planetanews Posted March 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/03/5a560a4b660b93cada6e07b1bab4a9dd.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ისრაელში ვიზიტის გადადების კონკრეტულ მიზეზებზე ვერ საუბრობს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ განაცხადა, მისი ვარაუდით ვიზიტის გადადების იგივე მიზეზები არსებობს, რაც პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შემთხვევაში. “ჩვენთვის ოფიციალური მიზეზების თაობაზე არ განუცხადებია ისრაელის წარმომადგენლობას, მით უმეტეს, რომ ჩვენ ისრაელის ელჩთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს. უფრო მეტიც, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ წარიმართოს კონსულტაციები და ამაში დაინტერესებას ებრაული მხარე იჩენს”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, ვერა ქობალიას ვიზიტის გადადების ზუსტი მიზეზები ისრაელის ელჩთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას ისრაელში ნახვა არ სურთ. ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი “იზრუს” წერს. 29-31 მარტს ისრაელში ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ელოდნენ, რომ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიც დაესწრებოდა, რომელიც ისრაელში მიმდინარე წლის ოქტომბერში უკვე იმყოფებოდა. ”იზრუს”-ის ცნობით, ისრაელის ტურიზმის მინისტრმა ჯერ კიდევ გასულ კვირას გადაწყვიტა, ვერა ქობალიას არ შეხვდეს. ამის მიზეზი ებრაელი ბიზნესმენების ფუქსისა და ფრენკელის საკითხია, რომელთა პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. რაც შეეხება დავით ბაქრაძის ვიზტის გადადებას, ქართულმა მხარემ მიზეზად ისრაელის პარლამენტის გადატვირთული გრაფიკი დაასახელა, ისრაელის მხარე კი – ებრაელი ბიზნესმენების დაკავება. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts