Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ზეევ ფრენკელი: ბატონო მოსამართლევ. გისურვებთ იყოთ ისეთივე სუფთა როგორც მოსე წინასწარემეტყველი უფლის წინაშე


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/03/erterwtryt1-300x200.jpgებრაელი ბიზნესმენის ზეევ ფრენკელის განცხადებით, მათი დაკავება პროვოკაციული გეგმის მიხედვით მოხდა, რომელიც ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მომზადდა.

 

ამის შესახებ ბიზნესმენმა დღეს, სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის თქმის დროს განაცხადა.

 

მისი თქმით, ის უდანაშაულოა, ხოლო მისი დაკავება მისი ცხოვრების ერთ-ერთი სიურპრიზი იყო.

 

“ადამიანი თავის ცხოვრების მანძილზე უამრავ სიურპრიზს წააწყდება ხოლმე. მე სხვადასხვა პოზოზიციზე ვმუშაობდი და არაერთი სიურპრიზის მოწმე ვყოფილვარ. 2010 წლის 14 ოქტომბერს მე დამაკავეს ბათუმში ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს მოხელისათვის ქრთამის შეთავაზებისათვის. ეს იყო ჩემი ცხოვრების სიურპრიზი. უვე 5 თვეა ბრალდების სკამზე ვსხედვართ, თუმცა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ პროვოკაციული გეგმის მიხედვით დაგვაკავეს, რომელიც ხელისუფლების მაღალ ეშელონებში იქნა მომზადებული”,- განაცხადა ბიზნესმენმა.

 

ზეევ ფრენკკელის თქმით, ის არავითარი დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილე არ ყოფილა.

 

ბიზნესმენმა თავისი საბოლოო სიტყვა მოსამართლისთვის მიმართვით დაასრულა.

 

“ვიმედოვნებ და ვენდობი თქვენი სამართლიანობის განცდას ბატონო მოსამართლევ. გისურვებთ იყოთ ისეთივე სუფთა განაჩენის გამოცხადების შემდეგ, როგორც მოსე წინასწარემეტყველი უფლის წინაშე”,- განაცხადა ფრენკელმა.

 

ებრაელი ბიზნესმენები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. თბილისის საქალაქო სასამართლო კი, მათ საბოლოო განაჩენს 30 მარტს გამოუტანს. ისრაელის ორი მოქალაქე, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, 2010 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ებრაელმა ბიზნესმენებმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ავთანდილ ხარაიძეს ქრთამის სახით, 7 მილიონი დოლარი შესთავაზეს, სანაცვლოდ, კი ითხოვდნენ საქართვლოს ხელისუფლებას არ გაესაჩივრებინა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებდა ფუქსისა და ფრენკელის სასარგებლოდ 98 მილიონი დოლარის გადახდას.

 

ურჩიეთ:

http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...