რაიმე შესაძლებლობა მივმართავ სასამართლოს გააკვირვოს მსოფლიო და გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი”,- განაცხადა ფუქსმა. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts