planetanews Posted March 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/leiboristebis_yriloba__3__382527215-1.jpgამერიკაში სამუშაო ვიზიტად მყოფმა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ვაშინგტონში, თეთრ სახლთან საპროტესტო აქცია გამართა. როგორც პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თეთრ სახლთან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია ნახევარ საათს გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი ქართველები, ასევე ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც “ლეიბორისტულ პარტიას” სოლიდარობას უცხადებდნენ. პარტიის წევრების თქმით, თეთრ სახლთან სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია ისტორიული ფაქტია და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო იქიდან, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა. პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპროტესტო აქციის ამსახველი ვიდეომასალაც წარმოადგინეს. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts