Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბათუმელ მამაკაცს საკუთარ სახლში მასტურბირებისთვის 2 წელი შეეფარდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/03/images4.jpegბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმელი გ.თ.-ს გარყვნილი ქმედების, ანუ მასტურბირების ბრალდებით სასჯელის უმაღლესი ზომა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “ბათუმელები” ბრალდებულის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სასამართლო პროცესი დახურული იყო და, შესაბამისად, ადვოკატები ამ პროცესზე ღიად არ საუბრობენ.

 

ბრალდებული გ.თ. საკუთარ სახლში მასტურბირებდა. ამ დროს მის ბინაში შემთხვევით შევიდა მეზობლის გოგონა, რომლის ოჯახმაც შემდეგ გარყვნილი ქმედების გამო მეზობელს უჩივლა.

 

ბათუმის საქალაქო პროკურატურამ გ.თ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ 141-ე მუხლით, რომელიც “გარყვნილი ქმედებით” კვალიფიცირდება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ეჭვმიტანილის მიმართ წაყენებული ბრალი უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის უმაღლესი ზომა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 141-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ერთ წლამდე გამასწორებელ სამუშაოს ან პატიმრობას ორ წლამდე.

 

ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, რომ საქმე კურიოზულია: `მართალია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, გ.თ-მ ქმედება საკუთარ სახლში ჩაიდინა, როცა ის მარტო იყო. მან არ იცოდა, თუ ვინმე შევიდოდა სახლში, გოგონამ მას ერექციის მომენტში შეუსწრო”.

გ.თ-ს საქმე გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

 

ურჩიეთ:

http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...