planetanews Posted March 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/03/3aea4646f54ea7f2731a58b52999d532.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოში ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზევ ფრენკელის პროცესი დღეს აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა. კერძოდ, ებრაულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ბაქრაძის შემდეგ, ისრაელში არც საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ვერა ქობალიას ელოდებიან, რომელიც 29-31 მარტს ისრაელში დაგეგმილ ტურიზმის კონფერენციას უნდა დასწრებოდა. “ინტერპრესნიუსის” კითხვას, რა გავლენას იქონიებს ებრაელი ბიზნესმენების დაკავება საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზე, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პასუხი არ გასცა. რაც შეეხება ისრაელში ქობალიას ვიზიტის გადადებას, ამასთან დაკავშირებით გილაურმა განაცხადა:”საქართველო უკვე გადაიქცა ტურიზმის ცენტრად. საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ადგილი აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, თურქეთისთვის. გვინდა ეს ბაზარი გაიზარდოს, გვინდა, რომ ბევრი ებრაელი და დასავლეთ ევროპელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში. ამისთვის კი ძალიან ბევრი რამ გაკეთდება”. ებრაელი ბიზნესმენები ზევ ფრენკელი და რონი ფუქსი 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის მიცემის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts