planetanews Posted March 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/03/281753b5b4d476e3fe55949a0901039e.jpgაშშ-ს და დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა გემებმა ლიბიის ტერიტორიაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში საზღვაო ბაზირების Tomahawk-ის 124 ფრთიანი რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ მსოფლიო მედია იუწყება. ლიბიის სამიზნეების დაბომბვაში გუშინ კოალიციის ავიაციაც ჩაერთო. ამის შესახებ პანტაგონში აშშ-ს შეიარაღებული ძალების შტაბების სარდლების კომიტეტის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ვიცე-ადმირალმა იულიამ გორტნიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, უპირველესად მუამარ კადაფის მთავრობის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები იბომბებოდა და დარტყმების შედეგად ეს სისტემები საგრძნობლად შესუსტდა. ამ დროისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მხოლოდ ტრიპოლისა და სირტას შემოგარენში რჩება. კორტნიმ ასევე აღნიშნა, რომ მისურატისთან მდებარე აეროპორტზე დარტყმები სამმა ამერიკულმა ბომბდამშენმა განახორციელა. გუშინ ასევე დაიბომბა ლიბიის სახმელეთო ჯარების ის ნაწილები, რომლებიც ქალაქ ბენღაზიდან 16 კილომეტრით სამხრეთით არიან განთავსებულნი. დარტყმები აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მოიერიშეებმა განახორციელეს. მისი შეფასებით, ეს ოპერაციაც წარმატებული იყო. გორტნის ინფორმაციით, ამ დროისთვის კადაფის შეიარაღებაში ათასობით საზენიტო დანადგარი და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი რჩება. გადასატან საზენიტო დანადგარებზე კოალიციას დარტყმები არ განუხორციელებია, რამდენადაც დანადგარები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არის განთავესებული. ამასთან, გორტნი უარყოფს ინფორმაციას, რომ სროლის შედეგად ლიბიაში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, როგორც ამას ტრიპოლი აცხადებდა. მისი თქმით, აშშ-ს მთავრობას არ სჯერა ლიბიის მთავრობის გამონათქვამები, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღების თაობაზე. გორტნიმ ასევე აღნიშნა, რომ კოლიციის ძალების სამიზნეებს შორის თავად კადაფი ჯერჯერობით, არ არის. გორტნისვე თქმით, კოალიციის ძალები გაფართოვდა და ამ დროისთვის კოალიციის რიგებში აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, კანადა, ბელგია, დანია, ყატარი და ნორვეგია არიან. კოალიციურმა ძალებმა კადაფის ჯარზე დარტყმები 19 მარტს საღამოს დაიწყეს. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts