Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - რონი ფუქსი: მე საქართველოს სახელმწიფო პროკურორების გეგმის მსხვერპლი ვარ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/03/saqalaqo-sasa4-300x221.jpgდაკავებული ებრაელი ბიზნესმენის რონი ფუქსის განცხადებით ის საქართველოს სახელმწიფო პროკურორების სისხლის სამართლებრივი გეგმის მსხვერპლია.

 

ამის შესახებ ბიზნესმენმა დღეს, სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის თქმის დროს განაცხადა.

 

ფუქსის თქმით, ეს გეგმა გამიზნული იყო იმისათვის, რომ მომხდარიყო საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება. ბიზნესმენი ქრთამის მიცემის ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

 

ფუქსის თქმით, საქართველოს სახელმწიფომ მისთვის ხაფანგის დადება განიზრახა, იმისათვის, რომ სისხლის სამართლებრივი ბრალდებები წაეყენებინა და საერთაშორიო არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვტილებით, რომელიც მათთვის ფულის გადახდას ითვალისინებდა არ განხორციელებულიყო.

 

“ეს იყო უსამართლო ოპერაცია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ საქართველოს სახელმწიფოს, მაგრამ არ არსებობს ისეთი ნამდვილი დემოკრატია, სადაც მსჯავრდების დონე 100% აღწევს. რაც შეეხება დაკავებას, საქართველოს მთავრობის უმაღლეს დონეებზე მოხდა შეთქმუკება, გარკვეულ პირებს შორის, რათა ჩემთვის მახე დაეგოთ, იმის მაგივრად, რომ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით თანხის ნაწილი მაინც გადაეხადათ”,- განაცხადა ფუქსმა.

 

ბიზნესმენის თქმით, ის საქართველოში პირადად პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მოწვევით ჩამოვიდა. ხოლო საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარის ნაწილი იყო.

 

“საქართველოში მე მხოლოდ იმის გამო ცამოვედი, რომ მქონდა პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდიანი მოსაწვევი. სასამართლო მსვლელობისას ჩვენ უარი გვითხრეს დაკითხულიყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცხადია უმნიშვნელოვანესი მოწმეა, ასევე ფინანსთა მინისტრყ, რომლის მოადგილემ მზაკვრული სცენარი განახოპრციელა. Aსევე უარი მეთქვა იუსტიციის დეპარტამენტის ხალხის გამოძახებაზე, რომელთაც შეიმუშავეს საგამოძიებო გეგმა და ასევე სასამართლომ უარი განაცხადა იმ 9 ადამიანის გამოძახებაზე, რომლებიც ჩემ ქვეყნაში შემოტყებაში მონაწილეობდნენ”,- განაცხადა ბიზნესმენმა.

 

რონი ფუქსის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძე არის იურისტი, რომელსაც კვალიფიკაცია არ გააჩნია და ის მხოლოდ იმისთვის დანიშნეს მინისტრის მოადგილედ, რომ მთავრობის მახის დაგეგმვის სქემა აღესრულებინა.

 

“ხარაიძემ ძალიან ბევრი რამ იცის სიცრუეზე, ვინაიდან მან ფრენკელს ძალიან ბერი ტყუილები უთხრა, ასევე, მოიქცა ჩემთანაც. მან იცის როგორ დაათროს ხალხი დილით კონიაკით, როგორ შეცვალოს საუბრის თემა მაშინ, როდესაც მისი სიცრუე აშკარა ხდება. იცის როგორ წარმართოს ორაზროვანი მსჯელობა, რომელიც შემდგომ სხვადასხვაგვარად იქნება აღქმული. Mოკლედ, რომ ვთქვათ არსებობს უამრავი მიზეზი იმისათვის, რომ გვჯეროდეს, რომ ის არის კარგად მომზადებული გამომძიებელი, რომელიც სპეციალურად დაინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ”,- განაცხადა ფუქსმა.

 

ებრაელი ბიზნესმენები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. თბილისის საქალაქო სასამართლო კი, მათ საბოლოო განაჩენს 30 მარტს გამოუტანს

 

ურჩიეთ:

http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

01-04-2011 რონი ფუქს 7-წლიანი პატიმრობა და 500 ათასი ლარის, ზეევ ფრენკელს კი თავისუფლების 6 წლით აღკვეთა და 100 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს, ბიზნესმენებს რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს პატიმრობა შეუფარდა.

 

სასამართლოს მიერ რამდენიმე წუთის წინ გაცხადებული ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრათ.

 

გარდა ამისა, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით.

 

ბიზნესმენები დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილში გამოცხადდნენ, რაც სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის მიცემას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

 

 

 

http://www.ghn.ge/news-38687.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო და ვის აძლევდნენო ქრთამს ის სადაა დაჭერილია, თუ საპროცესო გარიგებით გაუშვეს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო და ვის აძლევდნენო ქრთამს ის სადაა დაჭერილია, თუ საპროცესო გარიგებით გაუშვეს

 

ჰა ჰა,,,, ხუმრობ? :)

მაგას ვინ დაიჭერდა?...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო და ვის აძლევდნენო ქრთამს ის სადაა დაჭერილია, თუ საპროცესო გარიგებით გაუშვეს?

ის რატომ უნდა დაეჭირათ? კაცმა სამართალამცავებს აცნობა ქრთამი შემომთავაზესო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის რატომ უნდა დაეჭირათ? კაცმა სამართალამცავებს აცნობა ქრთამი შემომთავაზესო.

გაუმარჯოს ყველაზე სამართლიან, ქართულ მართლმსაჯულებას.

 

:)

 

გჯერა ახლა შენ მაგისი, სატურნ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის რატომ უნდა დაეჭირათ? კაცმა სამართალამცავებს აცნობა ქრთამი შემომთავაზესო.

 

ერთი ბულგარელი ანახეს აქ წინა კვირას. გალეშილი მთვრალი აყენებდა მანქანს და ოდნავ წაკრა გვედით მდგომ შკოდას. მოკლედ მანაქანასთან დაბრუნდა და პოლიცია დახვდა. ფარული კამერთი უღებდნენ თან.

ხო და ბულგარელმა ფული შესთავაზა პოლიციელს. "გამიშვიაო კაცო და ფულს მოგცემო, შენც კარგად იქნები და მეცო".

სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ნუ სასჯელი არის მაგრამ მაქსიმუმ ჯარიმა და მანაქანის ტარების უფლება ჩამაორთვან (თუ პირველი შემთხვევაა). თან კამერამ გააჩმახა მაგრად. ისე კი გაუჭირდებოდათ დამტკიცება რომ ნაღდში სთავაზობდა ქრთამს. ბოლო-ბოლო იტყოდა "შევთავზე ფული, მაგრამ ქრთამის სახით კი არა, მაგარ პახმელიაზე ვიყავი და ბორჯომი მიყიდეთქო ვთხოვე და ამის გამო ვაძლევდი ფულს". :) ხო და მიდი და უმტკიცე ეს ასე რომ არ იყო. არაა გამორიცხული ადვოკატმა ეხლაც ასე შეატრიალოს ეს ამბე.

პროსტო არაადეკვატური სასჯელებია საქართველოში.

 

ხო, აუდიო ჩანაწერს სასამართლო ყურადღებას აქცევს,მაგრამ დამამტკიცებელი მასალა არ არის.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

აუდიოსი რა გითხრა მაგრამ ეს მემგონი ვიდეოა

 

 

http://www.youtube.com/watch?v=oqqur2X8LN4&feature=player_embedded

Edited by fashisti
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

გჯერა ახლა შენ მაგისი, სატურნ?

ხო დადგმული იქნება ეს ვიდეო ზემოთ რომ დევს. უიიი 3D ყოფილა :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

 

ხო დადგმული იქნება ეს ვიდეო ზემოთ რომ დევს. უიიი 3D ყოფილა :what:

 

დადგმულის რა გითხრა და ძალიან დეშოვი მტკიცებულებაა სატურნ.

მანდ ერთი ფრაზა ჟღერს "10%-ი არის პროვიზია წესითო".

 

მეორე საუაბრი არის ინვესტირბული თანხის დაბრუნებაზე და მცდელობა არბიტრაჟის გარეშე თანხის დაბრუნებაზე. ამას აქ სასამართლო გარემოლაპარაკება ჰქვია.

ინვესტიციის პასუხისმგებელი სახლემწიფო იყო რამდენად ვიცი, ხოდა აქ ამ ინვეტიციის დაბრუნების შემთხვევაში პროვიზიაზეა საუბარი.

ე.ი. 100 მილიონის დაბრუნების შემთხვევაში 20 მილიონს იძლეოდა პროვიზიის სახით. არ დაგავიწყდეს საუბარი არის ამ პიროვნების თანხის დაბრუნებაზე. აქ არ არის საუბარი 20 მილიონის პროვიზიაზე, სახლემწიფო ტენდერის მოგების, ან სხვა რომელიმე საქმის გაკეთების გულისათვის.

მოკლედ " მეკუთვნის თანხა, თანხა ჩემია, თუ სასამართლოს გარეშე დამიბრუნებთ 20% პროვიზიას ვიძლევი" მაგრად მეეჭვება ევროპაში რომ ამის გამო გაასამართლებდნენ. მაქსიმუმ არასტანდრტულ მოლაპარაკების გამო საეჭვო სკანდალი იქნებოდა ეს.

 

მოიგებენ ესენი შსტრასბურგში, მერე არბიტრაჟს მოიგებენ და ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან იქნება გადასხდელი.

 

 

პ.ს. ჩემი ადრინდელი რეაქციები ამ საქმის გამო ძალაში რჩება. უბრალოდ ეჭვი არის და სასამართლო ჩატარდა. სხვა ზეწოლა სახელმწიფოზე არასწორია. იგივე უკანონო ქმედება იქნება ისრაელის მხრიდან. უნდა მოუგონ სასამართლო. სხვა გზა მიუღებელია.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

მოიგებენ ესენი შსტრასბურგში, მერე არბიტრაჟს მოიგებენ

არაა გამორიცხული. მას შემდეგ რაც დღეს ჰააგის სასამართლომ უარი თქვა საქართველოს სარჩელის მიღებაზე რუსეთის წინააღმდეგ ყურით მოთრეული საბაბით, მაგათი არაფერი აღარ მწამს. წავიდნენ ერთი მაგათი დედაც ####### და მაგათი სასამართლოებისაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

არაა გამორიცხული. მას შემდეგ რაც დღეს ჰააგის სასამართლომ უარი თქვა საქართველოს სარჩელის მიღებაზე რუსეთის წინააღმდეგ ყურით მოთრეული საბაბით, მაგათი არაფერი აღარ მწამს. წავიდნენ ერთი მაგათი დედაც ####### და მაგათი სასამართლოებისაც.

 

ხო რა, უსამართლობა ყოველთვის საწყენია.

 

ისე კი რაც საერთაშორისო სამართალ ეხება, აქ ძლიერ შეიცვალა პოლუსები. დღეს ლობის და სავაჭრო ურთიერთობიდან გამომდინარე გამოაქვთ ხოლმე განაჩენი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

არაა გამორიცხული. მას შემდეგ რაც დღეს ჰააგის სასამართლომ უარი თქვა საქართველოს სარჩელის მიღებაზე რუსეთის წინააღმდეგ ყურით მოთრეული საბაბით, მაგათი არაფერი აღარ მწამს.

ამბობენ უყიდიათო.. :yes: :yes:

წავიდნენ ერთი მაგათი დედაც ####### და მაგათი სასამართლოებისაც.

იასნია,ჩვენი სასამართლოების პირობებში რომ იცხოვრებ ადამიანი..მერე ძნელია ესეთივე სამართლიანი სასამართლოს მოძებნა..მეტი მოთხოვნილებები გიჩნდება ადამიანს.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამბობენ უყიდიათო

არა კაცო რას ამბობ. არც ევროპის ჩემპიონატის გამართვა არ უყიდიათ, რუსეთმა მოუგო ინგლისს პატიოსან ბრძოლაში :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...