planetanews Posted March 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/03/saqalaqo-sasa3-300x221.jpgდაკავებული ებრაელი ბიზნესმენი რონი ფუქსი მიიჩნევს, რომ მათი დაპატიმრება იმის გამო მოხდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურდა, საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების თანახმად, მათთვის თანხის გადახდისაგან თავი აერიდებინა. როგორც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბიზნესმენმა განაცხადა, მას არ გააჩნდა რაიმე მოტივი ვინმესთვის ქრთამის სახით ფულადი თანხა შეეთავაზებინა. “მე იმის მეშინოდა, რომ საქართველო მოძებნიდა რაიმე გზას, რომ თანხის გადახდისაგან თავი აერიდებინა, თუმცა მე ვერ წარმომედგინა თუ ამ მასშტაბის ქმედებებს ჩაიდენდა. მე ყოველთვის მიყვარდა საქართველო და მინდოდა დამეჯერებინა, რომ ქართველები სწორად მოიქცეოდნენ, მაგრამ ჩემი რწმენა ჩემი შეცდომა აღმოჩნდა”,- განაცხადა ფუქსმა. ბიზნესმენის თქმით, ნესბისმიერ მიუკერძოებელი შემფასებელი დაადგენს, რომ არსებობდა ბიზნესმენების მახეში გაბმის გეგმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და საქართველოს თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება წარმოშობილიყო საქართველოს და არა ებრაელი ბიზნესმენების მიერ. ფუქსის მტკიცებით, სასამართლოს წინაშე, პროცესების მიმდინარეობის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები ცრუობდნენ. ებრაელი ბიზნესმენები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. თბილისის საქალაქო სასამართლო კი, მათ საბოლოო განაჩენს 30 მარტს გამოუტანს. ისრაელის ორი მოქალაქე, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, 2010 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ებრაელმა ბიზნესმენებმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ავთანდილ ხარაიძეს ქრთამის სახით, 7 მილიონი დოლარი შესთავაზეს, სანაცვლოდ, კი ითხოვდნენ საქართვლოს ხელისუფლებას არ გაესაჩივრებინა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებდა ფუქსისა და ფრენკელის სასარგებლოდ 98 მილიონი დოლარის გადახდას. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts