planetanews Posted March 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/03/825172927c8f5583a355e772b7ad6ef9.jpgლიბიის პრეზიდენტი მუამარ კადაფი მოსახლეობას “ქვეყნის აგრესორებისგან გათავისუფლებას” დაჰპირდა. როგორც მსოფლიო მედია იუწყება, ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა. კოალიციურ ძალებს კი კადაფი “გრძელვადიან ომს” ჰპირდება. “ლიბია ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის და ამის გამო დასავლეთი დაეცემა, როგორც ჰიტლერი და მუსოლინი დაეცნენ. ლიბიელ ხალხს ყველა ტიპის იარაღით ვამარაგებთ, ომს ვაგრძელებთ და მტერს დავამარცხებთ. ჩვენს ტერიტორიას ამ აგრესორებისგან გავათავისუფლებთ”, – განაცხადა კადაფიმ. მისმა ვაჟმა სეიფ ალ-ისლამ კადაფიმ კი კოალიცია ტერორისტებისთვის მხარდაჭერაში დაადანშაულა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ABC News-ს ინტერვიუში განაცხადა. კადაფი აცხადებს, რომ ლიბია ბარაქ ობამასგან ასეთ ქმედებებს არ ელოდა. ინტერვიუში სეიფ ალ-ისლამ კადაფი ამბობს, რომ ტრიპოლიში იმყოფება. “ამერიკელები და ინგლისელები უტევენ ლიბიას. არის მსხვერპლი. ქალებმა და ბავშვებმა დიდი შიში განიცადეს. ჩვენ გაოცებული ვართ, რომ პრეზიდენტი ობამა, რომელიც ჩვენს მეგობრად მოიაზრებოდა, ბომბავს ლიბიას”, – აცხადებს სეიფ ალ-ისლამ კადაფი. კითხვაზე, ულტიმატუმის შემდეგ რატომ არ შეწყვეტა მუამარ კადაფიმ ცეცხლი, პრეზიდენტის ვაჟი პასუხობს. რომ ლიბიის შეიარაღებული ძალები ბენღაზიში შეიარაღებული დაჯგუფებებისგან გასათავისუფლებლად ჩავიდნენ. “თუ ამერიკას უნდა ნამდვილად დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას, მაშინ მისი ჯარები უნდა ჩავიდნენ ბენღაზიში და გააუვნებელყონ შეიარაღებული დაჯგუფებები”, – აცხადებს კადაფის ვაჟი. ამასთან, მას მიაჩნია, რომ მუამარ კადაფი პრეზიდენტის თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს. “ჩემი აზრით, ძალიან დიდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. მთელი ქვეყანა გაერთიანებულია შეიარაღებული დაჯგუფებებისა და ტერორისტების წინააღმდეგ. მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკა, თქვენ და დასავლეთის ქვეყნები მხარს უჭერთ ტერორისტებს და შეიარაღებულ დაჯგუფებებს”, – განაცხადა სეიფ ალ-ისლამ კადაფიმ. მისივე თქმით, ამ დროისთვის ლიბიის ხელისუფლების მიზანია, საკუთარ ხალხს დაეხმაროს. გამსაკუთერბით კი ბენღაზიში. “მერწმუნეთ, რომ ისინი ცხოვრობენ კოშმარში. მათ არ აქვთ თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკას, ან წავიდეს ბენღაზიში და დაეხმაროს იქ ჩვენს ხალხს, ან ამას ჩვენ თავად გავაკეთებთ”, – განაცხადა სეიფ ალ-ისლამ კადაფიმ. კოალიციურმა ძალებმა, მათ შორის აშშ-მა, კადაფის ჯარზე დარტყმები 19 მარტს საღამოს დაიწყეს. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts